X

შეხვედრები და დისკუსიები

მრგვალი მაგიდა - „საქართველო და ნატო: უკანასკნელი მილი“

2006 / 10 / 25

2006 წლის 25 ოქტომბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა საქართველოს უსაფრთხოების ანალიზის ცენტრთან თანამშრომლობით უმასპინძლა არაფორმალურ დისკუსიას „საქართველო და ნატო: უკანასკნელი მილი“. სემინარს უძღვებოდნენ: საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე მრჩეველი საბჭოს ყოფილი წევრი, ლორი ალმანი, მუდმივი თანაშემწე ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში;  მარტ პისკოპი, ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს მრჩეველი და  მადის მიკო, ამავე სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი. დისკუსიას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში წარმომადგენლები, ასევე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და საერთაშორისო ურთიერთობებით დაინტერესებული სტუდენტები. განხილულ საკითხთა შორის იყო ნატოს გაფართოება - ხელშემწყობი და შემაფერხებელი ფაქტორები; ნატოს წევრობის გზის სირთულეები (ესტონეთის მაგალითზე) და საქართველოს სამოქმედო გეგმა.

 

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.