X

შეხვედრები და დისკუსიები

კახა ლომაიას შეხვედრა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგებლებთან

2008 / 09 / 12

2008 წლის 12 სექტემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, კახა ლომაიას შეხვედრა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

ლომაიამ დამსწრე საზოგადოებას გააცნო რუსეთთან შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების ოფიციალური ვერსია და საქართველოს მთავრობის მაშინდელი და ახლანდელი პოზიცია. მან ასევე ისაუბრა საერთაშორისო რეაქციისა და მოვლენების განვითარების შესაძლებლობებზე. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების 30 წარმომადგენელი და მან 2 საათს გასტანა. მოხსენებას მოჰყვა კითხვა-პასუხის სესია და დისკუსია.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.