X

შეხვედრები და დისკუსიები

დისკუსია ეთნიკური უმცირესობების ჩართულობაზე პოლიტიკურ პროცესებში

2020 / 09 / 29

2020 წლის 29 სექტემბერს რონდელის ფონდისა და ეროვნულ უმცირესობათა საკითხებზე ეუთოს უმაღლესი კომისრის ოფისის (OSCE HCNM) ორგანიზებით გაიმართა მრგვალი მაგიდა-დისკუსია თემაზე - „ეთნიკური უმცირესობების ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში-2020 წლის საპარლამენტო არჩევნები“.

შეხვედრას ესწრებოდნენ ეუთოს უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლები, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო საზოგადოების და მედიის, პოლიტიკური პარტიების და შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრის აპარატის წარმომადგენელები.    

დისკუსია გაიმართა პროექტის „ეროვნული უმცირესობები პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობა უკეთესი მომავლისათვის“ ფარგლებში. პროექტის მიზანია ეროვნული უმცირესობების ჩართულობის გაუმჯობესება ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ და პოლიტიკურ პროცესებში. აგრეთვე პოლიტიკურ პარტიებში ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლობის  გაზრდა და დემოკრატიული მმართველობის პრინციპების შემუშავების გზით ინტეგრაციის ხელშეწყობა. 

ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში პროექტი მოიცავს ლექციებს და პრაქტიკულ სემინარებს ახალგაზრდებისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ასევე თბილისში, პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდა წევრებისთვის ეთნიკური პოლიტიკის, სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის საკითხებში ცოდნის გაღრმავებას. 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.