X

პრეზენტაციები

ადამიანური რესურსების მართვის სახელმძღვანელოების პრეზენტაცია

2007 / 11 / 09

2007 წლის 9 ნოემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა პროგრამა „საჯარო პოლიტიკის ცოდნის ქსელის“ გამოცემული წიგნების პრეზენტაცია.

„საჯარო პოლიტიკის ცოდნის ქსელს“ მართავს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი, ადმინისტრირებას უწევს კანადის საერთაშორისო განათლების ბიურო და ფინანსდება კანადის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ. პრეზენტაცია გახსნა „საჯარო პოლიტიკის ცოდნის ქსელის“ პროექტის კოორდინატორმა თეა კენჭაძემ. პრეზენტაციას ესწრებოდნენ თოთხმეტი სამინისტროსა და პარლამენტის ადამიანური რესურსების მენეჯერები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში მონაწილეობდნენ პროგრამაში. სიტყვით გამოვიდნენ: დავიდ ელდერი, მოწვეული კანადელი კონსულტანტი, რომელსაც კანადის საჯარო სამსახურში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს და ასევე შენონ ფუჟერი, კანადის საერთაშორისო განათლების ბიუროს პროექტების მენეჯერი. დავიდ ელდერმა ყურადღება გაამახვილა ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე მეთოდოლოგიის განვითარების მნიშვნელობაზე და იმედი გამოთქვა, რომ ახალი სახელმძღვანელოები ამ კუთხით სასარგებლო იქნება ქართველი ადამიანური რესურსების მენეჯერებისათვის.

სახელმძღვანელოები - „სამუშაოს ანალიზისა და თანამდებობების აღწერის სახელმძღვანელო“, ლარი მაკელროის ავტორობით და „ამოცანებზე დაფუძნებული სამუშაოს შესრულების მართვისა და შეფასების სახელმძღვანელო“, დონ სმიტის ავტორობით - გამოცემულია ქართულ ენაზე და შეესაბამება „საჯარო პოლიტიკის ცოდნის ქსელის“ კურიკულუმს.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.