X

ლექციები და ტრენინგები

პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის პროგრამის მონაწილეების გასვლითი სემინარი სიღნაღში

2013 / 02 / 16

2013 წლის 16 თებერვალს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამართა გასვლით სემინარი ქალაქ სიღნაღში. სემინარი მიზნად ისახავდა სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე ცოდნის გაღრმავებასა და პროექტის მონაწილეთა შორის არაფორმალური ურთიერთობისა და სასარგებლო კავშირების დამყარებას. სემინარს დაესწრო პროექტში ჩართული 17 სხვადასხვა პარტიის 30 წარმომადგენელი, მათ შორის, მმართველი პარტია, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია. შეხვედრაზე განიხილებოდა  საქართველოს საგარეო პოლიტიკა. სემინარს უძღვებოდნენ საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი ალექსანდრე რონდელი  და საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი. მიუხედავად საკმაოდ დატვირთული სამუშაო განრიგისა და მხურვალე დისკუსიისა, თავისუფალი დრო დაეთმო არაფორმალურ კომუნიკაციასა და იდეების ურთიერთგაცვლას. 

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.