X

შეხვედრები და დისკუსიები

დისკუსია საქართველოში გენდერული მეინსტრიმინგის შესახებ

2020 / 12 / 21

18 დეკემბერს რონდელის ფონდის ორგანიზებით ადიგენის მუნიციპალიტეტში ჩატარდა ონლაინ მრგვალი მაგიდა საქართველოში გენდერული მეინსტრიმინგის შესახებ. ღონისძიების ფარგლებში სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ქალბატონმა ანა ლობჟანიძემ წარადგინა მოხსენება გენდერული მეინსტრიმინგის შესახებ და წაუძღვა დისკუსიას როგორც ეროვნული, ისე მუნიციპალური დონის გენდერულ საკითხებზე.

ღონისძიებას დაესწრნენ ადგილობრივ მართლმადიდებელ და მუსლიმ თემთა ლიდერები, ასევე დაბა ადიგენის მერიისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლები: გენდერის, კულტურის, ტურიზმის, PR-ისა და სხვა მიმართულებებზე პასუხისმგებელი საჯარო მოხელეები. დამსწრეებმა გამოხატეს რონდელის ფონდთან და სახალხო დამცველის აპარატთან უფრო ინტენსიური და ყოვლისმომცველი თანამშრომლობის სურვილი.

მრგვალი მაგიდების მიზანია ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებებს შორის დისკუსიის გამართვა ადგილობრივი და ქვეყნის პრობლემების შესახებ, შედეგად ეფექტური თანამშრომლობის გაღვივება. მრგვალი მაგიდის ფარგლებში ასევე იგეგმება სემინარები ქალთა საკითხების, ნატოსა და ევროკავშირის, საქართველო-თურქეთის ურთიერთობების, ეროვნულ უსაფრთხოების საკითხებზე და სხვა. პროექტის დახმარებით მონაწილეები შეძლებენ საკუთარი უნარების განვითარებას პოლიტიკის ანალიზის, ადვოკატირებისა და მოლაპარაკებების სფეროებში.

პროექტი ხორციელდება საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.