რონდელის ბლოგი
რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგები
ბოლო დროს რუსეთის ხელისუფლებისა და მედიის მხრიდან გახშირდა საუბარი აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის გავლით რუსეთ-საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის საკითხზე. საინტერესოა, რატომ გახდა ეს საკითხი კვლავ აქტუალური, ვის მოუტანს სარგებელს და ვის მოუტანს ზიანს რუსეთსა და საქართველოს შორის 1993 წლიდან, აფხაზეთის ომის შედეგად, შეჩერებული სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა?
რუსეთის ხელისუფლების განცხადებები
საგარეო საქმეთა სამინისტრო
28 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ, ყოველკვირეული ბრიფინგის დროს, რუსეთსა და სომხეთს შორის ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობაზე ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა. მისი განცხადებით, რუსეთი ყველა ძალისხმევას მიმართავს დაგეგმილი მასშტაბური „საგზაო რუკის“ განსახორციელებლად, რაც მოიცავს სახელმწიფოს მეთაურების დონეზე დოკუმენტების ხელმოწერას და მთავრობების წარმომადგენლების მონაწილეობით შესაბამისი კომისიების მუშაობას. ზახაროვამ დასძინა, რომ „ყოველდღიურ რეჟიმში ყველაფერი კეთდება ამ გეგმის განსახორციელებლად“.
სავაჭრო-სამრეწველო პალატა
ზახაროვას განცხადებამდე დაახლოებით თვე-ნახევრით ადრე ოკუპირებული აფხაზეთის სატრანზიტო პოტენციალის შესახებ განცხადება გააკეთა რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა სერგეი კატირინმაც. 12 მაისს რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში, ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე საუბრისას, მან თქვა, რომ უნდა დაიგეგმოს სარკინიგზო ტრანზიტი აბრეშუმის გზის მარშრუტის ფარგლებში, რომელიც მოიცავს ჩინეთის, ირანის (ბანდარ-აბასი, ასტარა), აზერბაიჯანისა (ასტარა, გაბალა) და საქართველოს (მარნეული), მათ შორის აფხაზეთის, ტერიტორიას. კატირინის აზრით, საქართველოს გავლით სარკინიგზო ტრანზიტის გახსნა ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის განტვირთვას და ტვირთების გადაზიდვის ხარჯების შემცირებასაც გამოიწვევდა.
კატირინის განცხადებიდან მალევე, 17 მაისს, ირანმა და რუსეთმა რაშტ-ასტარას სარკინიგზო ხაზის მშენებლობაში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. რუსეთი გეგმავს ამ პროექტის 1.3 მილიარდი ევროთი დაფინანსებას. რუსეთის გეგმის მიხედვით, სარკინიგზო ხაზი საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის „ჩრდილოეთი-სამხრეთი“ ნაწილი უნდა გახდეს, რომელმაც რუსეთი კასპიის ზღვის აუზის, სპარსეთის ყურესა და სამხრეთ აზიის ქვეყნებთან უნდა დააკავშიროს. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, რუსეთი და ირანი, აზერბაიჯანის გავლით, სარკინიგზო ხაზით დაუკავშირდებიან ერთმანეთს.
საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პოზიცია
30 ივნისს პარლამენტში გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უარყო, რომ აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის საკითხზე რუსეთთან რაიმე სახის მოლაპარაკება არსებობს და განაცხადა, რომ რკინიგიზის აღდგენა მხოლოდ საქართველოს გაერთიანების შემთხვევაში გახდებოდა შესაძლებელი. რკინიგზის საკითხის განხილვა უარყო საქართველოს პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმაც.
რატომ გახდა რკინიგზის აღდგენის საკითხი კვლავ აქტუალური რუსეთისთვის?
საქართველოსთან ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის თაობაზე რუსეთის განცხადებების კონტექსტი ამჯერად განსხვავებულია. თუ ადრე ეს საკითხი უფრო მეტად სომხეთის ეკონომიკურ ინტერესებს უკავშირდებოდა, ამჯერად მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ რუსეთი, დასავლეთის მიერ მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პირობებში, თავად ცდილობს იმპორტ-ექსპორტის ალტერნატიული მარშრუტების განვითარებას. 2022 წლის თებერვლიდან რუსეთისთვის აფხაზეთის ტერიტორია და იქ არსებული ინფრასტრუქტურა სხვაგვარად მიმზიდველი გახდა, საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ავლის შესაძლებლობის კონტექსტში. რუსეთს არა მხოლოდ აფხაზეთში არსებული რკინიგზის მიმართ გაეზარდა ინტერესი, არამედ სოხუმის აეროპორტის რეაბილიტაციასაც გეგმავს.
ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე წლებია მიმდინარეობს რკინიგზის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია რუსეთის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით, მაგრამ ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა და რკინიგზის გამტარუნარიანობა შეზღუდულია. გარდა ამისა, რუსეთის გეგმების განსახორციელებლად, საქართველომ რომც განაცხადოს თანხმობა, სრული რეაბილიტაცია სჭირდება ოკუპირებული ტერიტორიისა და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის დამაკავშირებელ სარკინიგზო ხაზს.
აშკარაა, რომ ამ ბოლო დროს რუსეთის მხარდაჭერით აფხაზეთში რკინიგზის რეაბილიტაცია მხოლოდ სამგზავრო გადაზიდვების გაზრდისა და ტურიზმის ხელშეწყობის მოტივით არ არის განპირობებული. ბოლო წლებში ოკუპირებულ აფხაზეთში გაზრდილია რკინიგზით ტვირთების გადაზიდვის მასშტაბები, სადაც ცალსახად იკვეთება რუსეთის ინტერესი. მაგალითად, 2023 წლის 23 მარტს აფხაზეთში პირველად დაფიქსირდა საკონტეინერო მატარებლის (სულ 62 კონტეინერი, რომლითაც 2700 ტონა ტვირთი გადაიზიდა) გადაადგილების შემთხვევაც. არსებული ინფორმაციით, ტვირთი ოჩამჩირის პორტში გემში ჩაიტვირთა და თურქეთის მიმართულებით წავიდა. თავად ეს ფაქტი აჩვენებს, რომ რუსეთი ცდილობს სანქციების გვერდის ავლისთვის ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს.
ვის მოუტანს სარგებელს და ვის მოუტანს ზიანს ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა?
რუსეთსა და საქართველოს შორის აფხაზეთის ტერიტორიის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენით ზოგიერთი აქტორი პოლიტიკურ და ეკონომიკურ სარგებელს მიიღებს, ზოგიერთი კი – ზიანს.
ვინ მიიღებს სარგებელს?
რუსეთი: უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის ფონზე დასავლეთთან დაპირისპირებისა და სანქციების პირობებში რუსეთისთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი ახალი სატრანზიტო დერეფანი, რომელიც მას დასავლური სანქციებისგან მიღებული ზიანის შემცირების შესაძლებლობას მისცემს. მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის სატრანზიტო რესურსი (გზები, რკინიგზა, პორტები, აეროპორტი) მნიშვნელოვნად შეზღუდულია, ვითარება იმდენად კრიტიკულია, რომ მოსკოვისთვის ყველა ვარიანტი მისაღებია. აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენით რუსეთი, ეკონომიკურის გარდა, პოლიტიკურ სარგებელსაც მიიღებს, რაც საქართველოზე ეკონომიკური და შესაბამისად პოლიტიკური გავლენის ზრდაში გამოიხატება.
სომხეთი: სომხეთი, რომლის ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირები მეზობლებთან (აზერბაიჯანი, თურქეთი) ჯერ კიდევ შეზღუდულია, წლებია ლობირებს აფხაზეთის ტერიტორიაზე სარკინიგზო მიმოსვლის განახლებას. რკინიგზის ამოქმედების შემთხვევაში ერევანი ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტისა და საქართველოს საზღვაო პორტების გარდა რუსეთთან დამაკავშირებელ დამატებით მარშრუტს განავითარებს, რაც მას მის წინაშე არსებული ლოგისტიკური გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება.
ოკუპირებული აფხაზეთი: ოკუპირებული აფხაზეთისთვის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და სარკინიგზო მიმოსვლის განახლება მნიშვნელოვანი იქნება როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით. ეკონომიკური კუთხით, აფხაზეთში აღდგება ინფრასტრუქტურა, გაჩნდება დამატებითი სამუშაო ადგილები, სარკინიგზო დერეფნის ამოქმედების შედეგად გაიზრდება დე ფაქტო ხელისუფლების შემოსავლები. პოლიტიკური კუთხით კი, ოკუპირებული რეგიონი საერთაშორისო პროექტის მონაწილე გახდება, რაც მის „დამოუკიდებელ“ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სუბიექტად წარმოჩენას შეუწყობს ხელს.
