X

შეხვედრები და დისკუსიები

უსაფრთხოების კვლევების ჯორჯ მარშალის ევროპული ცენტრის დირექტორის ვიზიტი

2004 / 04 / 15

2004 წლის 15 აპრილს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა უსაფრთხოების კვლევების ჯორჯ მარშალის ევროპული ცენტრის დირექტორთან, ჯონ როუზთან. სტუმარმა ფონდის მეცნიერ-თანამშრომლებთან ერთად განიხილა ის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამები, რომელსაც მარშალის ცენტრი რეგულარულად სთავაზობს სამხედრო და სამოქალაქო მოხელეებს 51 ქვეყნიდან. კითხვა-პასუხის რეჟიმის დროს, ჯონ როუზმა უპასუხა რიგ კითხვებს, რომელიც დაკავშირებული იყო სასწავლო კურსის - „21 საუკუნის ლიდერები და აღმასრულებელი პროგრამა“ საკითხებთან. ამასთანავე მან სტუმრებს გააცნო მარშალის ცენტრის ახალი პროგრამა, რომელიც ტერორიზმისა და უსაფრთხოების კვლევების საკითხებს ეხება.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში როუზი გეგმავს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებიდან და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოდან მაღალი რანგის მოხელეებთან შეხვედრას, რომლის დროსაც განიხილება ყველა ის საშუალება, რომლითაც მარშალის ცენტრს შეუძლია წვლილი შეიტანოს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის სტრატეგიების განვითარებასა და დანერგვაში. 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.