X

ლექციები და ტრენინგები

დაიწყო ახალი პროგრამა - „ეთნიკურ უმცირესობათა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში“

2009 / 03 / 05

2009 წლის თებერვალში დაიწყო ახალი პროგრამა „ეთნიკურ უმცირესობათა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში“. პროგრამას ახორციელებს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი, ფინეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამა გაგრძელდება ორი წლის განმავლობაში. ის მიზნად ისახავს ინტეგრაციის პროცესის გაძლიერებას საქართველოში, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში დემოკრატიისა და კარგი მმართველობის განვითარებითა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობით. პროგრამით გათვალისწინებულია კომპეტენციის ზრდის, პოლიტიკის შემუშავებისა და საჯარო დებატების ხელშემწყობი ღონისძიებების ჩატარება ქვემო ქართლსა და სამცხე ჯავახეთში.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.