ვინ მიიღებს ზიანს?
საქართველო: აფხაზეთის დეოკუპაციისა და მასზე ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის დაბრუნების გარეშე რუსეთსა და საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ლეგიტიმაციისა და აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ ირიბად აღიარების ტოლფასია, რადგან ასეთ შემთხვევაში საქართველო დათანხმდება იმ ტვირთების მიღებასა და გატარებას, რომლებიც რუსეთ-საქართველოს საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთს არალეგალურად, საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან სასაზღვრო და საბაჟო კონტროლის გარეშე გადაკვეთს, ხოლო თუ ამ ტვირთების სასაზღვრო და საბაჟო კონტროლი ოკუპაციის ხაზთან მოხდება, ეს ოკუპაციის ხაზის სახელმწიფო საზღვრად გაფორმების საფრთხეს წარმოშობს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კანონში „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ პირდაპირ წერია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალულია სარკინიგზო მიმოსვლა და საერთაშორისო საგზაო სატრანსპორტო გადაზიდვა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მიერ რუსეთის შემოთავაზებაზე დათანხმება, ავტომატურად ამ კანონში ცვლილებების შეტანასა და მის დასუსტებას გულისხმობს.
გარდა ამისა, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის პირობებში, საქართველოს მხრიდან მსგავს რუსულ ეკონომიკურ პროექტში ჩართვა რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში დახმარებას ნიშნავს, რაც, დასავლეთისგან დაშორების ხარჯზე, საქართველოში რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის ზრდას გამოიწვევს.
დასავლეთი: აშშ, ევროკავშირი და მათი მოკავშირე ქვეყნები, რომლებსაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აქვთ დაწესებული, მსგავს პროექტებს რუსეთის მიერ სანქციებისთვის გვერდის ავლის კონტექსტში განიხილავენ. ამავე დროს, რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა რეგიონში რუსეთის ეკონომიკურ გაძლიერებასა და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ პროცესებზე დასავლეთის გავლენის შესუსტებასაც გამოიწვევს.
დასკვნა
ამრიგად, რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის ინიციატივა შორსმიმავალი რუსული გეგმის შემადგენელი ნაწილია, რომელიც კრემლის როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება: ერთი მხრივ, დასავლური სანქციებისთვის თავის არიდებასა და ეკონომიკური ზიანის შემსუბუქებას, ხოლო, მეორე მხრივ, ოკუპირებული აფხაზეთის საერთაშორისო ლეგიტიმაციასა და საქართველოზე გავლენის გაზრდას.
თუ საქართველოს ხელისუფლება დათანხმდება რუსეთის წინადადებას აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით და „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონში შესაბამისი ჩანაწერსაც გააუქმებს, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს გამოუსწორებელი ზიანი მიადგება, რადგან ამით საქართველო მოახდენს რუსეთის მიერ მისი ტერიტორიის სამხედრო ოკუპაციისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების საერთაშორისო ლეგიტიმაციას, ხელს შეუწყობს საქართველოს რუსეთის გავლენის სფეროში დაბრუნებას, მნიშვნელოვნად დააზიანებს ურთიერთობებს დასავლეთთან და საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ვერანაირი ეკონომიკური სარგებელი ამ პოლიტიკურ ზიანს ვერ დააკომპენსირებს. აქედან გამომდინარე, დღევანდელ ვითარებაში რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა დაუშვებელია.
თემატური პოსტები
- უნგრეთის არალიბერალური ზეგავლენა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე: შემაშფოთებელი ტენდენცია
- ნატოს სამიტი ვილნიუსში: შედეგები და სამომავლო პერსპექტივები
- გერმანიის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია – პირველი სტრატეგიული ნაბიჯები
- თურქეთის ეკონომიკა არჩევნების შემდეგ
- ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი და საქართველო
- ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი: ვაჭრობის „ლეგალიზაცია“ და რუსეთის სატრანზიტო დერეფნის პერსპექტივები
- საუდის არაბეთის ბოლო გადაწყვეტილება და მისი გავლენა ენერგობაზარზე
- თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგები
- ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი: გაგლოევის ერთი წელი
- იგებს თუ არა უკრაინა ომს და რა გათვლა შეიძლება ჰქონდეს რუსეთს?
