X

ლექციები და ტრენინგები

ლექცია აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე

2005 / 07 / 30

2005 წლის 29 ივლისს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა უმასპინძლა მეთიუ ბრაიზას, ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის დამხმარის მოადგილეს, რომელმაც ლექცია წაიკითხა ბუშის ადმინისტრაციის მიერ საქართველოსთან მიმართებაში განხორციელებული პოლიტკის მიზეზებზე. თავის მოხსენებაში ბრაიზამ ყურადღება გაამახვილა იმ განსაკუთრებულ როლზე, რომელსაც დემოკრატიის ხელშეწყობა თამაშობს საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებში. მომხსენებელმა განიხილა ის მიზეზები, რომელმაც განაპირობა საქართველოს ჩართვა ბუშის მაისის ევროპულ ტურში. ვიზიტის მიზანი იყო საქართველოში ბოლო წლებში მიღწეული პროგრესის კიდევ უფრო წახალისება და დემოკრატიზაციის მნიშვნელობის წინ წამოწევა. ბრაიზას აზრით აშშ-ს მიერ საქართველოთი დაინტერსება განპირობებულია ამ უკანასკნელის გეოპოლიტიკური მდებარეობით, აგრეთვე ენერგიის, ტერორიზმისა და უსაფრთხოების საკითხებით, რომელიც აშშ-ს დიდ საზრუნავს წარმოადგენს.

ლექცია დასრულდა საინტერსო დისკუსიით, რომლის დროსაც განიხილეს საქართველოს საშინაო სიტუაცია და საქართველო-აშშ-სა და საქართველო-რუსეთის ურთიერთობების საკთხები.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.