რონდელის ბლოგი
როგორ შევაჩეროთ „მცოცავი ოკუპაცია“
ავტორი: ვალერი ჩეჩელაშვილი, რონდელის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი
არასდროს ყოფილა საგარეო პოლიტიკა ისე მნიშვნელოვანი ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის, როგორც დღეს არის და არც ასე მკაფიოდ ჰქონიათ გათავისებული მისი მნიშვნელობა არა მხოლოდ პოლიტიკოსების, დიპლომატებისა თუ ექსპერტების, არამედ ქვეყნის მოსახლეობასაც, როგორც დღეს.
ქართველი დიპლომატები ხშირად დაპირისპირებიან ცინიკურად განწყობილ ოპონენტებს, მათ შეურაცხმყოფილ დამოკიდებულებასა და დამცირების მცდელობას. დიპლომატიური მოქმედების კოდი ამგვარ უსიამოვნო კაზუსებს კულუარებშივე ტოვებდა. დღეს მთელი ერია შეურაცხყოფილი რუსეთის მოქმედებებით - მიუხედავად იმისა, რომ საქართველო თითქმის 5 წელია, 2012 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, ცდილობს პარტნიორული ურთიერთობები დაამყაროს ჩრდილოელ მეზობელთან.
შექმნილი ვითარების მარტივი ანალიზი რამდენიმე დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა.
პირველი, საქართველოს ახალი საგარეო პოლიტიკა რუსეთისთვის ღირებულია მხოლოდ იმიტომ, რომ მოსკოვს პრობლემები საერთაშორისო ურთიერთობებში საქართველოს გამო აღარ ხვდება. აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა ჰამბურგში ამის ნათელი დადასტურება იყო. ორსაათნახევრიანი შეხვედრის დროს უამრავი საკითხი განიხილეს - რუსეთის ჩარევა აშშ-ის საარჩევნო პროცესში, სირია, უკრაინა, ისლამური სახელმწიფო, ჩრდილოეთი კორეა. არც რუსეთის, არც აშშ-ის წყაროებს, არც ერთ ჟურნალისტს არც ერთ პუბლიკაციაში არ უხსენებია საქართველო, როგორც დღის წესრიგის ან თუნდაც მოლაპარაკების თემა; ჩვენ რომ საერთაშორისო დღის წესრიგის საკვანძო საკითხებში აღარ ვართ, ეს ნათელია; უარესია, რომ ასეთი ტენდენცია საბოლოოდ გადაისვრის ჩვენს დიპლომატიას პერიფერიაზე, აქედან გამომდინარე ყველა შესაბამისი შედეგით.
მეორე, რუსეთის ხელისუფლება ცდის ქართული სახელმწიფოს მოთმინებას „მცოცავი ოკუპაციის“ პოლიტიკით. როგორც ჩანს, ხელისუფლების მოთმინება ამ საკითხში გაცილებით უფრო დრეკადია, ვიდრე ხალხის, რაც თავისთავად დამატებით საფრთხეს უქმნის საქართველოს სტაბილურობას. იბადება კითხვა, ხომ არ წარმოადგენს სინამდვილეში კრემლის „მცოცავი ოკუპაციის“ პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ მიზანს ქართული სახელმწიფოს და, შესაბამისად, არსებული ხელისუფლების მდგრადობის შერყევა?
მესამე, ინიციატივასა და სადავეებს რუსეთი იგდებს ხელში, ჩვენ ვთამაშობთ მეორე ნომრად. ეს ძალზე არახელსაყრელი პოზიციონირებაა. დიპლომატიის ხელოვნება გამოიხატება უნარში, ერთი მხრივ, გააფართოვო საკუთარი მანევრის არეალი და, მეორე მხრივ, შეზღუდო ოპონენტის მანევრის საშუალება.
