რონდელის ბლოგი
საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა - რამდენად ეფექტურად უმკლავდება იგი არსებულ გამოწვევებს?
ავტორი: ვალერი ჩეჩელაშვილი, რონდელის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი
2017 წლის 8 იანვარს ერთ-ერთ ბოლო სატელევიზიო ინტერვიუში პრეზიდენტმა ბ. ობამამ, აშშ - სადაზვერვო ინსტიტუტების (ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო - CIA, გამოძიების ფედერალური ბიურო - FBI, და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო - NSA) ზიარი მოხსენების „რუსეთის მოქმედებებისა და განზრახვების შეფასება აშშ-ის ბოლო არჩევნებში“ კომენტარში ხაზგასმით აღნიშნა: „ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ გავეცი აღნიშნული ანგარიშის მომზადების ბრძანება, იყო არა უბრალოდ გადაფასება, თუ რა მოხდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, არამედ საკუთარი აღქმის გამყარება, რომ ეს არის ის, რასაც პუტინი უკვე საკმაოდ დიდი ხანია აკეთებს ევროპაში, თავდაპირველად - ყოფილ სატელიტ ქვეყნებში, სადაც დიდი რუსულენოვანი მოსახლეობაა, და ნელ-ნელა უკვე - დასავლურ დემოკრატიებში...“ ეს რეალობის აღიარება და გამოფხიზლებაა, მაგრამ იგი მხოლოდ პრობლემის ზედა ნაწილს ასახავს, იმას, რაც ხილულია. მთავარი კი ის გარემოებაა, რომ რუსეთი, პრინციპში, თავისი ბუნებიდან და სახელმწიფო ფილოსოფიიდან გამომდინარე, ამოვარდნილია მსოფლიო პოლიტიკის მეინსტრიმიდან, უფრო სწორად კი - ეწინააღმდეგება მას. ეს კარგად ჩანს აღნიშნული მოხსენების მთავარ დასკვნაში.
გამოდის, რომ ის, რის ახსნასაც ქართული დიპლომატია ცდილობდა დასავლეთისათვის განვლილი წლების მანძილზე, ჩვენს პარტნიორებს, ყოველ შემთხვევაში აშშ-ში, უკვე კარგად ესმით. მთავარი აზრი კი შემდეგია: რუსეთის დაპყრობითი პოლიტიკა მეზობლების მიმართ არ წარმოადგენს გამონაკლისს და არის მისი ზოგადი პოლიტიკური ბუნების ექსტრემალური გამოვლინება მოცემულ დროსა და სივრცეში.
ამასთან, საერთაშორისო სამართლის ნორმები და პრინციპები, ასახული მრავალმხრივ თუ ორმხრივ დოკუმენტებში, რუსეთს ძალიან ადვილად აქვს უგულებელყოფილი. ამის ბევრი მაგალითი არსებობს, მაგალითად, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ რატიფიცირებული დოკუმენტები, რომლებიც ყოველგვარი დენონსირების გარეშე მოისროლეს ნაგვის ყუთში.
2008 წელი - საქართველო, 2014 წელი - უკრაინა - ვისი ჯერია შემდეგ? ეს კითხვა აქტუალური ხდება არა მხოლოდ რუსეთის უშუალო სამეზობლოსათვის.
შექმნილ ვითარებაში ისახება საქართველოს დიპლომატიის მთავარი გამოწვევა, რომლის პასუხად, პრინციპში, სამი მიდგომა არსებობს:
- ვაწარმოოთ პოლიტიკა რუსეთის ქოლგის ქვეშ, ძირითადი დასავლური პოლიტიკური მეინსტრიმის საწინააღმდეგოდ (მაგალითი: სომხეთი, გარკვეული დაშვებებით);
- გავხდეთ ძირითადი პოლიტიკური მეინსტრიმის ორგანული ნაწილი და გავატაროთ პრინციპული პოლიტიკა რუსეთის მიმართ, რაც ჩვენგან გარკვეულ ფასს მოითხოვს, მაგალითად, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან შეერთებას (მაგალითი: უკრაინა, გარკვეული დაშვებებით);
- შუალედური საგარეო პოლიტიკური ხაზი, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ „არც მწვადი დაიწვას და არც შამფური“, როდესაც დასავლეთთან დაახლოების ვექტორი ეთავსება რუსეთთან კონსტრუქციული თანამშრომლობის აწყობის მცდელობას.
