X

შეხვედრები და დისკუსიები

ლიტვის დელეგაციის ვიზიტი

2007 / 05 / 29

2007 წლის 29 მაისს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდს საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ეწვივნენ ლიტვის სეიმის თავმჯდომარის მოადგილე  და ოპოზიციის ყოფილი ლიდერი ანდრიუს კუბილიუსი და მისი დელეგაციის წევრები.

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაზე, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, კუბილიუსმა განაცხადა, რომ აღნიშნული ვიზიტი ემსახურება საქართველოს სოციოპოლიტიკური სიტუაციის უკეთ შესწავლას, რათა ლიტვამ უკეთ მოახერხოს ლიტვის ტრანზიციის გამოცდილებიდან მიღებული გაკვეთილების გაზიარება საქართველოს მთავრობისათვის.

დისკუსიისას მიმოიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა საქართველოსა და ლიტვის ამჟამინდელი ურთიერთობები რუსეთთან, ენეგომომარაგების საკითხები, პოლიტიკური პლურალიზმი და იმიგრაციისა და უმუშევრობის პრობლემებისადმი მიღძვნილი ღონისძიებები ლიტვაში.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.