ამ თვალსაზრისით ნამდვილად ვერ დავიკვეხნით დიდი წარმატებებით. რუსეთი საქართველოს გამო აღარ განიცდის ზეწოლას საერთაშორისო არენაზე - მისი მანევრის საშუალება ფართოვდება. ჩვენ ვრჩებით ერთი ერთზე რუსეთთან - ჩვენი მანევრის ველი იზღუდება. ორმხრივ ფორმატში რუსების რამეში დარწმუნება გაცილებით რთულია, ისევე, როგორც შედეგების მიღწევა; გავითვალისწინოთ ისიც, რომ პრინციპში შეთანხმებების შესრულებით რუსეთი მაინც და მაინც თავს არ იწუხებს - ამის მაგალითები მრავლადაა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში.
შევეცადოთ წარმოვიდგინოთ ფანტასტიკური სიტუაცია: რუსეთმა შეწყვიტა საომარი მოქმედებები აღმოსავლეთ უკრაინაში, დაუბრუნა უკრაინას ყირიმი, შეათანხმა პოზიციები აშშ-სთან და ევროკავშირთან სირიასა და ჩრდილოეთ კორეაზე. რუსეთს ეხსნება სანქციები, იგი ბრუნდება „დიდ რვიანში“, ხდება საერთაშორისო თანამეგობრობის სრულფასოვანი და პატივსაცემი წევრი. და ეს ყველაფერი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან ერთად. ასეთი პერსპექტივა სრულებითაც არ იძლევა ენთუზიაზმის საფუძველს.
რატომ არ დააყენა რუს კოლეგასთან საუბრისას პრეზიდენტმა ტრამპმა საქართველოს საკითხი? ან პრეზიდენტს არ მიაჩნდა იგი საკმარისად მნიშვნელოვნად, ან შესაბამისი კარგად დასაბუთებული თხოვნა არ გაჟღერებულა უმაღლეს დონეზე საქართველოს მხრიდან. ბოლო ვარიანტი რთული წარმოსადგენია.
შესაბამისად, შექმნილ ვითარებას ორი ახსნა აქვს: ან აქცენტები არ იყო კარგად დასმული, ან ჩვენი არგუმენტების სისტემა არ აღმოჩნდა დამაჯერებელი ამერიკელი პარტნიორებისათვის. პრემიერ-მინისტრი უკეთესად უნდა მოვამზადოთ ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრებისათვის. მით უმეტეს, რომ ამაში იხარჯება დიდი რესურსი; შექმნილ ეკონომიკურ ვითარებაში ეს საქართველოსათვის დიდი ფუფუნებაა და ამის გამოყენება უნდა ხდებოდეს მაქსიმალურად ეფექტურად.
როგორც შედეგი, რუსეთი გაცილებით კომფორტულად გრძნობს თავს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და თამამად განაგრძობს პროვოკაციებს, პირველ რიგში, „მცოცავი ოკუპაციის“ პოლიტიკის მეშვეობით.
დაშვებული შეცდომების გამოსწორების შანსი მოგვეცემა ივლისის ბოლოს- აგვისტოს დასაწყისში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტის დროს საქართველოში. ვიცე-პრეზიდენტის რეგიონული ვიზიტის კონფიგურაცია (ესტონეთი, მონტენეგრო, საქართველო) ძალიან დამაიმედებელია და თავისთავად წარმოადგენს დიპლომატიურ გამარჯვებას, რადგან „ამოგვწერა“ სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან და დაგვაახლოვა ევროპას.
გასაგებია, რომ ვიზიტის მიმდინარეობისას გაჟღერდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდასაჭერი განცხადებები - ეს თავისთავად ძალზე მნიშვნელოვანია. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ვიცე-პრეზიდენტმა დაგმოს კონკრეტულად „მცოცავი ოკუპაციის“ პოლიტიკა და, რაც მთავარია, ხაზი გაუსვას, რომ საქართველოს საკითხი დარჩება აშშ-რუსეთის მალაპარაკების დღის წესრიგში. კარგი იქნება, თუ კითხვას ამის თაობაზე ვიცე-პრეზიდენტის პრეს-კონფერენციაზე ქართველი ჟურნალისტები დასვამენ.
საგარეო პოლიტიკაში საჭიროა მიზნების დეკლარირება. უკეთესია, თუ მიზნები გამყარებულია ხედვით, აგრეთვე პრინციპებისა და ფასეულობების სისტემებით. დიპლომატიის ასეთი საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებია თანმიმდევრულობა, მდგრადობა, მემკვიდრეობითობა, რომელთა განხორციელების შემთხვევაში საგარეო პოლიტიკა უფრო ღირებული და სანდო ხდება მეგობრებისათვის და რთულად გასამკლავებელი მტრებისათვის.
