X

შეხვედრები და დისკუსიები

საჯარო ლექცია ავღანეთში არსებული ვითარების შესახებ

2012 / 02 / 16

2012 წლის 16 თებერვალს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში საჯარო ლექცია წაიკითხა ავღანეთის ჰელმანდის პროვინციის გუბერნატორის თანაშემწემ უსაფრთხოების საკითხებში აბდულ ალი შამსიმ. სტუმარმა ზოგადად მიმოიხილა ავღანეთში არსებული ვითარება  და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ჰელმანდის პროვინციაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ ყველაზე არასტაბილური მხარე იყო მთელ ქვეყანაში. ბატონმა შამსიმ ილაპარაკა პროვინციაში გატარებულ რეფორმებზე და იმ პროგრესზე, რასაც მიაღწიეს უსაფრთხოების თვალსაზრისით. მან ამავე დროს აღნიშნა, რომ პროვინციაში ჯერ კიდევ დიდი სამუშაოა ჩასატერებელი მიღწეული შედეგების მდგრადობის შესანარჩუნებლად ინსტიტუტების განსამტკიცებლად.   გამომსვლელმა მოხსენებაში ხაზი გაუსვა კორუფციის თემას და ამ საკითხში საქართველოს გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.