X

ლექციები და ტრენინგები

საჯარო ლექცია - „ენერგოუსაფრთხოება - ახალი გლობალური და რეგიონალური ტენდენციები“

2016 / 10 / 13

2016 წლის 13 ოქტომბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე „ენერგოუსაფრთხოება - ახალი გლობალური და რეგიონალური ტენდენციები“. ლექციას უძღვებოდა ტერეზა საბონის-ჰელფი, ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის პროფესორი  ვაშინგტონის ეროვნული ომის კოლეჯიდან.

მომხსენებელმა განმარტა ენერგოუსაფრთხოების ძირითადი კომპონენტები, შეაფასა სხვადასხვა ენერგოპროექტისა თუ კონსორციუმის რისკფაქტორები და სარგებელი.   პროფესორმა საბონის-ჰელფმა ენერგო- და ეროვნული სტრატეგიაზე ლაპარაკისას  ენერგია განიხილა, როგორც დასასრული, როგორც გზა და საშუალება. მან ასევე მიმოიხილა ენერგიასთან დაკავშირებული ეკონომიკური, ეკოლოგიური, პოლიტიკური და ტექნოლოგიური რისკების შესახებ.

საჯარო ლექციას ესწრებოდა ეროვნული უსაფრთხოების  საკითხებზე მომუშავე საზოგადოება, ძირითადად, საჯარო მოხელეები  - ფონდის სხვადსხვა  სასწავლო პროგრამის ამჟამინდელი მონაწილეები თუ კურსდამთავრებულები.

ლექციის დასასრულს გაიმართა აქტიური დისკუსია საქართველოში არსებული ჰიდროელექტროსადგურების (ენგურისა და ნენსკრის ჰიდროელექტროსადგურები) დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ. კითხვები ძირითადად შეეხებოდა  მთავარ არჩევანს - ენერგოპროექტების განხორციელებისას რა უნდა იყოს ქვეყნისათვის პრიორიტეტი - საიმედოობა, ხელმისაწვდომობა თუ გარემოზე ზრუნვა. 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.