დიპლომატიაში ჩვენ შეგვიძლია სერიოზული კონკურენცია გავუწიოთ რუსებს. სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალით ჩვენ მათ ვერ შევეჯიბრებით. რაც შეეხება დიპლომატიას, დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან მოყოლებული დაგროვდა სერიოზული გამოცდილება, სისტემა შეივსო ახალგაზრდა, საბჭოთა შტამპებისაგან თავისუფალი, განათლებული კადრებით. მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ჩვენს მხარეზეა საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების ერთობლიობა, საერთაშორისო თანამეგობრობა და ისტორიული სიმართლე. საქართველო არ აწარმოებს ომს რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის ოლქში, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ძირძველ ტერიტორიებს.
ამასთან, თამამად შეიძლება გამოვიყენოთ ძალოვანი პოტენციალი ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ეს ჩვენი უფლებაც არის და ვალდებულებაც, პირველ რიგში, გამყოფ ხაზთან მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების წინაშე. გვაქვს პოტენციალი და უნდა ვიმოქმედოთ ღიად და თამამად. წინააღმდეგობის გაწევის გარეშე რუსეთი უსათუოდ განაგრძობს „მცოცავი ოკუპაციის“ პროვოკაციულ სტრატეგიას. ამის მოწმეები ვართ უკვე თითქმის 9 წელიწადი.
ცალკე აღსანიშნავია, რომ დიპლომატიურ პრაქტიკაში დემარკაცია დელიმიტაციის გარეშე არ ხორციელდება, თუ არა უხეში ძალის გამოყენებით. ისტორიაში ამის რამდენიმე მაგალითი არსებობს - მაგალითად, საბჭოთა კავშირის მიერ რამდენიმე საათში „ბერლინის კედლის“ აღმართვა.
აქტიური დიპლომატია უნდა შევავსოთ გაბედული მოქმედებებით უშუალოდ გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ჩვენი სტრატეგიის პროგრამა-მინიმუმი უნდა მდგომარეობდეს იმაში, რომ შევაკავოთ რუსეთი დღეს დე-ფაქტო გამყოფ ხაზზე, უკეთესია - საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, მაგალითად, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) პოტენციალის ქმედითი გამოყენებით, მაგრამ ვიდრე ეს გამოგვივა - დაუყოვნებლივ, საკუთარი ძალებით.
რაც პირველ რიგში უნდა გავაკეთოთ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, ესაა სახელმწიფოს შესაძლებლობების დემონსტრირება გამყოფ ხაზზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს (და არა თავდაცვის სამინისტროს, რამეთუ დე იურე ეს ჩვენი ტერიტორიაა) მუდმივი საგუშაგოების განთავსება და ღამის ხედვის ხელსაწყოების გამოყენებით ვიდეოდაკვირვების სისტემის მონტაჟი ამგვარი დემონსტრირების აუცილებელი კომპონენტებია. განსაკუთრებული ძალისხმევა უნდა იყოს ფოკუსირებული გამორჩეულად საშიშ მიმართულებებზე, მაგალითად, ავტობანის მიმდებარე ტერიტორიაზე.
პარალელურად, უნდა შევადგინოთ „მცოცავი ოკუპაციის“ ამსახველი ვირტუალური რუკა, რაც შეიძლება დეტალური, გამაგრებული ადგილობრივი მოსახლეობის კანონის თანახმად რეგისტრირებული ჩვენებებით. ამ მასალებზე დაყრდნობით, როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი დიპლომატიის ფორმატების გამოყენებით, მნიშვნელოვნად უნდა გავააქტიუროთ ჩვენი მოქმედებები.