დღეს ჩვენ მივყვებით საგარეო-პოლიტიკური კურსის მესამე ვარიანტს. 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ, ეს ნამდვილად წარმოადგენდა რაციონალურ მიდგომას, მაგრამ დღეს, თითქმის ხუთი წლის გადასახედიდან, უკვე შეიძლება დასკვნების გამოტანა და გაკვეთილის მიღებაც.
აქ ყურადღებას შევაჩერებთ მხოლოდ ორ კონკრეტულ შედეგზე: პირველი - როდესაც დასავლეთის ლიდერები ლაპარაკობენ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე, ჩანს მხოლოდ უკრაინის კონტექსტი. ანუ თუ წარმოვიდგენთ ფანტასტიკურ სიტუაციას, რომ რუსეთმა შეწყვიტა საომარი მოქმედებები უკრაინის ლუგანსკის და დონეცკის ოლქებში და დაუბრუნა ყირიმი უკრაინას, იგი ხდება საერთაშორისო თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან ერთად. სანქციებს რუსეთს არავინ დაუწესებს, მით უმეტეს, რომ ჩვენ თვითონ არ ვართ ამ სანქციების თანამონაწილე.
მეორე მხრივ, რა შედეგებს მივაღწიეთ ჩვენი ახალი პოლიტიკით რუსეთთან ურთიერთობების კუთხით? შემცირდა დაძაბულობა ორმხრივ ურთიერთობებში, გაიზარდა ჩვენი ღვინისა და მინერალური წყლის ექსპორტი, მაგრამ ასევე გაიზარდა რუსეთიდან იმპორტი (უარყოფითმა სალდომ 2016 წელს შეადგინა $468.7 მილიონი ($674.9 – $206.2), შედარებით 2012 წლის $430 მილიონთან ($476.8 - $46.8), ანუ გაიზარდა $38.7 მილიონით), რუსეთი დაბრუნდა ჩვენი უმსხვილისი სავაჭრო პარტნიორების სამეულში. არის თუ არა ეს კარგი არსებული ორმხრივი პოლიტიკური პრობლემების ფონზე? - რთული კითხვაა, რომლის მარტივი პასუხი არ არსებობს.
რაც შეეხება რუსეთის საქართველოსთან დამოკიდებულებას, იგი უკანასკნელ წლებში არ შეცვლილა, ზოგ კომპონენტში გამძაფრდა კიდეც - მავთულხლართები გამყოფ ზოლზე, საქართველოს მოქალაქეების გატაცება, მკვლელობა, ქართული ენის შევიწროება, ქართული სკოლების დახურვა, ქართული ეკლესიების განადგურება და ა.შ.
ამასთან, რუსეთის საგარეო-პოლიტიკური ორი კონცეფციის (2013 წლის 12 თებერვალი და 2016 წლის 30 ნოემბერი) შედარებისას ირკვევა, რომ დამოკიდებულება საქართველოს მიმართ არ შეცვლილა - ყველაფერი აბსოლუტურად იდენტურია.
2013 წლის 12 თებერვლისა (გვ. 20, პუნქტი 52) და 2016 წლის 30 ნოემბრის (გვ. 19, პუნქტი 59) დოკუმენტებში ვკითხულობთ იდენტურ ტექსტებს: Россия заинтересована в нормализации отношений с Грузией в тех сферах, в которых к этому готова грузинская сторона, при учете политических реалий, сложившихся в Закавказье (თარგმანი: რუსეთი დაინტერესებულია საქართველოსთან ურთიერთობების მოგვარებით იმ სფეროებში, სადაც ამისათვის მზადაა ქართული მხარე, ამიერკავკასიაში შექმნილი პოლიტიკური რეალიების გათვალისწინებით).
პოლიტიკურად და გეოგრაფიულად არაკორექტულ ტერმინ „ამიერკავკასიას“ ყურადღება არ მივაქციოთ - რუსეთის ოფიციალურ დოკუმენტებში საბჭოთა ტერმინოლოგიის დანერგვის მცდელობა არახალია. ერთადერთი განსხვავება ამ ორ დოკუმენტს შორის ისაა, რომ ახალ დოკუმენტში „ქართული მხარე“ (Грузинская Сторона) დიდი ასოებით არის „დაჯილდოებული“. რუსმა დიპლომატებმა არც იმითი შეიწუხეს თავი, რომ აღენიშნათ ახალი, აბაშიძე-კარასინის თანამშრომლობის ფორმატი, და მისი მეშვეობით მიღწეული წინსვლა ეკონომიკისა და კულტურის სფეროებში; არც არავითარი ახალი გზავნილი საქართველოს მიერ განხორციელებული ახალი საგარეო-პოლიტიკური მიდგომების ფონზე - საერთოდ არაფერი. ეს თავისთავად გზავნილია - რუსეთისათვის საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები რუსეთთან თანამშრომლობის მიმართულებით ღირებული არ არის.
