X

ლექციები და ტრენინგები

ტრენინგი ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში

2008 / 05 / 08

2008 წლის 8-10 მაისს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში ჩატარდა ტრენინგი ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში. ღონისძიება გაიმართა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის, ლატვიის ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ასოციაციისა და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი პროექტის ფარგლებში. ტრენინგი მიზნად ისახავდა ინფორმაციული საზოგადოების ხელის შეწყობასა და საქართველოში ციფრული უთანასწორობის შემცირებას.

ტრენინგი გაიმართა იმ ინსტრუქტორებისათვის, რომლებიც ტრენინგზე შეძენილ უნარებს გამოიყენებენ საქართველოს მოსახლეობისთვის ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწავლებისას. ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები უზრუნველყოფილნი იყვნენ 11 ძლიერი კომპიუტერით, სწრაფი ინტერნეტით, საჭირო კომპიუტერული პროგრამებით, პროექტორითა და პრინტერით აღჭურვილი საკლასო ოთახით. ტრენინგის ფარგლებში ჩატარდა 6 ლექცია და ერთი სემინარი, რომლებმაც მოიცვა ისეთი თემები, როგორებიცაა ელექტრონული სერვისები და ინტერნეტ რესურსები საქართველოში, ისევე როგორც ლატვიის ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ასოციაციასთან შეთანხმებული სხვა თემები.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.