X

ლექციები და ტრენინგები

სასწავლო პროგრამის - ” საერთაშორისო ურთიერთობები და ეროვნული უსაფრთოხება” - დახურვისა და ახალი ნაკადის მიღების ცერემონია

2004 / 09 / 05

2004 წლის 5 სექტემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ორგანიზებით გაიმართა სასწავლო პროგრამის, ” საერთაშორისო ურთიერთობები და ეროვნული უსაფრთოხება”, დახურვისა და მეცნიერ-თანამშრომლების ახალი ნაკადის მიღების ცერემონია.  ცერემონიას მასპინძლობდნენ რიჩარდ მილესი, საქართველოში აშშ-ის ელჩი და მისი მეუღლე. სასწავლო პროგრამა ხორციელდება ფონდის მიერ აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერით.

პროგრამის მესამე წელს ცხრამეტმა მეცნიერ-თანამშრომელმა დახურა სასწავლო კურსი. ელჩმა მილესმა პროგრამის წარმატებით დასრულება მიულოცა კურსდამთავრებულებს. RAND კორპორაციის ევროპის უსაფრთხოების კორპორაციის თავჯდომარემ, სტეფან ლარაბემ ფონდის როლი აღნიშნა ქართული საჯარო სექტორის მოხელეების კვალიფიკაციის ამაღლებაში. ფონდის სახელით ალექსანდრე რონდელმა მეცნიერ-თანამშროლებს სერტიფიკატები გადასცა. ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ პროგრამის ძველი კურსდამთავრებულები. 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.