ჩამოვაყალიბოთ „მცოცავი ოკუპაციის“ შეჩერების ფონდი. ბიზნესმა მხარი დაუჭირა „Check in Georgia“-ს მნიშვნელოვან პროგრამას. სავარაუდოა, რომ ახლადშექმნილი ფონდის მხარდაჭერა გაცილებით აქტიური იქნება ასევე რიგითი მოქალაქეების მხრიდან. ფონდის სახსრები ძირითადად გამოყენებული უნდა იყოს ორი მიმართულებით - გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების მხარდაჭერა და გამყოფ ხაზთან სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ოპერაციების თანადაფინანსება. ყველაფერთან ერთად, აღნიშნული ფონდის საქმიანობა აგრეთვე ხელს შეუწყობს საზოგადოების გაერთიანებას ყველაზე სახიფათო გამოწვევის გადალახვაში.
დროა დავიწყოთ მოქმედება. რუსეთმა შეძლო ჩამოეყალიბებინა მოვლენების განვითარების მისთვის ხელსაყრელი ლოგიკა. ჩვენ ამას ვერ შევეგუებით.
ალტერნატივას წარმოადგენს არსებული მდგომარეობის შენარჩუნება, ანუ უმოქმედობა, რაც წააქეზებს რუსეთის „მცოცავი ოკუპაციის“ პოლიტიკას და გაგვირთულებს ისედაც მძიმე ვითარებას.
რუსეთის რეაქცია მოგვცემს შემდგომი ანალიზისა და მოქმედებების დაგეგმვის საფუძველს.
თემატური პოსტები
- ბლოგი მალე დაემატება
- რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგები
- გერმანიის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია – პირველი სტრატეგიული ნაბიჯები
- ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი: ვაჭრობის „ლეგალიზაცია“ და რუსეთის სატრანზიტო დერეფნის პერსპექტივები
- იგებს თუ არა უკრაინა ომს და რა გათვლა შეიძლება ჰქონდეს რუსეთს?
- რუსეთის დიპლომატიური იერიში აფრიკაში
- რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- კვიპროსის არჩევნების შედეგების გავლენა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონის უსაფრთხოებაზე
- სანქციების მეათე პაკეტი - რუსული აგრესიის ერთი წელი
- ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობის დინამიკა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე
- რუსეთ-უკრაინის ომი და რუსეთის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესები
- ფრენების აღდგენა რუსეთთან – პოტენციური შედეგები საქართველოსთვის
- ჰიბრიდული ომი რუსული წესებით და უკრაინის რეზისტენტობა
- მოლდოვის გამოწვევები უკრაინაში ომის ფონზე
- ცვლის თუ არა ისრაელის ახალი მთავრობა ამ ქვეყნის პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ?
- რა სურს რუსეთს საქართველოსგან?
- სანქციების მეცხრე პაკეტი - რუსული ესკალაციისა და სარაკეტო იერიშების საპასუხოდ
- საფრთხე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შეიძლება დაემუქროს რუსეთის მეზობლებს
- რისთვის ემზადება ბელარუსი
- ბელარუსის და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება: „აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ აღიარების წინაპირობა?
- „მიტაცებული ემოციები“ - რუსული პროპაგანდა
- მოახლოებული ზამთრის ენერგოკრიზისი ევროპაში: შეუძლია თუ არა აზერბაიჯანს კონტინენტის მძლავრი ენერგომომმარაგებელი გახდეს?
- სანქციების მერვე პაკეტი - პასუხი რუსულ ანექსიასა და უკანონო რეფერენდუმებზე
- რა ელის იტალიის საგარეო პოლიტიკას ჯორჯია მელონის გამარჯვების შემდეგ?
- სანქციების მეშვიდე პაკეტი და ემბარგო რუსულ ოქროზე
- კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველო ევროპულ პერსპექტივას მიიღებს, რაზე გვაქვს სანერვიულო?
- ცხინვალის არშემდგარი რეფერენდუმი
- ომი და საქართველო
- „ავტოკრატიული მშვიდობა“
- „რურალური ორბანიზმი“ - პოლარიზაცია, როგორც უნგრეთის პოლიტიკური მომავლის განმსაზღვრელი ფაქტორი
- არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ცხინვალის რეგიონში: რატომ წააგო ბიბილოვმა და რა იქნება ბიბილოვის შემდეგ?