- რუსეთის დიპლომატიური იერიში აფრიკაში
- რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- ევროპის ენერგოუსაფრთხოება – რა ეტაპზეა სტრატეგიული ამოცანა?
- რას ცვლის პუტინის დაკავების ორდერი?
- ლუკაშენკოს ბრძოლა ბელარუსულ იდენტობასთან
- რატომ არის მნიშვნელოვანი ესტონეთის საპარლამენტო არჩევნები უკრაინისა და აღმოსავლეთ ევროპისთვის?
- რას ნიშნავს ჩინეთის ინიციატივა ირან-საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის შესახებ?
- რეალურია თუ არა ამერიკის უკრაინის ომით დაღლა?
- ქართველმა ხალხმა აჩვენა ძალა, თუმცა ევროკავშირს მართებს სიფხიზლე!
- კვიპროსის არჩევნების შედეგების გავლენა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონის უსაფრთხოებაზე
- სანქციების მეათე პაკეტი - რუსული აგრესიის ერთი წელი
- ვის რა პრობლემები შეექმნება ე.წ. „აგენტების კანონპროექტის“ დამტკიცების შემთხვევაში?
- ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობის დინამიკა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე
- რუსეთ-უკრაინის ომი და რუსეთის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესები
- ფრენების აღდგენა რუსეთთან – პოტენციური შედეგები საქართველოსთვის
- ქართული ვერსია: https://gfsis.org.ge/ge/blog/view/1547
- ჰიბრიდული ომი რუსული წესებით და უკრაინის რეზისტენტობა
- მოლდოვის გამოწვევები უკრაინაში ომის ფონზე
- როგორ გამოიყურება ამერიკა-ჩინეთის პაექრობა თბილისიდან
- ცვლის თუ არა ისრაელის ახალი მთავრობა ამ ქვეყნის პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ?
- რა სურს რუსეთს საქართველოსგან?
- გეოპოლიტიკა თურქულად და როგორია მასზე სწორი რეაქცია
- სანქციების მეცხრე პაკეტი - რუსული ესკალაციისა და სარაკეტო იერიშების საპასუხოდ
- საფრთხე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შეიძლება დაემუქროს რუსეთის მეზობლებს
- რისთვის ემზადება ბელარუსი
- ბაიდენის დოქტრინა და მისი შესაძლო შედეგები საქართველოსთვის
- ბელარუსის და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება: „აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ აღიარების წინაპირობა?
- „მიტაცებული ემოციები“ - რუსული პროპაგანდა
- სანქციების მერვე პაკეტი - პასუხი რუსულ ანექსიასა და უკანონო რეფერენდუმებზე
- რა ელის იტალიის საგარეო პოლიტიკას ჯორჯია მელონის გამარჯვების შემდეგ?
- ლუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: მიმოხილვა და შეფასებები
- ოკუპირებული აფხაზეთი: იერიში სამოქალაქო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებზე
- ომი უკრაინაში და რუსეთის შემცირებული როლი ყარაბაღის სამშვიდობო პროცესში
- ტაჯიკეთის ძვირადღირებული ჩინური სესხი: როდესაც სუვერენიტეტი ვალუტაა
- სანქციების მეშვიდე პაკეტი და ემბარგო რუსულ ოქროზე
- ჩეხეთის საპრეზიდენტო მანდატი ევროკავშირში: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის რეორიენტირება
- რა ფასი შეიძლება ჰქონდეს „პუტინის სახის შენარჩუნებას“ ევროპული ურთიერთობებისთვის?
- ჩინეთ-ყირგიზეთ-უზბეკეთის კორიდორი და მისი უდიდესი მნიშვნელობა
- მზარდი დაძაბულობა რუსეთსა და ბალტიის ქვეყნებს შორის: კრემლი ნატოს წევრებს ემუქრება
- კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველო ევროპულ პერსპექტივას მიიღებს, რაზე გვაქვს სანერვიულო?
- უნგრულ-პოლონური კოალიციის რღვევა - შესაძლებლობა ევროკავშირისთვის
- ცხინვალის არშემდგარი რეფერენდუმი
- ომი და საქართველო
- „რურალური ორბანიზმი“ - პოლარიზაცია, როგორც უნგრეთის პოლიტიკური მომავლის განმსაზღვრელი ფაქტორი
- არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ცხინვალის რეგიონში: რატომ წააგო ბიბილოვმა და რა იქნება ბიბილოვის შემდეგ?