უკვე ნათელია, რომ პრინციპული დათმობების გარეშე დღევანდელ რუსეთთან ურთიერთობებს ჩვენ ვერ მოვაწესრიგებთ. ამ დათმობების ფასია ან ტერიტორიულ მთლიანობაზე უარის თქმა, ან შეზღუდული სუვერენიტეტის პრინციპზე დათანხმება. ვერც ერთი მთავრობა ამას ვერ შეძლებს, თუნდაც ეყრდნობოდეს კონსტიტუციურ უმრავლესობას პარლამენტში. ეს კარგად ესმის რუსეთის ხელმძღვანელობას და თავის პოლიტიკასაც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საერთოდ სამეზობლოს მიმართ ამ ფაქტორის გათვალისწინებით აყალიბებს. ფილოსოფია მარტივია: რაც უფრო რთული ვითარებაა მეზობლებთან, მით უფრო ადვილია რუსეთისათვის ამღვრეულ წყალში საკუთარი დღის წესრიგის შესრულება.
ჩვენ ვერ შევძელით რუსეთის დარწმუნება იმ ელემენტარულ ჭეშმარიტებაში, რომ ევროპული და დემოკრატიული საქართველო არ წარმოადგენს მისთვის საფრთხეს. ალბათ ეს შეუძლებელიცაა, თორემ ხუთი წლის თანმიმდევრული ქმედებების შედეგად რამენაირ ძვრას მაინც დავინახავდით მის პოზიციაში.
ჩვენ არ შეგვიძლია ძალით გავუკეთოთ რუსეთს სათვალე, რათა დაინახოს ობიექტური რეალობა, სამაგიეროთ შეგვიძლია გავაკეთოთ ის, რასაც საჭიროდ მივიჩნევთ.
თემატური პოსტები
- უნგრეთის არალიბერალური ზეგავლენა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე: შემაშფოთებელი ტენდენცია
- ნატოს სამიტი ვილნიუსში: შედეგები და სამომავლო პერსპექტივები
- რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგები
- გერმანიის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია – პირველი სტრატეგიული ნაბიჯები
- თურქეთის ეკონომიკა არჩევნების შემდეგ
- ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი და საქართველო
- ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი: ვაჭრობის „ლეგალიზაცია“ და რუსეთის სატრანზიტო დერეფნის პერსპექტივები
- საუდის არაბეთის ბოლო გადაწყვეტილება და მისი გავლენა ენერგობაზარზე
- თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგები
- ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი: გაგლოევის ერთი წელი
- იგებს თუ არა უკრაინა ომს და რა გათვლა შეიძლება ჰქონდეს რუსეთს?
- რუსეთის დიპლომატიური იერიში აფრიკაში
- რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- ევროპის ენერგოუსაფრთხოება – რა ეტაპზეა სტრატეგიული ამოცანა?
- რას ცვლის პუტინის დაკავების ორდერი?
- ლუკაშენკოს ბრძოლა ბელარუსულ იდენტობასთან
- რატომ არის მნიშვნელოვანი ესტონეთის საპარლამენტო არჩევნები უკრაინისა და აღმოსავლეთ ევროპისთვის?
- რას ნიშნავს ჩინეთის ინიციატივა ირან-საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის შესახებ?
- რეალურია თუ არა ამერიკის უკრაინის ომით დაღლა?
- ქართველმა ხალხმა აჩვენა ძალა, თუმცა ევროკავშირს მართებს სიფხიზლე!
- კვიპროსის არჩევნების შედეგების გავლენა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონის უსაფრთხოებაზე
- სანქციების მეათე პაკეტი - რუსული აგრესიის ერთი წელი
- ვის რა პრობლემები შეექმნება ე.წ. „აგენტების კანონპროექტის“ დამტკიცების შემთხვევაში?
- ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობის დინამიკა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე
- რუსეთ-უკრაინის ომი და რუსეთის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესები
- ფრენების აღდგენა რუსეთთან – პოტენციური შედეგები საქართველოსთვის
- ქართული ვერსია: https://gfsis.org.ge/ge/blog/view/1547
- ჰიბრიდული ომი რუსული წესებით და უკრაინის რეზისტენტობა
- მოლდოვის გამოწვევები უკრაინაში ომის ფონზე
- როგორ გამოიყურება ამერიკა-ჩინეთის პაექრობა თბილისიდან
- ცვლის თუ არა ისრაელის ახალი მთავრობა ამ ქვეყნის პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ?
- რა სურს რუსეთს საქართველოსგან?
- გეოპოლიტიკა თურქულად და როგორია მასზე სწორი რეაქცია
- სანქციების მეცხრე პაკეტი - რუსული ესკალაციისა და სარაკეტო იერიშების საპასუხოდ
- საფრთხე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შეიძლება დაემუქროს რუსეთის მეზობლებს
- რისთვის ემზადება ბელარუსი
- ბაიდენის დოქტრინა და მისი შესაძლო შედეგები საქართველოსთვის
- ბელარუსის და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება: „აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ აღიარების წინაპირობა?
- „მიტაცებული ემოციები“ - რუსული პროპაგანდა
- სანქციების მერვე პაკეტი - პასუხი რუსულ ანექსიასა და უკანონო რეფერენდუმებზე
- რა ელის იტალიის საგარეო პოლიტიკას ჯორჯია მელონის გამარჯვების შემდეგ?
- ლუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: მიმოხილვა და შეფასებები
- ოკუპირებული აფხაზეთი: იერიში სამოქალაქო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებზე
- ომი უკრაინაში და რუსეთის შემცირებული როლი ყარაბაღის სამშვიდობო პროცესში
- ტაჯიკეთის ძვირადღირებული ჩინური სესხი: როდესაც სუვერენიტეტი ვალუტაა
- სანქციების მეშვიდე პაკეტი და ემბარგო რუსულ ოქროზე
- ჩეხეთის საპრეზიდენტო მანდატი ევროკავშირში: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის რეორიენტირება
- რა ფასი შეიძლება ჰქონდეს „პუტინის სახის შენარჩუნებას“ ევროპული ურთიერთობებისთვის?
- ჩინეთ-ყირგიზეთ-უზბეკეთის კორიდორი და მისი უდიდესი მნიშვნელობა
- მზარდი დაძაბულობა რუსეთსა და ბალტიის ქვეყნებს შორის: კრემლი ნატოს წევრებს ემუქრება
- კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველო ევროპულ პერსპექტივას მიიღებს, რაზე გვაქვს სანერვიულო?
- უნგრულ-პოლონური კოალიციის რღვევა - შესაძლებლობა ევროკავშირისთვის
- ცხინვალის არშემდგარი რეფერენდუმი
- ომი და საქართველო
- „რურალური ორბანიზმი“ - პოლარიზაცია, როგორც უნგრეთის პოლიტიკური მომავლის განმსაზღვრელი ფაქტორი
- არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ცხინვალის რეგიონში: რატომ წააგო ბიბილოვმა და რა იქნება ბიბილოვის შემდეგ?
- ომი უკრაინაში და გაერთიანებული სამეფოს ახალი როლი აღმოსავლეთ ევროპაში
- რას მოუტანს სამხრეთ კავკასიას ეუთოს მინსკის ჯგუფის გაუქმება?
- რატომ გააქტიურდა აფხაზური მხარე სოციალურ ქსელებში?
- რატომ არ მოსწონს პუტინს ნეიტრალური უკრაინა? (უკრაინის ნეიტრალური სტატუსი აქტუალური ხდება - რას ნიშნავს ეს პუტინისთვის?)
- ევროპის ენერგომომავალი - გამოწვევები და შესაძლებლობები
- მასობრივი უკონტროლო მიგრაცია და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია
- რა ცვლილებები მოხდა პუტინის რეჟიმის პროპაგანდის ნარატივებში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე
- უკრაინა ევროკავშირში პრაქტიკული ინტეგრაციის გზას მალე დაადგება, საქართველო?
- როგორია თურქეთის პოზიციები და ქმედებები რუსეთ-უკრაინის ომში
- ნატოს შესაძლო გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში და მისი მნიშვნელობა საქართველოსა და უკრაინისთვის
- პეკინის ზამთრის პოლიტიკური ოლიმპიადა
- რა დგას პუტინის უკრაინაში გამბიტის უკან?
