X

შეხვედრები და დისკუსიები

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილის ვიზიტი

2008 / 04 / 18

2008 წლის 18 აპრილს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდს ეწვია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ნატო-ს პოლიტიკის საკითხებში, დანიელ პ. ფატა.

საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს ფატა ესაუბრა ნატო-ს ბუქარესტის სამიტის შედეგებზე, რომელიც გაიმართა თვის დასაწყისში რუმინეთში.

ხანმოკლე მოხსენების შემდეგ, გაიმართა კითხვა-პასუიხის სესია და ისაუბრეს საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე, ნატო-საქართველოს პარტნიორობის შემდგომ ნაბიჯებზე და სიტუაციის შესახებ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

ფატა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობაზეა 2005 წლის სექტემბრიდან. მანამდე ის იყო ამერიკის სენატის რესპუბლიკური პოლიტიკის კომიტეტის ეროვნული უსაფრთხოებისა და ვაჭრობის პოლიტიკის დირექტორი. ის ასევე მუშაობდა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკური პოლიტიკის კომიტეტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო ურთიერთობების პოლიტიკის დირექტორად. ის ლიტვისა და შვედეთის საგარეო პოლიტიკის ექსპერტია და ლიტვას ეხმარებოდა ნატო-ში მიღების გზაზე.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.