შეხვედრები და დისკუსიები
საჯარო დისკუსია "ზემოდან დანახული დაუსრულებელი ომი"
2018 წლის 20 დეკემბერს საქართველო-რუსეთის ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისა (IWPR) და რონდელის ფონდის ორგანიზებით პანელური დისკუსია სახელწოდებით „ზემოდან დანახული დაუსრულებელი ომი“ გაიმართა. ღონისძიება მიზნად ისახავდა საქართველოს მოუგვარებელ კონფლიქტებთან დაკავშირებული ვითარების შეფასებას, რეკომენდაციების შემუშავებასა და…
ვრცლადსაქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის მეოთხე შეხვედრა
2018 წლის 22 ნოემბერს ბრიუსელში ევროპის სოციალური და ეკონომიკური კომიტეტის შტაბ-ბინაში საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის (CSP) მეოთხე შეხვედრა გაიმართა.
ვრცლადსაჯარო დისკუსია ინგუშეთში საპროტესტო აქციების შესახებ
ვრცლად
შეხვედრები ადგილობრივ მეწარმეებთან ჯოყოლოში, ხულოსა და ახალქალაქში
2018 წლის 12-15 ნოემბერს პროექტის - „საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა“ - ფარგლებში რონდელის ფონდისა და იან ტონისონის ინსტიტუტის (Jaan Tõnisson Institute, Estonia) წარმომადგენლები შეხვედნენ ადგილობრივ მეწარმეებს ჯოყოლოში, ხულოსა და ახალქალაქში. პროექტის პარტნიორები ასევე შეხვდნენ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, აჭარის…
ვრცლადგაერთიანებილი ემირატების ეროვნული თავდაცვის კოლეჯის დელეგაციის ვიზიტი
19 ნოემბერს რონდელის ფონდმა უმასპინძლა არაბთა გაერთიანებული საემიროების ეროვნული თავდაცვის კოლეჯის წარმომადგენლებს. დელეგაციას შეხვდნენ რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარები ვალერი ჩეჩელაშვილი და შოთა უტიაშვილი და ასევე, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია.
ვრცლადსაჯარო დისკუსია "იმიგრანები, მორალური პანიკა და შეუწყნარებლობა უნგრეთის პოლიტიკაში"
2018 წლის 16 ოქტომბერს რონდელის ფონდის ორგანიზებით გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე "მიგრანტები, მორალური პანიკა და შეუწყნარებლობა უნგრეთის პოლიტიკაში", რომელსაც უძღვებოდა საჯარო დიპლომატიის ცენტრის მკვლევარი ვივიან ვოკერი. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს სამთავრობო, არასამთავრობო სექტორისა და კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები.
ვრცლადტარას შევჩენკოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტების ვიზიტი
12 ოქტომბერს რონდელის ფონდმა უმასპინძლა კიევის ტარას შევჩენკოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებს.
ვრცლადდისკუსია "ესტონეთი და საქართველო: ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის გაძლიერება"
2018 წლის 26 სექტემბერს რონდელის ფონდისა და ესტონეთის დიპლომატიური სკოლის ერთობლივი ორგანიზებით საჯარო დისკუსია “ესტონეთი და საქართველო: ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის გაძლიერება“ გაიმართა.
ვრცლადდისკუსია საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებთან
2018 წლის 22 ივნისს რონდელის ფონდში საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებთან გაიმართა დისკუსია საქართველოს საგარეო პოლიტიკის ფორმირების შესახებ.
ვრცლადდისკუსია ახალქალაქში ეთნიკურად სომეხი მოსახლეობისთვის
2018 წლის 12 ივნისს რონდელის ფონდის ახალქალაქის რეგიონულ ოფისში გაიმართა საჯარო ლექცია-დისკუსია ეთნიკურად სომეხი მოსახლეობისთვის. მსმენელებს რუსეთის საგარეო პოლიტიკის ინტერესების, ბოლო დროს საერთაშორისო ასპარეზზე განვითარებული მოვლენებისა და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების შესახებ ესაუბრნენ რონდელის ფონდის მკვლევარები გიორგი ბილანიშვილი და ზურაბ ბატიაშვილი.
