X

შეხვედრები და დისკუსიები

სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის ვიზიტი

2007 / 03 / 14

2007 წლის 14 მარტს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდს ეწვია ჟან ფურნე, ნატოს გენერალური მდივნის თანშემწე სახალხო დიპლომატიის საკითხებში.

გენერალური მდივნის თანაშემწესა და მისი დელეგაციის წევრებს უმასპინძლა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა საქართველოს საგარეო ურთიერთობების საბჭოსა და საქართველოს ატლანტიკურ საბჭოსთან თანამშრომლობით. ღონისძიების ფარგლებში გაიხსნა ნატოს ბიბლიოთეკა საქართველოში და მოეწყო მრგვალი მაგიდა.

ნატოს ბიბლიოთეკის გახსნით აღინიშნა ნატოსა და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის თანამშრომლობის დაწყება. ახლადგახსნილი ბიბლიოთეკა, რომელიც განთავსებულია საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში, მეცნიერებს, სტუდენტებსა და ფართო საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციისა და მასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. ბიბლიოთეკაში განთავლებული მასალა ხელმისაწვდომი იქნება სხვა ბიბლიოთეკებისა და რეგიონებისითვის. ბიბლიოთეკის გამართულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის რესურს ცენტრის ხელმძღვანელი თეიმურაზ ყანჩელი.

საჯარო დისკუსიისას ფურნემ ისაუბრა საქართველო ნატოს ურთიერთობებზე, ნატოსა და რუსეთზე და ნატოს წევრი სახელმწიფოების მზაობაზე საქართველო მიიღონ ნატოს წევრთა რიგებში.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.