X

შეხვედრები და დისკუსიები

დისკუსია უკრაინისა და საქართველოს დეოკუპაციზე

2020 / 02 / 21

რონდელის ფონდისა და საქართველოში უკრაინის საელჩოს ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის მეექვსე წლისთავისადმი მიძღვნილი დისკუსია თემაზე „დეოკუპაცია: უკრაინისა და საქართველოს ერთობლივი ძალისხმევა“.

დისკუსიის მიზანი იყო უკრაინაში და საქართველოში ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის განხილვა.  ღონისძიების მომხსენებლებს შორის იყვნენ კრემლის ყოფილი პოლიტპატიმარი იგორ სენცოვი,  ყირიმელი თათრების  უფლებათა დამცველი, აქტივისტი  ნარიმან უსტაევი, უკრაინის პრეზიდენტის მუდმივი წარმომადგენელი ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში  ანტონ კორინევიჩი, საქართველოს საგარეო საქმეთა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები. დისკუსიას უძღვებოდა  რონდელის ფონდის პრეზიდენტი ეკატერინე მეტრეველი.

დისკუსია დაესწრნენ საქართველოში აკრედიტებული საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.     

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.