X

ლექციები და ტრენინგები

პროფესიული შესაძლებლობების ზრდა საერთაშორისო ურთიერთობებში 15: სასწავლო კურსი ადამიანის საერთაშორისო უფლებებსა და საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში

2008 / 11 / 12

2008 წლის 31 ოქტომბრიდან 12 ნოემბრის ჩათვლით საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა სასწავლო კურსი ადამიანის საერთაშორისო უფლებებსა და საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში.

სწავლებაში მონაწილეობა მიიღო სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს სხვადასხვა სამთავრობო უწყების თვრამეტმა, ახალგაზრდა,  წარმომადგენლემა. მონაწილეებს ლექციები წაუკითხეს ადამიანის საერთაშორისო უფლებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წამყვანმა სპეციალისტებმა: ჟენევის საერთაშორისო ურთიერთობებისა და განვითარების კვლევების ინსტიტუტის პროფესორმა, ანდრეა ბიანკიმ; ადამიანის უფლებების საერთაშორისო ინსტიტუტისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წევრმა, ივს სანდოზმა და ნიდერლანდების კლინგენდალის ინსტიტუტის პროფესორმა, პოლ მერტმა.

სასწავლო კურსი ხორციელდება პროექტის ფარგლებში „პროფესიული შესაძლებლობების ზრდა საერთაშორისო ურთიერთობებში“. ინიციატივის სპონსორია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო, ორგანიზებას უწევს ჟენევის საერთაშორისო ურთიერთობებისა და განვითარების კვლევების ინსტიტუტი და ხორციელდება ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით.

პროექტის მიზანია სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს როლის წარმოჩენა საერთაშორისო ორგანიზაციებში, პასუხისმგებლობის, გამჭირვალობისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ზრდა საზოგადოებრივ საქმეთა მმართველობაში. პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს მმართველობის გაუმჯობესებას, რათა უკეთ იყვნენ წარმოჩენილნი საერთაშორისო ასპარეზზე.

კურსი რიგრიგობით ტარდება სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში.

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.