X

დასრულებული პროექტები

მცირე გრანტების პროგრამა “სამოქალაქო ინტეგრაცია საქართველოში”

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მცირე გრანტების პროგრამის “სამოქალაქო ინტეგრაცია საქართველოში” ფარგლებში დაფინანსებული პროექტები.

მცირე გრანტების პროგრამა “სამოქალაქო ინტეგრაცია საქართველოში” ხორციელდება  2012 წლიდან ფინეთის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით. 

“საარჩევნო პროცესებში ქალთა ჩართულობის გაზრდა - სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი”

პროექტს “საარჩევნო პროცესებში ქალთა ჩართულობის გაზრდა - სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი” ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი.  

პროექტის მიზანია საქართველოში საარჩევნო კულტურის ამაღლება საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით ამომრჩეველთა ცნობიერების გაზრდის გზით და საქართველოს მოქალაქეების, კერძოდ, სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ქალების, როლის გაძლიერება დემოკრატიის მშენებლობის საქმეში.    

”ტოლერანტობა - გზა საზოგადოების კეთილდღეობისკენ” 

პროექტს “ტოლერანტობა - გზა საზოგადოების კეთილდღეობისკენ”, ახორციელებს ქვემო ქართლის სოფელ შაუმიანის სათემო განათლების ცენტრი.

პროექტის მიზანია წვლილი შეიტანოს სოფელ შაუმიანში ეროვნებათაშორისი ურთიერთობების  მოგვარების პრობლემების გადაჭრაში, დაეხმაროს ადგილობრივ მოზარდებს ერთმანეთთან დაახლოებაში და ხელი შეუწყოს ეროვნული უმცირესობების ჯანსაღ კულტურულ თვითიდენტიფიკაციას. 

”ჩემი საქართველო აქ არის”  

პროექტი ”ჩემი საქართველო აქ არის”  (2013), რომელსაც ახორციელებს ქვემო ქართლში, მოქმედი ორგანიზაცია ”ქართველ მისიონერთა ჯგუფი ინტეგრალი”. 

პროექტის მიზანს წარმოადგენს პროექტის მონაწილეებს - მარნეულის რაიონის სოფელი სადახლოსა და გურჯაანის სკოლების  წარმომადგენლებს გაუღვივოს განსხვავებული კულტურის მიმართ ინტერესი, სხვა ენაზე მოლაპარაკე, განსხვავებული ტრადიციების, ეროვნების, რელიგიის ხალხის მიმართ დააძლევინოს ერთმანეთის მიმართ გაუცხოება და ჩამოაყალიბოს  ტოლერანტული ატმოსფერო. 

”ახალი ცოდნა -ახალი შესაძლებლობები” 

პროექტს ”ახალი ცოდნა -ახალი შესაძლებლობები” (2013) ახორციელებს ქ. ახალქალაქში მოქმედი ორგანიზაცია ”ქალები ჯავახეთის მომავლისათვის”. 

პროექტის მიზანია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის  თანამშრომლების  ცოდნის გაღრმავება ქართულ ენასა და სახელმწიფო მართვის საკითხებში.    

”თქვენი თვალით დანახული სინამდვილე”  

პროექტს ”თქვენი თვალით დანახული სინამდვილე” (2013) ახორციელებს ნინოწმინდაში მოქმედი ორგანიზაცია “რადიო - TV Nor”.  

პროექტის ფარგლებში ჯავახეთში მომუშავე 4 ჟურნალისტი ქალი მოამზადებს ინტერნეტის ახალ ამბებსა და სიუჟეტებს, რაც დაეხმარება ჯავახეთის რეგიონის ახალგაზრდობის ქართულ სახელმწიფოში კულტურული ინტეგრაციის საქმეს.    

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.