რონდელის ბლოგი
რუსეთის ენერგოპოლიტიკა ცხინვალის რეგიონში
ანი ზირაქაშვილი, რონდელის ფონდის სტაჟიორი
2008 წლის აგვისტოში, რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, მოსკოვმა აქტიურად დაიწყო საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ინტეგრაციის პროცესი, მათ შორის, ენერგეტიკული მიმართულებით.
ბოლო წლებში განხორციელებული პოლიტიკის შედეგად, ცხინვალის რეგიონი, აფხაზეთისგან განსხვავებით, ენერგოსფეროში სრულად გახდა რუსეთზე დამოკიდებული. ამ ეტაპზე, რუსეთის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის შედეგად, ცხინვალის რეგიონში გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდება მხოლოდ რუსეთიდან ხდება. მოსკოვის მიზანია განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შედეგად ცხინვალის რეგიონის ენერგეტიკული სტაბილურობის უზრუნველყოფა.
გაზსადენი და გაზიფიკაციის პროექტი
რუსეთმა ცხინვალის რეგიონის გაზით მომარაგებაზე ზრუნვა ჯერ კიდევ 2008 წლის ომამდე დაიწყო. რუსეთისა და ცხინვალის რეგიონის დამაკავშირებელი გაზსადენის მშენებლობას საფუძველი 2006 წელს ჩაეყარა, ოკუპირებული რეგიონის გაზიფიკაციის პროექტზე მუშაობა კი 2010 წელს დაიწყო.
ძუარიკაუ-ცხინვალის გაზსადენი
ძუარიკაუ-ცხინვალის გაზსადენი. წყარო: Gazprom
ჯერ კიდევ რუსეთ-საქართველოს ომამდე, 2006 წლის 22 მარტს, ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი იური მოროზოვი ჩრდილოეთ ოსეთის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ძუარიკაუ-ცხინვალის გაზსადენის მშენებლობის საკითხზეც ისაუბრეს. ამ შეხვედრიდან მალევე რუსულმა ენერგოკომპანია „გაზპრომმა“ მილსადენის მშენებლობა დაიწყო. აღნიშნული გაზსადენის სიგრძე 162.3 კილომეტრია, გამტარუნარიანობა კი - 252.5 მლნ კუბური მეტრი წელიწადში. გაზსადენმა ფუნქციონირება რუსეთ-საქართველოს ომიდან დაახლოებით ერთ წელიწადში, 2009 წლის 26 აგვისტოს, დაიწყო. მაგისტრალური გაზსადენის ექსპლუატაციაში შესვლის შედეგად, დანარჩენი საქართველოს გვერდის ავლით, ცხინვალის რეგიონის რუსული გაზით მომარაგების შესაძლებლობა შეიქმნა.
გაზსადენის მშენებლობა. წყარო: cominf.org
ცხინვალის რეგიონის გაზიფიცირების გენერალური სქემა
2010 წლის აპრილში „გაზპრომსა“ და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობას შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა 2029 წლამდე მხარეთა თანამშრომლობას. ამავე დროს, „გაზპრომმა“ შეადგინა ცხინვალის რეგიონის გაზიფიცირების გეგმა, რომელიც ითვალისწინებს რეგიონის 200 დასახლებული პუნქტის გაზმომარაგებას, სოფლების დამაკავშირებელი და შიდა სასოფლო გაზსადენების მშენებლობას.
