X

შეხვედრები და დისკუსიები

ექსპერტების ვიზიტი ცენტრალური ევროპიდან

2012 / 11 / 26

2012 წლის 26 ნოემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი გაცნობითი ხასიათის ვიზიტის ფარგლებში ეწვიენ ცენტრალური ევროპის ქვეყნების არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა სამხრეთ კავკასიაში რეგიონული ცენტრის შექმნის სამომავლო გეგმის განსახორციელებლად ქვეყნების მოთხოვნების შეფასება, პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა და სამომავლო თანამშრომლობისთვის ექსპერტთა ჯგუფის შერჩევა. 

დელეგაციის წევრები წარმოადგენდნენ ცენტრალური ევროპის ანალიტიკურ ცენტრებსა და უმაღლეს სასწავლებლებს: რობერტ ონდრეიჩაკი და ბარბარა პადრტოვა - ევროპულ და ჩრდილოატლანტიკურ საკითხთა ცენტრი  (CENAA),  სლოვაკეთი; ვიტ სტრიტეცკი - საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი, ჩეხეთი; ბეატა გორკა-ვინტერი - პოლონეთის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტი და ანდრას რაძზი - საჯარო სამსხურის ეროვნული უნივერსიტეტი, სამხედრო მეცნიერებათა ფაკულტეტი, უნგრეთი.

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.