X

შეხვედრები და დისკუსიები

სამუშაო შეხვედრა HR სპეციალისტებისთვის

2018 / 04 / 18

2018 წლის 18 აპრილს რონდელის ფონდში გაიმართა სამუშაო შეხვედრა საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებისთვის. შეხვედრა მიზნად ისახავდა საჯარო სამართლის იურიდიული პირებისთვის (სსიპ) სამუშაოს მართვისა და შეფასების სისტემის შესახებ გამოცდილების გაზიარებას.

 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ნინო მეტრეველმა  და  იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ მარიამ ლაცაბიძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნეს მათ უწყებებში დანერგილი სამუშაო შეფასებისა და კარიერული განვითარების სისტემები.

მომხსენებლებსა და აუდიტორიას შორის გაიმართა საინტერესო დისკუსია.

შეხვედრა გაიმართა პროექტის - „საქართველოს საჯარო მოხელეთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდა გადაწყვეტილების მიღებასა და მოლაპარაკებების წარმართვის ტექნიკაში“ - ფარგლებში და მიზნად ისახავს საჯარო სექტორში დასაქმებული HR სპეციალისტების  პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას. რონდელის ფონდი პროგრამას ახორციელებს 2009 წლიდან შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) დაფინანსებით.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.