- 2021 აფხაზეთში: ენერგოკრიზისი, ახალი „მინისტრი“ და პოლიტიკური დაპირისპირება
- L'Europe pourra-t-elle éviter le “déjà vu” ? (საფრანგეთი, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე და დაძაბულობა აღმოსავლეთ ევროპაში)
- აშშ-რუსეთის ურთიერთობები და უკრაინის საკითხი
- რამზან კადიროვის რეჟიმის ახალი სამიზნეები
- რა პერსპექტივები დასახა 15 დეკემბერს გამართულმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა?
- რა გავლენას მოახდენს მერკელის პოლიტიკიდან წასვლა ევროკავშირის პოლიტიკაზე რუსეთისა და აღმოსავლეთის სამეზობლოს მიმართ?
- რა დგას საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების მზარდი თანამშრომლობის უკან
- „დობერმანი“ მინისტრად: ინალ არძინბას პერსპექტივები და გამოწვევები
- კრიზისი ბელარუსში: როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა რუსეთის სტრატეგიის წინააღმდეგ მის ახლო სამეზობლოში
- მოლდოვას გაზის კრიზისი-რუსეთის კიდევ ერთი პოლიტიკური შანტაჟი
- ბელარუსი ერთი წლის შემდეგ: დასუსტებული რეჟიმი რუსული „დაცვის“ ქვეშ
- რუსეთის საპარლამენტო არჩევნები - რა შეიძლება ითქვას რეჟიმის სტაბილურობაზე
- ვაქცინაცია: „ყოფნა?... არ ყოფნა?...“
- შეუძლია თუ არა საქართველოს ჩინეთი რუსეთის დასაბალანსებლად გამოიყენოს?
- ბელარუსის გასვლა აღმოსავლეთ პარტნიორობიდან - რა იქნება შემდგომ?
- Pacta Sunt Servanda: ხელშეკრულებები უნდა შესრულდეს
- დასავლეთი vs რუსეთი: ისევ გადატვირთვა?!
- ასოცირებული ტრიო და მისი მომავალი
- აფხაზეთში ახალი „პოლიტიკური ელიტის“ ჩამოყალიბება - ვინ ჩაანაცვლებს ძველ „ელიტას“?
- ჟენევის სამიტის კიბერგანზომილება
- არქტიკის გამდნარი ყინული და მზარდი საფრთხეები
- ევროპა „საზიანო გარიგების“ შედეგების მოლოდინში
- რას უნდა ველოდოთ ნატოს სამიტისგან
- აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში
- რუსეთის მიმართ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაფასება
- აშშ, ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი, 2021 წლის გამოწვევები და საქართველო
- პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში - ჩიხი გამოსავლის გარეშე
- რუსეთის ტესტი თუ ბულინგი?
- საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები, სიახლეები და გამოწვევები პანდემიის ფონზე
- ვაქცინის დიპლომატია - ახალი შესაძლებლობა გლობალური ავტორიტარული გავლენისთვის
- ევროკავშირის წევრობის შესახებ საქართველოს განაცხადი
- ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გამოღვიძება ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში და ახალი პერსპექტივები საქართველოსთვის
- რუსული გაზის მონოპოლიის დასასრული ბალკანეთზე
- ვის გამოუტანა განაჩენი მოსამართლემ: ნავალნის, პუტინს თუ რუსეთს?!
- 2020 აფხაზეთში: „არჩევნები“, პანდემია და მეტი ინტეგრაცია რუსეთთან
- Could Belarus Become a Prelude to the Great Polish-Swedish War 400 Years Ago?
