X

ლექციები და ტრენინგები

საჯარო სემინარი - „ომის შემდგომ: რა არის შემდეგ?“

2008 / 10 / 23

2008 წლის 23 ოქტომბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში, საქართველოს უსაფრთხოების ანალიზის ცენტრთან თანამშრომლობით გაიმართა საჯარო სემინარი: „ომის შემდგომ: რა არის შემდეგ?“. სემინარს უძღვებოდა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი - პროფესორი ალექსანდრე რონდელი. მონაწილეებს შორის იყვნენ გაერო-ში საქართველოს ყოფილი ელჩი -რევაზ ადამია, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ელენე ხოშტარია, საფრანგეთის ელჩი საქართველოში -ერიკ ფურნიე და საქართველოს უსაფრთხოების ანალიზის ცენტრის დირექტორი - ელჩი დავიდ სმიტი.

სემინარს ესწრებოდნენ მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, უცხოელი დიპლომატები, ექსპერტები და სტუდენტები, ისევე როგორც მედიის წარმომადგენლები.

დისკუსიაზე ისაუბრეს ომის შემდგომ პერიოდზე: პრიორიტეტებზე, რა გაკეთდა და რა უნდა  შეიცვალოს, მოლოდინებსა და სამომავლო გეგმებზე.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.