- ომი უკრაინაში და გაერთიანებული სამეფოს ახალი როლი აღმოსავლეთ ევროპაში
- რას მოუტანს სამხრეთ კავკასიას ეუთოს მინსკის ჯგუფის გაუქმება?
- საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები და ევროპის პოლიტიკური მომავალი
- შეძლებს თუ ვერა ფაშინიანი გარდატეხის შეტანას სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში?
- რატომ გააქტიურდა აფხაზური მხარე სოციალურ ქსელებში?
- რატომ არ მოსწონს პუტინს ნეიტრალური უკრაინა? (უკრაინის ნეიტრალური სტატუსი აქტუალური ხდება - რას ნიშნავს ეს პუტინისთვის?)
- ევროპის ენერგომომავალი - გამოწვევები და შესაძლებლობები
- მასობრივი უკონტროლო მიგრაცია და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია
- რა ცვლილებები მოხდა პუტინის რეჟიმის პროპაგანდის ნარატივებში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე
- უკრაინა ევროკავშირში პრაქტიკული ინტეგრაციის გზას მალე დაადგება, საქართველო?
- როგორია თურქეთის პოზიციები და ქმედებები რუსეთ-უკრაინის ომში
- ნატოს შესაძლო გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში და მისი მნიშვნელობა საქართველოსა და უკრაინისთვის
- პეკინის ზამთრის პოლიტიკური ოლიმპიადა
- რა დგას პუტინის უკრაინაში გამბიტის უკან?
- 2021 აფხაზეთში: ენერგოკრიზისი, ახალი „მინისტრი“ და პოლიტიკური დაპირისპირება
- L'Europe pourra-t-elle éviter le “déjà vu” ? (საფრანგეთი, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე და დაძაბულობა აღმოსავლეთ ევროპაში)
- აშშ-რუსეთის ურთიერთობები და უკრაინის საკითხი
- რამზან კადიროვის რეჟიმის ახალი სამიზნეები
- რა პერსპექტივები დასახა 15 დეკემბერს გამართულმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა?
- აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი - რატომ უნდა აღიარონ „ასოცირებული ტრიო“?
- რა გავლენას მოახდენს მერკელის პოლიტიკიდან წასვლა ევროკავშირის პოლიტიკაზე რუსეთისა და აღმოსავლეთის სამეზობლოს მიმართ?
- რა დგას საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების მზარდი თანამშრომლობის უკან
- „დობერმანი“ მინისტრად: ინალ არძინბას პერსპექტივები და გამოწვევები
- კრიზისი ბელარუსში: როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა რუსეთის სტრატეგიის წინააღმდეგ მის ახლო სამეზობლოში
- მოლდოვას გაზის კრიზისი-რუსეთის კიდევ ერთი პოლიტიკური შანტაჟი
- ევროკავშირი-პოლონეთის გაუარესებული ურთიერთობები და მისი მნიშვნელობა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისთვის
- ბელარუსი ერთი წლის შემდეგ: დასუსტებული რეჟიმი რუსული „დაცვის“ ქვეშ
- რატომ დაიძაბა ირან-აზერბაიჯანის ურთიერთობები?
- რუსეთის საპარლამენტო არჩევნები - რა შეიძლება ითქვას რეჟიმის სტაბილურობაზე
- გეზი ჩინეთიდან ტაივანისკენ - ახალი საგარეო პოლიტიკური ტრენდი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
- ვაქცინაცია: „ყოფნა?... არ ყოფნა?...“
- შეუძლია თუ არა საქართველოს ჩინეთი რუსეთის დასაბალანსებლად გამოიყენოს?
- შარიათის პატრული ყაბარდო-ბალყარეთში: მზარდი ტენდენცია თუ ადგილობრივი კონფლიქტი?
- ბელარუსის გასვლა აღმოსავლეთ პარტნიორობიდან - რა იქნება შემდგომ?
- Pacta Sunt Servanda: ხელშეკრულებები უნდა შესრულდეს
- ასოცირებული ტრიო და მისი მომავალი
- აფხაზეთში ახალი „პოლიტიკური ელიტის“ ჩამოყალიბება - ვინ ჩაანაცვლებს ძველ „ელიტას“?
