X

ლექციები და ტრენინგები

თურქეთის ელჩის ლექცია

2016 / 07 / 27

2016 წლის 27 ივლისს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ორგანიზებით გაიმართა საჯარო ლექცია თურქეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ლექციას უხელმძღვანელა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ.
შეხვედრა გახსნა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტმა ეკატერინე მეტრეველმა. ასევე, აუდიტორიას სიტყვით მიმართეს ფონდის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომლებმა გიორგი თარგამაძემ და ნოდარ ხარშილაძემ.
ელჩმა განიხილა თურქეთში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენები. მისი თქმით, პოლიტიკისა და უსაფრთხოების კუთხით თურქეთში არსებული ვითარება არ აისახება თურქეთ-საქართველოს ურთიერთობებზე.
ლექციას ესწრებოდნენ საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის სხვადასხვა სასწავლო პროგრამის კურსდამთავრებულები და სტუდენტები, ასევე ექსპერტები, საჯარო მოხელეები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.