X

შეხვედრები და დისკუსიები

დისკუსიები საქართველოში დემოკრატიის მშენებლობაზე

2003 / 11 / 03

2003 წლის 3 ნოემბერს საქართველოს  სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა დაიწყო დისკუსიათა სერია - ”საქართველოში დემოკრატიის მშენებლობა”. მრგვალი მაგიდის შეხვედრების ფარგლებში გია ნოდიამ, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიის ინსტიტუტის საბჭოს თავჯდომარემ, წარმოადგინა პრეზენტაცია საქართველოში დემოკრატიის დამყარების ორ მცდელობაზე. გია ნოდიამ გამოკვეთა ქვეყანაში დემოკრატიის დამყარების ისტორიული ელემენტები  გვიან 1980-იან წლებში და საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან. ისტორიული მიმოხილვის შემდგომ, მან პოსტ-შევარდნაძისეული ეპოქის შესაძლო მოდელები განიხილა. პრეზენტაციის შემდეგ გია ნოდიამ და დამსწრე სტუდენტებმა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე იმსჯელეს.

დისკუსიათა სერია ხორციელდება ფონდის მიერ დემოკრატიისა და ამომრჩეველთა მხარდაჭერის საერთაშორისო ინსტიტუტის (საერთაშორისო IDEA) ხელშეწყობით. ბოლო 50 წლის განმავლობაში საერთაშორისო IDEA უზრუნველყოფს სახელმწიფო აქტორებს პლატფორმით ანალიზისა და განხილვისთვის, რომ დაეხმაროს მათ შეაფასონ თავიანთი ქვეყნის პოლიტიკური, სოციალური და კულტურული განვითარება.  

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.