X

პრეზენტაციები

კვლევითი პროექტის შედეგების პრეზენტაცია: ქართულ-აფხაზური გამყოფი ხაზის გასწვრივ

2013 / 02 / 15

2013 წლის 15 თებერვალს 10:00 საათზე სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა კვლევითი პროექტის “ქართულ-აფხაზური გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრები სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობის პრობლემები და საჭიროებები” შედეგების პრეზენტაცია, მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთათვის. 

ჩატარებული სამუშაოს მიზანი იყო გაანალიზებულიყო არსებული სოციალურ-ეკონომიკური და ჰუმანიტარული სიტუაცია და შემუშავებულიყო რეკომენდაციები ქართულ-აფხაზური გამყოფი ხაზის (ადმინისტრაციული საზღვრის) გასწვრივ მდებარე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის განვითარების სტრატეგიის განსასაზღვრად. პროექტი იმთავითვე ჩაფიქრებული იყო, როგორც ნაწილი ორი პარალელური კვლევითი პროექტისაგან შემდგარი უფრო ვრცელი პროგრამისა, რომელიც შეისწავლიდა გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის საარსებო პირობებს. Mმოცემული კვლევის კონკრეტული ამოცანა კი იყო აფხაზეთთან ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მდებარე სამეგრელო-ზემო სვანეთის დასახლებებში მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების, ცხოვრების დონისა და ხარისხის, ასევე, ამ სფეროებში მომხდარი (2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ) და სამომავლოდ მოსალოდნელი ცვლილებების შესწავლა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოსახლეობის კეთილდღეობისა და ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად მიმართული სამთავრობო და არასამთავრობო პროგრამებისა და პროექტების ეფექტურობის შეფასებას. 

მიღებული მონაცემების საფუძველზე შემუშავდა რეკომენდაციები, რომლებიც მიზნად ისახავს შეძლებისდაგვარად წვლილი შეიტანოს სოციალური პოლიტიკისა და რეგიონის განვითარების პროგრამების ეფექტიანობის გაზრდაში. 

კვლევა განხორციელდა ბრიტანეთის მთავრობის კონფლიქტების თავიდან აცილების გლ;ობალური ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. 

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.