X

ლექციები და ტრენინგები

პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის პროგრამის ახალი ნაკადის მიღების ცერემონია

2013 / 03 / 27

2013 წლის 27 მარტს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა ”პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის პროგრამის” ახალი ნაკადის მიღებისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონია. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს პოლიტიკური პარტიების ლიდერები, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის USAID-ისა და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) წარმომადგენლები, პროგრამის წინა ნაკადებისა თუ ახალი მონაწილეები, ფონდის თანამშრომლები და პროგრამაში ჩართული ექსპერტები.

ღონისძიება გახსნა ფონდის პრეზიდენტმა ალექსანდრე რონდელმა, სიტყვით გამოვიდნენ USAID-ის დემოკრატიისა და მმართველობის პროგრამის დირექტორი დანიელე რიფი და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ხელმძღვანელი საქართველოში ანდრეა კირბსი. პროექტის მნიშვნელობის შესახებ ილაპარაკეს ”ახალი მემარჯვენეების” ლიდერებმა მანანა ნაჭყებიამ და ფიქრია ჩიხრაძემ, ასევე - ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

”პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის პროგრამა” მიზნად ისახავს ქართული პოლიტიკური ინსტიტუტების განვითარების ხელშეწყობას. პროექტს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი ახორციელებს საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის ფარგლებში 2013 წელს საქართველოს 17 პოლიტიკური პარტიის 38 წარმომადგენელი გაივლის 6-თვიანი სასწავლო პროგრამას, რომელიც მოიცავს პოლიტიკის ანალიზის, პოლიტიკური სოციოლოგიის, პოლიტიკური იდეოლოგიების, ეროვნული უსაფრთხოების, საქართველოს ეკონომიკის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, მმართველობის ფორმებისა და სხვა სასწავლო კურსებს. 

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.