- ომი უკრაინაში და გაერთიანებული სამეფოს ახალი როლი აღმოსავლეთ ევროპაში
- რას მოუტანს სამხრეთ კავკასიას ეუთოს მინსკის ჯგუფის გაუქმება?
- რატომ გააქტიურდა აფხაზური მხარე სოციალურ ქსელებში?
- რატომ არ მოსწონს პუტინს ნეიტრალური უკრაინა? (უკრაინის ნეიტრალური სტატუსი აქტუალური ხდება - რას ნიშნავს ეს პუტინისთვის?)
- ევროპის ენერგომომავალი - გამოწვევები და შესაძლებლობები
- მასობრივი უკონტროლო მიგრაცია და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია
- რა ცვლილებები მოხდა პუტინის რეჟიმის პროპაგანდის ნარატივებში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე
- უკრაინა ევროკავშირში პრაქტიკული ინტეგრაციის გზას მალე დაადგება, საქართველო?
- როგორია თურქეთის პოზიციები და ქმედებები რუსეთ-უკრაინის ომში
- ნატოს შესაძლო გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში და მისი მნიშვნელობა საქართველოსა და უკრაინისთვის
- პეკინის ზამთრის პოლიტიკური ოლიმპიადა
- რა დგას პუტინის უკრაინაში გამბიტის უკან?
- 2021 აფხაზეთში: ენერგოკრიზისი, ახალი „მინისტრი“ და პოლიტიკური დაპირისპირება
- L'Europe pourra-t-elle éviter le “déjà vu” ? (საფრანგეთი, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე და დაძაბულობა აღმოსავლეთ ევროპაში)
- აშშ-რუსეთის ურთიერთობები და უკრაინის საკითხი
- რამზან კადიროვის რეჟიმის ახალი სამიზნეები
- რა პერსპექტივები დასახა 15 დეკემბერს გამართულმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა?
- რა გავლენას მოახდენს მერკელის პოლიტიკიდან წასვლა ევროკავშირის პოლიტიკაზე რუსეთისა და აღმოსავლეთის სამეზობლოს მიმართ?
- რა დგას საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების მზარდი თანამშრომლობის უკან
- „დობერმანი“ მინისტრად: ინალ არძინბას პერსპექტივები და გამოწვევები
- კრიზისი ბელარუსში: როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა რუსეთის სტრატეგიის წინააღმდეგ მის ახლო სამეზობლოში
- მოლდოვას გაზის კრიზისი-რუსეთის კიდევ ერთი პოლიტიკური შანტაჟი
- ბელარუსი ერთი წლის შემდეგ: დასუსტებული რეჟიმი რუსული „დაცვის“ ქვეშ
- რუსეთის საპარლამენტო არჩევნები - რა შეიძლება ითქვას რეჟიმის სტაბილურობაზე
- ვაქცინაცია: „ყოფნა?... არ ყოფნა?...“
- შეუძლია თუ არა საქართველოს ჩინეთი რუსეთის დასაბალანსებლად გამოიყენოს?
- ბელარუსის გასვლა აღმოსავლეთ პარტნიორობიდან - რა იქნება შემდგომ?
- Pacta Sunt Servanda: ხელშეკრულებები უნდა შესრულდეს
- დასავლეთი vs რუსეთი: ისევ გადატვირთვა?!
- ასოცირებული ტრიო და მისი მომავალი
- აფხაზეთში ახალი „პოლიტიკური ელიტის“ ჩამოყალიბება - ვინ ჩაანაცვლებს ძველ „ელიტას“?
- ჟენევის სამიტის კიბერგანზომილება
- არქტიკის გამდნარი ყინული და მზარდი საფრთხეები
- ევროპა „საზიანო გარიგების“ შედეგების მოლოდინში
- რას უნდა ველოდოთ ნატოს სამიტისგან
- აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში
- რუსეთის მიმართ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაფასება
- აშშ, ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი, 2021 წლის გამოწვევები და საქართველო
- პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში - ჩიხი გამოსავლის გარეშე
- რუსეთის ტესტი თუ ბულინგი?
- საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები, სიახლეები და გამოწვევები პანდემიის ფონზე
- ვაქცინის დიპლომატია - ახალი შესაძლებლობა გლობალური ავტორიტარული გავლენისთვის
- ევროკავშირის წევრობის შესახებ საქართველოს განაცხადი
- ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გამოღვიძება ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში და ახალი პერსპექტივები საქართველოსთვის
- რუსული გაზის მონოპოლიის დასასრული ბალკანეთზე
- ვის გამოუტანა განაჩენი მოსამართლემ: ნავალნის, პუტინს თუ რუსეთს?!
- 2020 აფხაზეთში: „არჩევნები“, პანდემია და მეტი ინტეგრაცია რუსეთთან
- Could Belarus Become a Prelude to the Great Polish-Swedish War 400 Years Ago?
- ვლ. პუტინის ყოველწლიური დიდი პრეს-კონფერენცია - საყურადღებო გარემოებები და გზავნილები
- COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი და საქართველოს ეროვნული ვალუტის არასტაბილურობის შემცირება
- რუსეთის ენერგოპოლიტიკა ცხინვალის რეგიონში
- ვინ მოიგო და ვინ წააგო ყარაბაღის ომით
- რა მოიპოვა რუსეთმა ყარაბაღში
- რა წააგო და რა არ წააგო სომხეთმა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი დეკლარაციის შედეგად
- ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაცია: საფრთხეები და გამოწვევები საქართველოსთვის
- ბელარუსის საპროტესტო აქციები, ლუკაშენკო და რუსეთის ფედერაცია
- რამდენიმე მოსაზრება ტერმინის „პოსტსაბჭოთა სივრცე“ გამოყენების თაობაზე
- საქართველოს ევროპული გზა პანდემიური დეგლობალიზაციის პირობებში
- ხაბაროვსკის საპროტესტო გამოსვლები, როგორც რუსეთის ფედერაციის სტაბილურობის ერთგვარი ინდიკატორი
- ქართულ-ამერიკული პარტნიორობის პრაგმატიზმი და იდეალიზმი
- საქართველოს დამოუკიდებლობა და ჩვენი თაობის ისტორიული პასუხისმგებლობა
- პანდემიური პროპაგანდის ტრიო, როგორ იღებს მიზანში დასავლეთს ჩინეთი, რუსეთი და ირანი
- კორონავირუსით გამოწვეული სირთულეები თურქეთში და მისი ასახვა საქართველოზე
- From Russia with love, თუ რუსეთიდან… ეშმაკური გეგმით
- „არჩევნები“ აფხაზეთში: ახალი „პრეზიდენტის“ რევანში და გამოწვევები
- სამომხმარებლო კრიზისი ცხინვალის რეგიონში: ახალი საფიქრალი
- ჩვენი და 1921 წლის ქართველების საერთო ბრძოლის შესახებ
- ქართული თავდაცვა - პოლიტიკური პარადოქსი და უსისტემობის მოჯადოებული წრე
- რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება სირიაში
- რატომ უნდა გვაღელვებდეს ქართული „ტროლ-სკანდალი“? ვრცელი განმარტება
- პოლიტიკური კრიზისის ანატომია ოკუპირებულ აფხაზეთში
- რას ნიშნავს გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია?
- რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი?
- „რუსული კულტურის ცენტრის“ შესახებ
- საით მიდის ეკონომიკური პოლიტიკა?
- რუსული პროპაგანდის მთავარი გზავნილები
- რა ვიცით რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ?
- რა კავშირია ნატოსა და აფხაზეთის დაბრუნებას შორის?
- ანტისაოკუპაციო პოლიტიკის ახალი აქცენტები
- საქართველოს საკითხი არ განიხილება დიდი შვიდეულის სამიტზე - ვისი ბრალია?
- ვლადიმერ პუტინის ძირითადი გზავნილები Financial Times-თვის მიცემული ინტერვიუდან
- საქართველო და რუსეთის პოსტმოდერნისტული ფაშიზმი
- დუგინი მოგვევლინა საქართველოს გულშემატკივრად - რას უნდა ვუმადლოდეთ ამ ფაქტს?
- ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები - რას ნიშნავს საქართველოსთვის?
- როგორ შევაჩეროთ რუსეთი
- ნატოს, რუსეთის და პატ ბუჩანანის შესახებ
- რატომაა მნიშვნელოვანი 2019 წლის 31 მარტს თურქეთში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები
- მუშაობს თუ არა სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპი უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებში?