2018 წლის მაისში ხელი მოეწერა მორიგ ხელშეკრულებას მოსკოვსა და ცხინვალის რეჟიმს შორის. შეთანხმება, რომელიც ეხებოდა ღია სააქციო საზოგადოება „გაზპრომ - სამხრეთ ოსეთის“ აქციების ყიდვა-გაყიდვის პირობებსა და შემდგომ საქმიანობას, ამავე წლის ნოემბერში შევიდა ძალაში. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, ზემოხსენებული გაზიფიცირების გენერალური სქემის ფარგლებში, „გაზპრომმა“ აიღო ვალდებულება, რომ 2023 წლამდე, სულ მცირე, 2 მლრდ რუბლი დახარჯოს ცხინვალის რეგიონის გაზის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და მოდერნიზაციაზე. ამის სანაცვლოდ, „გაზპრომი“ გახდა თავისი შვილობილი კომპანიის - „გაზპრომ - სამხრეთ ოსეთის“, 100%-იანი წილის მფლობელი. ამ კომპანიის აქციების 25% მანამდე ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობას ეკუთვნოდა.
ელექტრომომარაგების არსებული სისტემა და სარეზერვო კაბელის მშენებლობის პროექტი
ცხინვალის რეგიონი ელექტროენერგიას მხოლოდ რუსეთიდან, ერთადერთი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის საშუალებით, იღებს. რთული გეოგრაფიული და კლიმატური პირობების გამო, ელექტრომომარაგების არსებული სისტემა არასტაბილურია. ამიტომაც უახლოეს წლებში რუსეთი ცხინვალის რეგიონის მიმართულებით დამატებითი ინფრასტრუქტურის მშენებლობას გეგმავს.
ელექტრომომარაგების არსებული სისტემა
ცხინვალის რეგიონის ელექტრომომარაგებისთვის გამოიყენება ერთადერთი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი - „ზარამაგ - ჩრდილოეთის პორტალი - ჯავა“, რომელიც როკის გვირაბის მიდამოებში, ძომაგის ხეობის რაიონში მდებარეობს. 39-კილომეტრიანი ელექტროგადამცემი ხაზის სიმძლავრე 110 კილოვოლტია. აღნიშნული ხაზის მეშვეობით ცხინვალის რეგიონს ელექტროენერგიას რუსული ენერგოკომპანია „ინტერ რაო“ აწვდის. უნდა აღინიშნოს, რომ არახელსაყრელი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ამ მონაკვეთზე ხშირია ავარიები, რის გამოც ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება, შესაძლოა, რამდენიმე დღითაც შეუწყდეს, მაღალმთიანი რელიეფი კი მსგავსი პრობლემების აღმოფხვრას კიდევ უფრო ართულებს.
დამატებითი ელექტროგადამცემი ხაზი
2020 წლის 2 სექტემბერს რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ევგენი გრაბჩაკმა და რუსეთში ცხინვალის რეჟიმის „ელჩმა“ ზნაურ გასიევმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც ცხინვალის რეგიონის ენერგოსაიმედოობისა და ენერგოუსაფრთხოების გაზრდას ისახავს მიზნად. შეთანხმება, რომელიც ელექტროენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების ტექნოლოგიურ მიერთებას ეხება, 11 სექტემბერს შევიდა ძალაში.
ამ დოკუმენტის თანახმად, ცხინვალის რეგიონში მდებარე საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის მონაკვეთი რუსეთში მდებარე „ჩრდილოეთის პორტალის“ ქვესადგურს დაუკავშირდება მაღალი ძაბვის სარეზერვო კაბელით, რომლის სიგრძე იქნება 4.5 კილომეტრი და რომელიც პირდაპირ როკის გვირაბში გაივლის. ამ პროექტის ღირებულება 1.7 მლრდ რუბლს შეადგენს.
პროექტის შესახებ პირველად 2019 წლის სექტემბერში რუსეთის ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიის - „როსსეტის“ ხელმძღვანელმა განაცხადა. მიმდინარე წლის 31 აგვისტოს კი შესაბამისი განკარგულება გასცა რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმაც.
დამატებითი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის დასრულება 2022 წლისთვის იგეგმება. სარეზერვო კაბელის გაყვანის შედეგად, ცხინვალის რეგიონის ენერგოსისტემის ფუნქციონირება გახდება უფრო სტაბილური, ხოლო რაიმე სახის დაზიანების ან ავარიის შემთხვევაში, შესაბამისი სარემონტო სამუშაოების ჩატარება შესაძლებელი იქნება წლის ნებისმიერ დროს.
