X

ლექციები და ტრენინგები

სასწავლო კურსის „ევროინტეგრაცია“ დასრულების ცერემონია

2009 / 03 / 20

2009 წლის 20 მარტს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა კურსის „ევროინტეგრაცია“ მეხუთე წრის გამოსაშვები ღონისძიება. კურსი ჩატარდა პროექტის  „საქართველოში ცნობიერების ამაღლება ევროკავშირის შესახებ“ ფარგლებში. პროექტი ტარდება ევროკომისიის განათლების, აუდიოვიზუალური და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს ჟან მონეს მოდულის ფარგლებში.

სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდს ესტუმრა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი, მისი უმაღლესობა, ელჩი პერ ეკლუნდი. კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადასაცეს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტმა, დოქტორმა ალექსანდრე როდელმა და ელჩმა ეკლუნდმა.

პროექტი მესამე წელია ღორციელდება და ამ დროის მანძილზე 150-მა მონაწილემ მოისმინა ლექციები ისეთ თემებზე, როგორებიცაა: ევროინტეგრაცია, ევროინტეგრაციის ისტორია, ევროკავშირის ინსტიტუტები და პოლიტიკა, ევროკავშირის გაფართოების ციკლები, ევროპის სამეზობლო პოლიტიკა და ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობები.

პროექტის მიზანია ქვეყანაში ცნობიერების ამაღლება ევროინტეგრაციის შესახებ, სწავლებისა და პუბლიკაციების მეშვეობით.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.