- ცირკულარული შრომითი მიგრაციის ახალი შესაძლებლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის
- დღევანდელი რუსეთის რელიგიური ომები
- საქართველოს ვაჭრობა ელექტროენერგიით: ბიტკოინის გავლენა
- ბოლტონის ვიზიტი მოსკოვში - რას უნდა ველოდოთ აშშ-რუსეთის ურთიერთობებში?!
- საქართველოს საგარეო ვაჭრობა: როგორ გავამყაროთ დადებითი ტენდენციები
- ყარაბაღის კონფლიქტის განახლების რისკი სომხეთში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ
- სირიის იდლიბის პროვინციაში შექმნილი სიტუაცია, მხარეთა ინტერესები და საფრთხეები
- ჰელსინკის სამიტი და მისი ძირითადი შედეგები
- რატომ არის აუცილებელი ვიცოდეთ რომელ რიცხვში დაიწყო 2008 წლის ომი
- საქართველოს ადგილი „დასავლეთთან დაახლოების ინდექსი 2018-ში“
- რატომ არ გაამართლა ჩვენი მოლოდინი შარლევუაში (კანადა) დიდი შვიდეულის სამიტის შედეგებმა?
- როგორ მოვიგოთ ცივი ომი 2.0
- ბენ ჰოჯესის მოდელი - საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების რეალური გზა
- რუსეთის „ელჩის“ როტაცია აფხაზეთში
- რატომ არ გაახსენდათ დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველო ტორონტოში 2018 წლის 23 აპრილის შეხვედრის დროს?
- ამერიკის სტრატეგია და საქართველო
- პუტინის წინასაარჩევნო ეკონომიკური დაპირებები: მითი და რეალობა
- ელექტროენერგიით ვაჭრობა: 2016 წლის წარმატებები, 2017 წლის რეალობა და შემდგომი პერსპეკქივები - Bitcoin-ის გავლენა (ნაწილი მეორე)
- დარჩეს ჟენევა ისე, როგორც არის
- ელექტროენერგიით ვაჭრობა: 2016 წლის წარმატებები, 2017 წლის რეალობა და შემდგომი პერსპექტივები - Bitcoin-ის გავლენა (ნაწილი პირველი)
- თურქეთის სამხედრო ოპერაცია აფრინში - ახალი ფაზა სირიის კონფლიქტში
- კრემლის საკადრო გადაწყვეტილებები და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- რუსული ოპოზიციის გეოპოლიტიკური ხედვა
- რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და საქართველოს უსაფრთხოების სისტემა
- ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და რუსეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრობლემები
- არის თუ არა საქართველოს ექსპორტის ზრდა მდგრადი?
- ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების სფეროზე რუსეთის გავლენა იზრდება: მხარდაჭერა სრული ინტეგრაციის სანაცვლოდ
- რა ელით გალელებს?
- სამხედრო ხარჯების ზრდა და რუსეთთან ურთიერთობა: აზერბაიჯანი სომხეთზე უპირატესობის მოპოვებას ცდილობს
- ხელის შეშლა და ყურადღების გაფანტვა: დასავლეთთან ურთიერთობის რუსული მეთოდოლოგია
- ილ-76 ტიპის ტროას ცხენი, ანუ რატომ სურს რუსეთს ჩვენი ხანძრების ჩაქრობა?
- რუსი დიპლომატები საქართველოში - ვინ არიან ისინი, რამდენი არიან და რას საქმიანობენ?
- პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: იყო კი ჩვენი რეაქცია საკმარისი?
- მისაღებია თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება
- საქართველოს ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის შემდგომი ევოლუციის კონტექსტში
- როგორ შევაჩეროთ „მცოცავი ოკუპაცია“
- კრემლის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახალ ეტაპზე გადადის
- სირიის სამოქალაქო ომი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- რუსეთის იმპერიალიზმთან ბრძოლის მეორე რაუნდი, რომლის მოგება შესაძლებელია
- თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- პოსტსაბჭოთა ქვეყნები - ბრძოლა ძალაუფლების ლეგიტიმაციისთვის
- საპარლამენტო არჩევნები სომხეთში - მმართველი პარტიის ტრიუმფი
- საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა - რამდენად ეფექტურად უმკლავდება იგი არსებულ გამოწვევებს?
- სამხედრო სიძლიერე - ის რაც სჭირდება ნატო-ს პარტნიორებისგან
- რამდენიმე მოსაზრება „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების თაობაზე
- ახალი რუსული შეიარაღება კავკასიაში და მისი გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე