X

პრეზენტაციები

NetCorps პროგრამის პრეზენტაცია

2006 / 05 / 18

2006 წლის 18 მაისს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში  გრანტ ტომასმა (კანადა, პროექტი „საჯარო პოლიტიკის ცოდნის ქსელი“)  წარმოადგინა პროგრამა NetCorps, რომლის განხორციელებაც დაიწყება მიმდინარე წელს. NetCorps ფოკუსირებულია ახალგაზრდებსა და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე რურარულ და გარეუბნულ კომუნებში. პროექტი წარმატებით ხორციელდება ახლო აღმოსავლეთსა (ეგვიპტეში, ლიბანსა და იორდანიაში) და აფრიკაში (კენია, ეთიოპია). დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://www.dotrust.org/

პრეზენტაციას ესწრებოდნენ მანანა სალუქვაძე (გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამა); დოქტორი რამაზ კვატაძე (საქართველოს სამეცნიერო–საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია); რობ ოდონოვანი (ევრაზიის ფონდი); ნიკოლოზ ლოლაძე (ANCHOR CONSULTING LLC); თეიმურაზ კოპალიანი (ISM Consulting); თეიმურაზ ყანჩელი (საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი) და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები.

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.