ვრცლადსაჯარო ლექცია "საიმედო კიბერ ეკოსისტემის შექმნა"
2018 წლის 8 ივნისს რონდელის ფონდისა და კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე „საიმედო კიბერ ეკოსისტემის შექმნა". ლექცია წაიკითხა ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს კიბერპოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორმა მიხაილ ტიკმა.
ვრცლადვესტმინსტერის უნივერსიტეტის სტუდენტების ვიზიტი
2018 წლის 8 ივნისს რონდელის ფონდმა უმასპინძლა ლონდონის ვესტმინსტერის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტთან არსებული დემოკრატიული განათლების კლუბის (The Democratic Education Network (DEN)) სტუდენტებს.
ვრცლადჰარვარდის, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის და ფლეტჩერის დიპლომატიის სკოლის კურსდამთავრებულების ვიზიტი
2018 წლის 30 მაისს რონდელის ფონდმა უმასპინძლა ჰარვარდის, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის და ფლეტჩერის დიპლომატიის სკოლის კურსდამთავრებულებს.
ვრცლადჰამბურგის უნივერსიტეტის პროფესორებისა და სტუდენტების ვიზიტი
2018 წლის 26 აპრილს რონდელის ფონდს ეწვივნენ ჰამბურგის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის ფაკულტეტის პროფესორები და სტუდენტები.
ვრცლადსამუშაო შეხვედრა HR სპეციალისტებისთვის
2018 წლის 18 აპრილს რონდელის ფონდში გაიმართა სამუშაო შეხვედრა საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებისთვის. შეხვედრა მიზნად ისახავდა საჯარო სამართლის იურიდიული პირებისთვის (სსიპ) სამუშაოს მართვისა და შეფასების სისტემის შესახებ გამოცდილების გაზიარებას.
ვრცლადბაჰრეინის დელეგაციის ვიზიტი
2018 წლის 11 აპრილს რონდელის ფონდს ეწვია ბაჰრეინის დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის შეიხ აბდულა ბინ აჰმედ ალ-ხალიფას ხელმძღვანელობით. დელეგაციის წევრებს ფონდის სახელით შეხვდნენ ფონდის პრეზიდენტი ეკატერინე მეტრეველი, კახა გოგოლაშვილი, პროფესორი ვლადიმერ პაპავა და ზურაბ ბატიაშვილი. ფონდის წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებს გააცნეს ორგანიზაციის ძირითადი მიზნები და საქმიანობა. …
ვრცლადსაჯარო დისკუსია „ევროპული უსაფრთხოება 2018 წელს - ბალტიის ქვეყნების ხედვა“
2018 წლის 29 მარტს რონდელის ფონდში გაიმართა საჯარო დისკუსია „ევროპული უსაფრთხოება 2018 წელს - ბალტიის ქვეყნების ხედვა“. დისკუსიის მთავარი მომხსენებლები იყვნენ ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი (2014-2016 წწ.) ტაავი როივასი და ესტონეთის დიპლომატიური სკოლის დირექტორი ეკე ნომი.
ვრცლადლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების კლუბის ვიზიტი რონდელის ფონდში
2018 წლის 28 მარტს რონდელის ფონდში გაიმართა შეხვედრა ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების კლუბის (LSE Grimishaw International Relations Club) სტუდენტებსა და რონდელის ფონდის წარმომადგენლებს შორის.
ვრცლადსაქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის მესამე შეხვედრა
2018 წლის 22 მარტს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში (რონდელის ფონდი) საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის რიგით მესამე შეხვედრა გაიმართა.
ვრცლადსაჯარო დისკუსია "ტრამპის პოლიტიკა კავკასიისა და ცენტრალური აზიის მიმართ"
2018 წლის 21 მარტს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა საჯარო დისკუსია "ტრამპის პოლიტიკა კავკასიისა და ცენტრალური აზიის მიმართ", რომელსაც უძღვებოდა უსაფრთხოებისა და განვითარების პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი და ცენტრალური აზია-კავკასიის ინსტიტუტისა და აბრეშუმის გზის კვლევის პროგრამის კვლევის დირექტორი სვანტე კორნელი.
ვრცლად