- რა სიმბოლოა ევროკავშირის დროშაზე და რატომ არ უნდა ჩამოხიოს და დაწვას ის ჭეშმარიტმა ქრისტიანმა
- ჟენევის სამიტის კიბერგანზომილება
- არქტიკის გამდნარი ყინული და მზარდი საფრთხეები
- ევროპა „საზიანო გარიგების“ შედეგების მოლოდინში
- რუსეთის მიმართ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაფასება
- აშშ, ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი, 2021 წლის გამოწვევები და საქართველო
- პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში - ჩიხი გამოსავლის გარეშე
- რუსეთის ტესტი თუ ბულინგი?
- ვაქცინის დიპლომატია - ახალი შესაძლებლობა გლობალური ავტორიტარული გავლენისთვის
- შეთანხმება „დრაკონთან“ – ჩინეთ-ევროკავშირის საინვესტიციო ხელშეკრულების რისკები
- რუსული გაზის მონოპოლიის დასასრული ბალკანეთზე
- ვის გამოუტანა განაჩენი მოსამართლემ: ნავალნის, პუტინს თუ რუსეთს?!
- ბაიდენის თავსატეხი
- 2020 აფხაზეთში: „არჩევნები“, პანდემია და მეტი ინტეგრაცია რუსეთთან
- უნგრეთის კრიზისი: ევროკავშირის წარუმატებლობა ავტორიტარიზმის წინააღმდეგ?
- ვლ. პუტინის ყოველწლიური დიდი პრეს-კონფერენცია - საყურადღებო გარემოებები და გზავნილები
- რუსეთის ენერგოპოლიტიკა ცხინვალის რეგიონში
- ვინ მოიგო და ვინ წააგო ყარაბაღის ომით
- რა მოიპოვა რუსეთმა ყარაბაღში
- რა წააგო და რა არ წააგო სომხეთმა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი დეკლარაციის შედეგად
- ბელარუსის საპროტესტო აქციები, ლუკაშენკო და რუსეთის ფედერაცია
- რამდენიმე მოსაზრება ტერმინის „პოსტსაბჭოთა სივრცე“ გამოყენების თაობაზე
- საქართველოს ევროპული გზა პანდემიური დეგლობალიზაციის პირობებში
- თურქეთის კავკასიური პოლიტიკა სომხეთ-აზერბაიჯანის ბოლო დაძაბულობის ფონზე
- ხაბაროვსკის საპროტესტო გამოსვლები, როგორც რუსეთის ფედერაციის სტაბილურობის ერთგვარი ინდიკატორი
- პანდემიური პროპაგანდის ტრიო, როგორ იღებს მიზანში დასავლეთს ჩინეთი, რუსეთი და ირანი
- From Russia with love, თუ რუსეთიდან… ეშმაკური გეგმით
- „არჩევნები“ აფხაზეთში: ახალი „პრეზიდენტის“ რევანში და გამოწვევები
- ჩვენი და 1921 წლის ქართველების საერთო ბრძოლის შესახებ
- რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება სირიაში
- პოლიტიკური კრიზისის ანატომია ოკუპირებულ აფხაზეთში
- რას ნიშნავს გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია?
- რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი?
- „რუსული კულტურის ცენტრის“ შესახებ
- საით მიდის ეკონომიკური პოლიტიკა?
- რუსული პროპაგანდის მთავარი გზავნილები
- რა ვიცით რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ?
- ანტისაოკუპაციო პოლიტიკის ახალი აქცენტები
- საქართველოს საკითხი არ განიხილება დიდი შვიდეულის სამიტზე - ვისი ბრალია?
- ვლადიმერ პუტინის ძირითადი გზავნილები Financial Times-თვის მიცემული ინტერვიუდან
- საქართველო და რუსეთის პოსტმოდერნისტული ფაშიზმი
- დუგინი მოგვევლინა საქართველოს გულშემატკივრად - რას უნდა ვუმადლოდეთ ამ ფაქტს?
- ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები - რას ნიშნავს საქართველოსთვის?