საწვავით მომარაგება
2008 წლის ომის შემდეგ ცხინვალის რეგიონში ნავთობროდუქტების იმპორტი სრულად რუსეთიდან ხორციელდება. 2019 წელს რეგიონში რუსული ენერგოკომპანია „როსნეფტის“ პირველი ბენზინგასამართი სადგურებიც აშენდა.
რუსული საწვავის იმპორტი
ცხინვალის რეგიონში რუსეთიდან ნავთობპროდუქტების იმპორტს 2014 წლიდან უზრუნველყოფს „იუგოსეტნეფტეპროდუქტი“, რომელიც ცხინვალის რეჟიმის ე.წ. სახელმწიფო კომპანიაა. 2017 წლის მაისში გავრცელდა ინფორმაცია „იუგოსეტნეფტეპროდუქტის“ თაღლითური სქემის შესახებ, რომლის თანახმად, აღნიშნული კომპანია ყიდულობდა რუსული ნავთობკომპანია „როსნეფტის“ მაღალხარისხიან ბენზინს, შემდეგ მას ჩრდილოეთ ოსეთში ცვლიდა გაზავებულ ბენზინზე და, საბოლოოდ, ცხინვალის რეგიონში დაბალი ხარისხის საწვავის რეალიზაციას ახდენდა. ამ სქემის გაშიფვრის შემდეგ „იუგოსეტნეფტეპროდუქტის“ ხელმძღვანელი დააკავეს.
„როსნეფტის“ ბენზინგასამართი სადგურები
2017 წლის ივნისში ცხინვალის რეჟიმის ლიდერი ანატოლი ბიბილოვი „როსნეფტის“ აღმასრულებელ დირექტორ იგორ სეჩინს ქ. სოჭში შეხვდა. შეხვედრაზე ცხინვალის რეგიონში „როსნეფტის“ ბენზინგასამართი სადგურების მშენებლობაზე შეთანხმდნენ.
„როსნეფტის“ ბენზინგასამართი სადგური ცხინვალში. წყარო: south-ossetia.info
ცხინვალის რეგიონში „როსნეფტის“ პირველი ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობა 2019 წელს დაიწყო და რამდენიმე თვეში დასრულდა. ამავე წელს აშენდა მეორე ბენზინგასამართი სადგურიც, რითაც გეგმის პირველი ეტაპი დასრულდა. საერთო ჯამში, სამი ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობაა დაგეგმილი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2017 წელს რუსულ მედიასთან ინტერვიუში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა გენადი ბეკოევმა აღნიშნა, რომ ცხინვალის რეგიონის ენერგობაზარზე „როსნეფტი“ უნდა დამკვიდრდეს ყოველგვარი შუამავლებისა და შვილობილი კომპანიების გარეშე.
ძირითადი დასკვნები
- რუსეთმა ცხინვალის რეგიონის ენერგოსფეროზე კონტროლის დამყარება ჯერ კიდევ 2008 წლამდე დაიწყო და ამ ეტაპზე რეგიონი რუსულ ენერგეტიკულ სივრცეშია ინტეგრირებული. აფხაზეთისგან განსხვავებით, ცხინვალის რეგიონი სრულად მოწყვეტილია საქართველოს ენერგოსისტემას.
- ცხინვალის რეგიონის გაზით, ელექტროენერგიითა და საწვავით მომარაგებას რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანიები უზრუნველყოფენ.
- ენერგოსფეროში არსებული გამოწვევების დასაძლევად რუსეთის მიერ დაგეგმილი ახალი პროექტების განხორციელება ცხინვალის რეგიონის რუსეთზე დამოკიდებულებას კიდევ უფრო გაზრდის.
- ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების 2015 წლის მონაცემებით, ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას 54 ათასამდე ადამიანი შეადგენს. მოსახლეობის სიმცირისა და სუსტი ეკონომიკის პირობებში, რუსული სახელმწიფო კომპანიების საქმიანობის მოტივი, ეკონომიკური სარგებლის მიღებაზე მეტად, საქართველოს ოკუპირებული რეგიონის, სადაც რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის 4000-მდე სამხედრო მოსამსახურე და მათი ოჯახის წევრები ცხოვრობენ, ენერგოსტაბილურობის უზრუნველყოფაა.
თემატური პოსტები
- რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგები
- ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი: ვაჭრობის „ლეგალიზაცია“ და რუსეთის სატრანზიტო დერეფნის პერსპექტივები
- იგებს თუ არა უკრაინა ომს და რა გათვლა შეიძლება ჰქონდეს რუსეთს?
- რუსეთის დიპლომატიური იერიში აფრიკაში
- რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- სანქციების მეათე პაკეტი - რუსული აგრესიის ერთი წელი
- ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობის დინამიკა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე
- რუსეთ-უკრაინის ომი და რუსეთის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესები
- ფრენების აღდგენა რუსეთთან – პოტენციური შედეგები საქართველოსთვის
- ჰიბრიდული ომი რუსული წესებით და უკრაინის რეზისტენტობა
- მოლდოვის გამოწვევები უკრაინაში ომის ფონზე
- ცვლის თუ არა ისრაელის ახალი მთავრობა ამ ქვეყნის პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ?
- რა სურს რუსეთს საქართველოსგან?
- სანქციების მეცხრე პაკეტი - რუსული ესკალაციისა და სარაკეტო იერიშების საპასუხოდ
- საფრთხე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შეიძლება დაემუქროს რუსეთის მეზობლებს
- რისთვის ემზადება ბელარუსი
- ბელარუსის და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება: „აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ აღიარების წინაპირობა?
- „მიტაცებული ემოციები“ - რუსული პროპაგანდა
- სანქციების მერვე პაკეტი - პასუხი რუსულ ანექსიასა და უკანონო რეფერენდუმებზე
- რა ელის იტალიის საგარეო პოლიტიკას ჯორჯია მელონის გამარჯვების შემდეგ?
- სანქციების მეშვიდე პაკეტი და ემბარგო რუსულ ოქროზე
- ცხინვალის არშემდგარი რეფერენდუმი
- ომი და საქართველო
- „რურალური ორბანიზმი“ - პოლარიზაცია, როგორც უნგრეთის პოლიტიკური მომავლის განმსაზღვრელი ფაქტორი
- არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ცხინვალის რეგიონში: რატომ წააგო ბიბილოვმა და რა იქნება ბიბილოვის შემდეგ?
- ომი უკრაინაში და გაერთიანებული სამეფოს ახალი როლი აღმოსავლეთ ევროპაში
- რას მოუტანს სამხრეთ კავკასიას ეუთოს მინსკის ჯგუფის გაუქმება?
- რატომ გააქტიურდა აფხაზური მხარე სოციალურ ქსელებში?
- რატომ არ მოსწონს პუტინს ნეიტრალური უკრაინა? (უკრაინის ნეიტრალური სტატუსი აქტუალური ხდება - რას ნიშნავს ეს პუტინისთვის?)
- ევროპის ენერგომომავალი - გამოწვევები და შესაძლებლობები
- მასობრივი უკონტროლო მიგრაცია და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია
- რა ცვლილებები მოხდა პუტინის რეჟიმის პროპაგანდის ნარატივებში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე
- როგორია თურქეთის პოზიციები და ქმედებები რუსეთ-უკრაინის ომში
- ნატოს შესაძლო გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში და მისი მნიშვნელობა საქართველოსა და უკრაინისთვის
- პეკინის ზამთრის პოლიტიკური ოლიმპიადა
- რა დგას პუტინის უკრაინაში გამბიტის უკან?
