X

შეხვედრები და დისკუსიები

საჯარო დისკუსია ახალქალაქში ევროკავშირში ფინეთის ინტეგრაციის შესახებ

2013 / 11 / 28

2013 წლის 28 ნოემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის რეგიონულ ოფისს, ქ. ახალქალაქში (სამცხე-ჯავახეთი), ეწვია ფინეთის ელჩი, ბატონი კრისტერ მიკელსონი. 

ელჩი შეხვდა ადგილობრივ საზოგადოებას და  ჩაატარა ლექცია თემაზე: ფინეთის ინტეგრაცია ევროკავშირში და ენობრივი უმცირესობების საკითხები.  ლექციას ესწრებოდნენ ადგილობრივი თემის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ადგილობრივი საჯარო უწყებების წარმომადგენლები. 

შეხვედრა მოეწყო პროექტის - სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოში - ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ფინეთის მთავრობის მიერ და მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეებს შორის ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას, ასევე - დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებზე დაყრდნობით ეროვნული ინტეგრაციის ხელშეწყობას. 

 

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.