X

პრეზენტაციები

პოლიტიკის დოკუმენტების პრეზენტაცია

2019 / 05 / 24

30-მდე საჯარო მოხელემ თითქმის ყველა სახელმწიფო უწყებიდან სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სხვადასხვა საკითხზე შემუშავებული საჯარო პოლიტიკის დოკუმენტი წარადგინა. მონაწილეებმა პრეზენტაციები რამდენიმეთვიანი სასწავლო პროცესის შემდეგ მენტორების დახმარებით შეადგინეს. ღონისძიება პროექტ - „საქართველოს საჯარო მოხელეთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდა გადაწყვეტილების მიღებასა და მოლაპარაკებების წარმართვის ტექნიკის” - ფარგლებში გაიმართა.  პრეზენტაციებს სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.   

ამ პროექტის მიზანია დაეხმაროს საქართველოს მთავრობას მართვის სფეროში არსებული პრობლემების დაძლევაში. პროექტი ასევე ითვალისწინებს საშუალო რგოლის საჯარო მოხელეების უნარ-ჩვევების განვითარებას პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებასა და მოლაპარაკებების წარმართვაში. კოლეგების დახმარებით მონაწილეებს სწავლის დროს საშუალება ჰქონდათ სხვადასხვა უწყებების მუშაობის სპეციფიკას გაცნობოდნენ.       

პროგრამა ხორციელდება შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით.  

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.