X

ლექციები და ტრენინგები

ადამიანური რესურსების მართვის სემინარი საჯარო მოხელეებისთვის

2019 / 06 / 07

შვედმა სპეციალისტებმა საჯარო მოხელეების ჩაუტარეს ორდღიანი სემინარი სამუშაოს შეფასებასა და ადამიანური რესურსების მართვაში. შვედეთის ადამიანური რესურსების ინდიკატორების  ინსტიტუტის თანამშრომლებმა ჰანს ნორგრენმა, ანდერს იორენმა და თინა ეკსტრომმა სემინარის პირველ დღეს ქართველ მონაწილეებს გაუზიარეს შვედური გამოცდილება. ასევე  ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ შეიძლება შვედური პრაქტიკა მოერგოს ქართულ რეალობას.  მეორე დღე პრაქტიკულ სამუშაოებს დაეთმო.

სემინარში მონაწილეობდნენ სხვადასხვა სამინისტროსა და სსიპების ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტები. სემინარი განხორციელდა შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით.  

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.