X

ლექციები და ტრენინგები

საჯარო ლექცია ისლამი და უკანასკნელი ცვლილებები რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ

2011 / 06 / 21

2011 წლის 21 ივნისს ისრაელის ეროვნული თავდაცვის კოლეჯის წარმომადგენელმა, დოქტორმა ხაიმ კორენმა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში წაიკითხა საჯარო ლექცია - ისლამი და უკანასკნელი ცვლილებები რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ. დოქტორმა კორენმა წარმოადგინა შუა აღმოსავლეთის ისტორიის მრავლისმომცველი მიმოხილვა, ყურადღება გაამახვილა წარსულსა და აწმყოში არსებულ ძალთა გადანაწილებაზე და ილაპარაკა, თუ როგორია დღეისათვისარსებული გლობალური პოლიტიკა. ხაიმ კორენმა არაბული რევოლუციების მომოხილვის შემდეგ იმსჯელა არაბული რეჟიმების პოლიტიკური გეგმების შესახებ და შეეხო რეგიონის ძირითადი მოთამაშეების - ერაყის, თურქეთის, საუდის არაბეთის და ეგვიპტის - განვითარების სავარაუდო ტენდენციებსა და მათ გავლენას სამხრეთ კავკასიასა და ცენტარლურ აზიაზე. ლექციის შემდეგ გაიმართა მწვავე კამათი შუა აღმოსავლეთის ქვეყნებში ლიბიის, სირიისა და ევროპის ინტერესების თაობაზე.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.