X

შეხვედრები და დისკუსიები

შეხვედრა თურქეთის ელჩთან

2016 / 02 / 04

 2016 წლის 4 თებერვალს ალექსანდრე რონდელის სახელობის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა უმასპინძლა საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ზექი ლევენტ გუმრუქჩუს შეხვედრას მუსტაფა ქემალ ათათურქის სახელობის სასწავლო პროგრამის მონაწილეებსა და პროფესორებთან.   

შეხვედრაზე ახალგაზრდა მკვლევარებმა და საჯარო მოხელეებმა განიხილეს შემდეგი საკითხები: თურქეთის საგარეო პოლიტიკა და ეროვნული უსაფრთხოება, ბოლო ხანებში თურქეთსა და რუსეთს შორის გამწვავებული ურთიერთობა, თურქეთის მთავრობის პოლიტიკა კონფლიქტური ვითარების განსამუხტად და შექმნილი დაძაბული ვითარების გავლენა საქართველოსა და მთლიანად რეგიონზე. 

ღონისძიება გაიმართა მუსტაფა ქემალ ათათურქის სახელობის სასწავლო პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება  საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის  ფონდის მიერ, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს მხარდაჭერით. 

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.