X

ლექციები და ტრენინგები

ლექცია ერაყის უსაფრთხოების წესრიგზე

2004 / 07 / 01

2004 წლის 1 ივლისს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა უმასპინძლა RAND კორპორაციის საერთაშორისო პოლიტიკის ანალიტიკოსს, ოლგა ოლიკერს.  ფონდში სტუმრობისას, ოლგა ოლიკერმა წაიკითხა ლექცია თემაზე „დროებითი კოალიციური მთავრობა, კოალიცია და ერაყის უსაფრთხოება: წარსულის გააზრება და მომავლის განჭვრეტა.“ მან დამსწრე საზოგადოებას თავისი მოსაზრებები გაუზიარა ერაყში საოკუპაციო ღონისძიებებზე და იმდროინდელი მმართველი ძალის, დროებითი კოალიციური მთავრობის (CPA) სტრუქტურასა და საქმიანობაზე. CPA-ს დაშლამდე და ძალაუფლების ერაყის დროებითი მთავრობისთვის გადაცემამდე, ოლიკერი CPA-სთან მუშაობდა და ეროვნული უსაფრთხოების უფროსი მრჩეველი იყო. სამუშაოს ფარგლებში ოლიკერს საკმაოდ ფართო შეხება ჰქონდა საველე საქმიანობასთან. მან ახსნა CPA-ს სტრუქტურა და ის მექანიზმები, რომლითაც ეს უკანასკნელი მოქმედებდა და განიხილა ოკუპაციის დროს წარმოქმნილი დაძაბულობა და პრობლემები.  ოლიკერმა ყურადღება გაამახვილა იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ახალი ერაყი დგას, განსაკთრებით ეს ეხება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებს.

ოლგა ოლიკერი რუსეთის და ევრაზიის საკითხების ექსპერტია RAND კორპორაციაში. მის უპირველეს ინტერესს წარმოადგენს საბჭოთა კავშირის ყოფილი ქვეყნების თავდაცვის საკითხები, მათ შორის სამხედრო რეფორმა, სამხედრო დოქტრინა და სტრატეგია და სამოქალაქო და სამხედრო ბირთვული კომპლექსები. ოლიკერის ნაშრომები ეხება პოსტ-საბჭოთა ქვეყნების ეკონომიკურ რეფორმებს და ენერგო საკითხებს, აგრეთვე აშშ-ის საგარეო პოლიტიკას და სამხედრო დიპლომატიას. RAND კორპორაციაში გაწევრიანებამდე, ოლგა ოლიკერი მუშაობდა როგორც დამოუკიდებელი მრჩეველი და ეკავა თანამდებობები აშშ-ს თავდაცვისა და ენერგიის დეპარტამენტებში. 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.