X

ლექციები და ტრენინგები

ლექცია – „თურქულ საგარეო პოლიტიკა და საქართველოსთვის მისი მნიშვნელობა“

2005 / 07 / 18

2005 წლის 18 ივლისს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა უმასპინძლა ფიონა ჰილლს და ომერ ტესპინარს, ბრუკინგის ინსტიტუტიტის თურქეთზე მომუშავე ჯგუფის წევრებს, ასევე დერია სევინკს, თურქეთის სავაჭრო პალატისა და სასაქონლო ბირჟის კავშირის წევრს. სტუმრებმა დამსწრეთ ლექცია წაუკითხეს თურქეთის საგარეო პოლიტიკაზე და საქართველოსთვის მის მნიშვნელობაზე. მათ განიხილეს თურქეთისა და აშშ-ს, თურქეთ-ევროკავშირისა და თურქეთ-რუსეთის ურთიერთობები. ლექცია შეეხო თურქეთში მზარდ ანტი-ამერიკულ და ანტი-ევროპულ სენტიმენტებს და რუსეთთან მომავალ კავშირებს. ასვე მომხსენებლებმა ისაუბრეს ქურთების სახელმწიფოს საკითხზე და კავკასიის რეგიონში არსებულ კონფლიქტებზე.

სტუმრების მოხსენების შემდეგ ლექცია კითხვა- პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.