- L'Europe pourra-t-elle éviter le “déjà vu” ? (საფრანგეთი, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე და დაძაბულობა აღმოსავლეთ ევროპაში)
- აშშ-რუსეთის ურთიერთობები და უკრაინის საკითხი
- რამზან კადიროვის რეჟიმის ახალი სამიზნეები
- რა გავლენას მოახდენს მერკელის პოლიტიკიდან წასვლა ევროკავშირის პოლიტიკაზე რუსეთისა და აღმოსავლეთის სამეზობლოს მიმართ?
- რა დგას საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების მზარდი თანამშრომლობის უკან
- „დობერმანი“ მინისტრად: ინალ არძინბას პერსპექტივები და გამოწვევები
- კრიზისი ბელარუსში: როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა რუსეთის სტრატეგიის წინააღმდეგ მის ახლო სამეზობლოში
- მოლდოვას გაზის კრიზისი-რუსეთის კიდევ ერთი პოლიტიკური შანტაჟი
- ბელარუსი ერთი წლის შემდეგ: დასუსტებული რეჟიმი რუსული „დაცვის“ ქვეშ
- რუსეთის საპარლამენტო არჩევნები - რა შეიძლება ითქვას რეჟიმის სტაბილურობაზე
- შეუძლია თუ არა საქართველოს ჩინეთი რუსეთის დასაბალანსებლად გამოიყენოს?
- აფხაზეთში ახალი „პოლიტიკური ელიტის“ ჩამოყალიბება - ვინ ჩაანაცვლებს ძველ „ელიტას“?
- ჟენევის სამიტის კიბერგანზომილება
- არქტიკის გამდნარი ყინული და მზარდი საფრთხეები
- ევროპა „საზიანო გარიგების“ შედეგების მოლოდინში
- რუსეთის მიმართ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაფასება
- აშშ, ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი, 2021 წლის გამოწვევები და საქართველო
- პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში - ჩიხი გამოსავლის გარეშე
- რუსეთის ტესტი თუ ბულინგი?
- ვაქცინის დიპლომატია - ახალი შესაძლებლობა გლობალური ავტორიტარული გავლენისთვის
- რუსული გაზის მონოპოლიის დასასრული ბალკანეთზე
- ვის გამოუტანა განაჩენი მოსამართლემ: ნავალნის, პუტინს თუ რუსეთს?!
- 2020 აფხაზეთში: „არჩევნები“, პანდემია და მეტი ინტეგრაცია რუსეთთან
- ვლ. პუტინის ყოველწლიური დიდი პრეს-კონფერენცია - საყურადღებო გარემოებები და გზავნილები
- ვინ მოიგო და ვინ წააგო ყარაბაღის ომით
- რა მოიპოვა რუსეთმა ყარაბაღში
- რა წააგო და რა არ წააგო სომხეთმა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი დეკლარაციის შედეგად
- ბელარუსის საპროტესტო აქციები, ლუკაშენკო და რუსეთის ფედერაცია
- რამდენიმე მოსაზრება ტერმინის „პოსტსაბჭოთა სივრცე“ გამოყენების თაობაზე
- ხაბაროვსკის საპროტესტო გამოსვლები, როგორც რუსეთის ფედერაციის სტაბილურობის ერთგვარი ინდიკატორი
- პანდემიური პროპაგანდის ტრიო, როგორ იღებს მიზანში დასავლეთს ჩინეთი, რუსეთი და ირანი
- From Russia with love, თუ რუსეთიდან… ეშმაკური გეგმით
- „არჩევნები“ აფხაზეთში: ახალი „პრეზიდენტის“ რევანში და გამოწვევები
- ჩვენი და 1921 წლის ქართველების საერთო ბრძოლის შესახებ
- რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება სირიაში
- პოლიტიკური კრიზისის ანატომია ოკუპირებულ აფხაზეთში
- რას ნიშნავს გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია?
- რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი?
- „რუსული კულტურის ცენტრის“ შესახებ
- რუსული პროპაგანდის მთავარი გზავნილები
- რა ვიცით რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ?
- ანტისაოკუპაციო პოლიტიკის ახალი აქცენტები
- ვლადიმერ პუტინის ძირითადი გზავნილები Financial Times-თვის მიცემული ინტერვიუდან
- საქართველო და რუსეთის პოსტმოდერნისტული ფაშიზმი
- დუგინი მოგვევლინა საქართველოს გულშემატკივრად - რას უნდა ვუმადლოდეთ ამ ფაქტს?
- როგორ შევაჩეროთ რუსეთი
- ნატოს, რუსეთის და პატ ბუჩანანის შესახებ
- დღევანდელი რუსეთის რელიგიური ომები
- ბოლტონის ვიზიტი მოსკოვში - რას უნდა ველოდოთ აშშ-რუსეთის ურთიერთობებში?!
- ყარაბაღის კონფლიქტის განახლების რისკი სომხეთში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ
- სირიის იდლიბის პროვინციაში შექმნილი სიტუაცია, მხარეთა ინტერესები და საფრთხეები
- ჰელსინკის სამიტი და მისი ძირითადი შედეგები
- რატომ არის აუცილებელი ვიცოდეთ რომელ რიცხვში დაიწყო 2008 წლის ომი
- საქართველოს ადგილი „დასავლეთთან დაახლოების ინდექსი 2018-ში“
- რატომ არ გაამართლა ჩვენი მოლოდინი შარლევუაში (კანადა) დიდი შვიდეულის სამიტის შედეგებმა?
- როგორ მოვიგოთ ცივი ომი 2.0
- რუსეთის „ელჩის“ როტაცია აფხაზეთში
- რატომ არ გაახსენდათ დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველო ტორონტოში 2018 წლის 23 აპრილის შეხვედრის დროს?
- ამერიკის სტრატეგია და საქართველო
- პუტინის წინასაარჩევნო ეკონომიკური დაპირებები: მითი და რეალობა
- დარჩეს ჟენევა ისე, როგორც არის
- თურქეთის სამხედრო ოპერაცია აფრინში - ახალი ფაზა სირიის კონფლიქტში
- კრემლის საკადრო გადაწყვეტილებები და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და საქართველოს უსაფრთხოების სისტემა
- ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და რუსეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრობლემები
- არის თუ არა საქართველოს ექსპორტის ზრდა მდგრადი?
- ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების სფეროზე რუსეთის გავლენა იზრდება: მხარდაჭერა სრული ინტეგრაციის სანაცვლოდ
- რა ელით გალელებს?
- სამხედრო ხარჯების ზრდა და რუსეთთან ურთიერთობა: აზერბაიჯანი სომხეთზე უპირატესობის მოპოვებას ცდილობს
- ხელის შეშლა და ყურადღების გაფანტვა: დასავლეთთან ურთიერთობის რუსული მეთოდოლოგია
- რუსი დიპლომატები საქართველოში - ვინ არიან ისინი, რამდენი არიან და რას საქმიანობენ?
- პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: იყო კი ჩვენი რეაქცია საკმარისი?
- მისაღებია თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება
- როგორ შევაჩეროთ „მცოცავი ოკუპაცია“
- კრემლის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახალ ეტაპზე გადადის
- სირიის სამოქალაქო ომი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- რუსეთის იმპერიალიზმთან ბრძოლის მეორე რაუნდი, რომლის მოგება შესაძლებელია
- საპარლამენტო არჩევნები სომხეთში - მმართველი პარტიის ტრიუმფი
- საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა - რამდენად ეფექტურად უმკლავდება იგი არსებულ გამოწვევებს?
- რამდენიმე მოსაზრება „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების თაობაზე
- ახალი რუსული შეიარაღება კავკასიაში და მისი გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე