X

ლექციები და ტრენინგები

საჯარო ლექცია - „საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი და 21-ე საუკუნის გამოწვევები“

2008 / 11 / 06

2008 წლის 6 ნოემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა საჯარო ლექცია - „საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი და 21-ე საუკუნის გამოწვევები“. ლექცია წაიკითხა ჟენევის უნივერსიტეტის პროფესორმა ივს სანდოზმა. პროფესორმა, რომელიც წლების განმავლობაში მსახურობდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში, ისაუბრა მებრძოლთა ქცევებზე, ტყვებისა და არამებრძოლების მომპყრობაზე, რაც ბოლოს დროს უნივერსალური შეშფოთების საგანია. პროფესორი სანდოზის აზრით, ტექნოლოგიების აღმოცენებამ და არასახელმწიფო აქტორების გაჩენამ მოწინააღმდეგეებად ვერ შეცვალა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპები, მაგრამ გაართულა მისი ინტერპრეტაცია და გამოყენება. მან მოიშველია იმ ქვეყნების მაგალითები, სადაც ის მსახურობდა, კერძოდ ჰაიტის, სომალისა და რუანდას. თუმცა, დისკუსიის უმეტესი ნაწილი დაეთმო საქართველოს კონფლიქტურ ზონებსა და აგვისტოს ომს რუსეთთან.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.