X

ლექციები და ტრენინგები

სასწავლო პროგრამა - „კვალიფიკაციის ამაღლება სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღების პროცესში: მაგალითები აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის განვითარების გამოცდილებიდან”

2004 / 10 / 28

2004 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა, სასაკავას მშვიდობის ფონდთან ერთად დაასრულა ორკვირიანი სასწავლო პროგრამა ჟურნალისტებისთვის, ბიზნესმენებისთვის, სახელმწიფო მოხელეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებისთივს მთელი სამხრეთ კავკასიიდან.  პროგრამის მიზანი იყო მონაწილეებისთვის აზიის ისეთი ქვეყნების, როგორიცაა იაპონია და სამხრეთ კორეა, განვითარების მოდელების გაცნობა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნებისთვის განვითარების შესაძლო სტრატეგიებზე მსჯელობა. სასწავლო კურსში მონაწილეობას იღებდა 16 მონაწილე სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან. 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.