X

შეხვედრები და დისკუსიები

ჩინეთის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის დელეგაციის ვიზიტი

2016 / 10 / 17

2016 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს სტრატეგიისა საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა უმასპინძლა შეხვედრას ჩინეთის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის დელეგაციასა და ფონდის უფროს მეცნიერ-თანამშრომლებს გიორგი თარგამაძეს, შოთა უტიაშვილსა და სტრატეგიული კვლევების ცენტრის თავმჯდომარეს ირაკლი მანაღარიშვილს შორის.

შეხვედრის ძირითადი თემას წარმოადგენდა საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების სამომავლო პერსპექტივები, გაუზიარეს საკუთარი შეხედულებები და ინტერესები ისეთ საკითხებში როგორიცაა ეკონომიკა, პოლიტიკა, უსაფრთხოება და საგარეო სავაჭრო ურთიერთობები პროექტის „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ფარგლებში.

გარდა ამისა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამომავლოდ გააფორმებენ მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ, რომლის შედეგად ჩინეთსა და საქართველოს შორის ჩამოყალიბდება უფრო მჭიდრო და საქმიანი თანამშრომლობა, როგორიცაა საერთაშორისო კონფერენციების ერთობლივად დაგეგმვა, ერთობლივი პროექტების განხორციელება და სხვა.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.