X

დასრულებული პროექტები

ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის (ENP AP) სამოქალაქო მონიტორინგი

პროექტის მიზნებისა და ამოცანების აღწერა: პროექტი მიზნად ისახავდა ENP AP-ის  ფარგლებში საქართველოს მთავრობის მიერ ნაკისრი ვალდებულებების განხორციელებასა და რეფორმათა მიმდინარეობის მიუკერძოებელ ექსპერტულ შეფასებას, რამაც ხელი შეუწყო საზოგადოების უკეთ ინფორმირებასა და აქტიურად ჩართვას აღნიშნულ პროცესებში.

პროექტის ამოცანა: ობიექტურად გაეშუქებინა საქართველოს ხელისუფლების მიერ 2010 წლის განმავლობაში ვაჭრობასა და მასთან დაკავშირებულ სფეროებში _ ინვესტიციები, საბაჟო პროცედურები, სანიტარია და ფიტოსანიტარია და სახელმწიფო შესყიდვები _ განხორციელებული ღონისძიებები ENP-ის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) მოსამზადებელი სამუშაოების ჭრილში.

პროექტის აღწერა: პროექტის ფარგლებში განხორციელდა შესაბამის სფეროში არსებული ანალიტიკური მასალებისა და სტატისტიკური მონაცემების, აგრეთვე, შესაბამის პერიოდში მიღებული საკანონმდებლო აქტების შესწავლა და ანალიზი. ინტერვიუები ჩამოერთვა სამთავრობო დაწესებულებების, არასამთავრობო და ბიზნესსექტორის წარმოადგენლებს, შესაბამისი დარგის ექსპერტებს. მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე შემუშავდა ანგარიში და შესაბამისი რეკომენდაციები.

პროექტის შედეგები: პროექტის განხირციელების შედეგად შემუშავდა 2010 წლის ყოვლისმომცველი ანგარიში - ევროპის სამეზობო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელება ვაჭრობასა და მასთან დაკავშირებულ ზოგიერთ სფეროში.

გრანტის გამცემი ორგანიზაცია: ევრაზიის პარტნიორობის ფონდი

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.