- 10 წელი აღმოსავლეთ პარტნიორობის დაარსებიდან
- როგორ შევაჩეროთ რუსეთი
- ნატოს, რუსეთის და პატ ბუჩანანის შესახებ
- დღევანდელი რუსეთის რელიგიური ომები
- აშშ-ის შუალედური არჩევნები: შედეგები და მნიშვნელობა
- ბოლტონის ვიზიტი მოსკოვში - რას უნდა ველოდოთ აშშ-რუსეთის ურთიერთობებში?!
- ყარაბაღის კონფლიქტის განახლების რისკი სომხეთში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ
- სირიის იდლიბის პროვინციაში შექმნილი სიტუაცია, მხარეთა ინტერესები და საფრთხეები
- ჰელსინკის სამიტი და მისი ძირითადი შედეგები
- რატომ არის აუცილებელი ვიცოდეთ რომელ რიცხვში დაიწყო 2008 წლის ომი
- საქართველოს ადგილი „დასავლეთთან დაახლოების ინდექსი 2018-ში“
- რატომ არ გაამართლა ჩვენი მოლოდინი შარლევუაში (კანადა) დიდი შვიდეულის სამიტის შედეგებმა?
- როგორ მოვიგოთ ცივი ომი 2.0
- ბენ ჰოჯესის მოდელი - საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების რეალური გზა
- რუსეთის „ელჩის“ როტაცია აფხაზეთში
- რატომ არ გაახსენდათ დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველო ტორონტოში 2018 წლის 23 აპრილის შეხვედრის დროს?
- ამერიკის სტრატეგია და საქართველო
- პუტინის წინასაარჩევნო ეკონომიკური დაპირებები: მითი და რეალობა
- დარჩეს ჟენევა ისე, როგორც არის
- თურქეთის სამხედრო ოპერაცია აფრინში - ახალი ფაზა სირიის კონფლიქტში
- კრემლის საკადრო გადაწყვეტილებები და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და საქართველოს უსაფრთხოების სისტემა
- ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და რუსეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრობლემები
- არის თუ არა საქართველოს ექსპორტის ზრდა მდგრადი?
- ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების სფეროზე რუსეთის გავლენა იზრდება: მხარდაჭერა სრული ინტეგრაციის სანაცვლოდ
- აფხაზეთში უსაფრთხოების სფეროზე რუსეთის გავლენა იზრდება
- რა ელით გალელებს?
- სამხედრო ხარჯების ზრდა და რუსეთთან ურთიერთობა: აზერბაიჯანი სომხეთზე უპირატესობის მოპოვებას ცდილობს
- ხელის შეშლა და ყურადღების გაფანტვა: დასავლეთთან ურთიერთობის რუსული მეთოდოლოგია
- რუსი დიპლომატები საქართველოში - ვინ არიან ისინი, რამდენი არიან და რას საქმიანობენ?
- პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: იყო კი ჩვენი რეაქცია საკმარისი?
- პენსის ვიზიტი საქართველოში: რამდენიმე გაკვეთილი და რას უნდა ველოდოთ
- მისაღებია თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება
- საქართველოს ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის შემდგომი ევოლუციის კონტექსტში
- Brexit-ის მოლაპარაკება ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის განახლდა: რა გავლენას მოახდენს იგი საქართველოზე?
- კრემლის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახალ ეტაპზე გადადის
- სირიის სამოქალაქო ომი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- რუსეთის იმპერიალიზმთან ბრძოლის მეორე რაუნდი, რომლის მოგება შესაძლებელია
- თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- პოსტსაბჭოთა ქვეყნები - ბრძოლა ძალაუფლების ლეგიტიმაციისთვის
- საპარლამენტო არჩევნები სომხეთში - მმართველი პარტიის ტრიუმფი
- საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა - რამდენად ეფექტურად უმკლავდება იგი არსებულ გამოწვევებს?
- საპარლამენტო არჩევნები სომხეთში: სარქისიანის პოსტსაარჩევნო გეგმები
- სამხედრო სიძლიერე - ის რაც სჭირდება ნატო-ს პარტნიორებისგან
- აშშ-ის საგარეო პოლიტიკა და „ქანქარას კანონი“
- რამდენიმე მოსაზრება „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების თაობაზე
- ახალი რუსული შეიარაღება კავკასიაში და მისი გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე