X

ლექციები და ტრენინგები

„საჯარო პოლიტიკის ცოდნის ქსელის“ გამოსაშვები ღონისძიება

2008 / 11 / 19

2008 წლის 19 ნოემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ცენტრში გაიმართა სასწავლო კურს „საჯარო პოლიტიკის ცოდნის ქსელის“ გამოსაშვები ღონისძიება.

პროგრამა ხორციელდება საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდისა და კანადის საერთაშორისო განათლების ბიუროს თანამშრომლობით, კანადის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია საქართველოს მთავრობასა და სამხრეთ კავკასიის საჯარო მართვის სკოლებში პროფესიული შესაძლებლობების გაზრდა, გლობალურ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარება-გაცნობა.

ერთწლიანი პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკის, თავდაცვის, განათლებისა და მეცნიერების და საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკის შემმუშავებელი ჯგუფებიიკვლევდნენ პოლიტიკის  მნიშვნელოვან საკითხებს მათი ხელმძღვანელების დახმარებით. გარდა ამისა, მათ გაიარეს კურსები საჯარო პოლიტიკაში, რომლებსაც უძღვებოდნენ ადგილობრივი, კანადელი და სხვა საერთაშორისო ექსპერტები. მონაწილეებს ფონდში ყავდათ მენტორები, რომელთა ხელმძღვანელობითაც შექმნეს კურსის დასასრულებლად აუცილებელი საბოლოო ნაშრომები.

პროგრამის 23 კურსდამთავრებულს დიპლომები გადასცეს კანადის საერთაშორისო განათლების ბიუროს ვიცე-პრეზიდენტმა, ქრისტინა ვიტფუტმა და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტმა, ალექსანდრე რონდელმა.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.