X

შეხვედრები და დისკუსიები

მრგვალი მაგიდა - "საქართველო - კავკასიის გზაჯვარედინი"

2015 / 04 / 30

2015 წლის 30 აპრილს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში, ფონდისა და კასპიის ზღვის რეგიონის  სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის (სტამბოლი, თურქეთი) ინიციატივით,  გაიმართა მრგვალი მაგიდა:  საქართველო - კავკასიის გზაჯვარედინი.  

შეხვედრა გახსნა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა და კასპიის ზღვის რეგიონის  სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის გენერალურმა მდივანმა ჰალდუნ იავასმა.  

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საექსპერტო წრეების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების, ასევე  საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა.  

პირველი სესიის მსვლელობისას მომხსენებლებმა, ორბელიანის სახელობის სტრატეგიისა და ენერგეტიკული პოლიტიკის კვლევების  ცენტრის  ექსპერტმა ლიანა ჯერვალიძემ და კასპიის ზღვის რეგიონის  სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერ თანამშრომლებმა, დოქტორმა ფატიჰ მაციტმა და ემინ ახუნდზადამ ისაუბრეს ენერგეტიკის სფეროში საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის შესახებ.  

მეორე სესია დაეთმო პარტნიორ ქვეყნებს შორის სამმხრივი სატრანსპორტო კავშირების განვითარებას. საქართველოს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენელმა და თურქეთის ოკანის უნივერსიტეტის პროფესორმა განიხილეს საქართველოს საქართველოს სატრანზიტო როლი ახალ პროექტებში.  

შეხვედრა საინტერესო კითხვა-პასუხითა და დისკუსიით დასრულდა. 

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.