- ვლ. პუტინის ყოველწლიური დიდი პრეს-კონფერენცია - საყურადღებო გარემოებები და გზავნილები
- COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი და საქართველოს ეროვნული ვალუტის არასტაბილურობის შემცირება
- რუსეთის ენერგოპოლიტიკა ცხინვალის რეგიონში
- ვინ მოიგო და ვინ წააგო ყარაბაღის ომით
- რა მოიპოვა რუსეთმა ყარაბაღში
- რა წააგო და რა არ წააგო სომხეთმა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი დეკლარაციის შედეგად
- ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაცია: საფრთხეები და გამოწვევები საქართველოსთვის
- ბელარუსის საპროტესტო აქციები, ლუკაშენკო და რუსეთის ფედერაცია
- რამდენიმე მოსაზრება ტერმინის „პოსტსაბჭოთა სივრცე“ გამოყენების თაობაზე
- საქართველოს ევროპული გზა პანდემიური დეგლობალიზაციის პირობებში
- ხაბაროვსკის საპროტესტო გამოსვლები, როგორც რუსეთის ფედერაციის სტაბილურობის ერთგვარი ინდიკატორი
- ქართულ-ამერიკული პარტნიორობის პრაგმატიზმი და იდეალიზმი
- საქართველოს დამოუკიდებლობა და ჩვენი თაობის ისტორიული პასუხისმგებლობა
- პანდემიური პროპაგანდის ტრიო, როგორ იღებს მიზანში დასავლეთს ჩინეთი, რუსეთი და ირანი
- კორონავირუსით გამოწვეული სირთულეები თურქეთში და მისი ასახვა საქართველოზე
- From Russia with love, თუ რუსეთიდან… ეშმაკური გეგმით
- „არჩევნები“ აფხაზეთში: ახალი „პრეზიდენტის“ რევანში და გამოწვევები
- სამომხმარებლო კრიზისი ცხინვალის რეგიონში: ახალი საფიქრალი
- ჩვენი და 1921 წლის ქართველების საერთო ბრძოლის შესახებ
- ქართული თავდაცვა - პოლიტიკური პარადოქსი და უსისტემობის მოჯადოებული წრე
- რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება სირიაში
- რატომ უნდა გვაღელვებდეს ქართული „ტროლ-სკანდალი“? ვრცელი განმარტება
- პოლიტიკური კრიზისის ანატომია ოკუპირებულ აფხაზეთში
- რას ნიშნავს გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია?
- რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი?
- „რუსული კულტურის ცენტრის“ შესახებ
- საით მიდის ეკონომიკური პოლიტიკა?
- რუსული პროპაგანდის მთავარი გზავნილები
- რა ვიცით რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ?
- რა კავშირია ნატოსა და აფხაზეთის დაბრუნებას შორის?
- ანტისაოკუპაციო პოლიტიკის ახალი აქცენტები
- საქართველოს საკითხი არ განიხილება დიდი შვიდეულის სამიტზე - ვისი ბრალია?
- ვლადიმერ პუტინის ძირითადი გზავნილები Financial Times-თვის მიცემული ინტერვიუდან
- საქართველო და რუსეთის პოსტმოდერნისტული ფაშიზმი
- დუგინი მოგვევლინა საქართველოს გულშემატკივრად - რას უნდა ვუმადლოდეთ ამ ფაქტს?
- ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები - რას ნიშნავს საქართველოსთვის?
- როგორ შევაჩეროთ რუსეთი
- ნატოს, რუსეთის და პატ ბუჩანანის შესახებ
- რატომაა მნიშვნელოვანი 2019 წლის 31 მარტს თურქეთში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები
- მუშაობს თუ არა სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპი უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებში?
- ცირკულარული შრომითი მიგრაციის ახალი შესაძლებლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის
- დღევანდელი რუსეთის რელიგიური ომები
- საქართველოს ვაჭრობა ელექტროენერგიით: ბიტკოინის გავლენა
- ბოლტონის ვიზიტი მოსკოვში - რას უნდა ველოდოთ აშშ-რუსეთის ურთიერთობებში?!
- საქართველოს საგარეო ვაჭრობა: როგორ გავამყაროთ დადებითი ტენდენციები
- ყარაბაღის კონფლიქტის განახლების რისკი სომხეთში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ
- სირიის იდლიბის პროვინციაში შექმნილი სიტუაცია, მხარეთა ინტერესები და საფრთხეები
- ჰელსინკის სამიტი და მისი ძირითადი შედეგები
- რატომ არის აუცილებელი ვიცოდეთ რომელ რიცხვში დაიწყო 2008 წლის ომი
- გადამწყვეტი ბრძოლა უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობისთვის
- საქართველოს ადგილი „დასავლეთთან დაახლოების ინდექსი 2018-ში“
- რატომ არ გაამართლა ჩვენი მოლოდინი შარლევუაში (კანადა) დიდი შვიდეულის სამიტის შედეგებმა?
- როგორ მოვიგოთ ცივი ომი 2.0
- ბენ ჰოჯესის მოდელი - საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების რეალური გზა
- რუსეთის „ელჩის“ როტაცია აფხაზეთში
- რატომ არ გაახსენდათ დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველო ტორონტოში 2018 წლის 23 აპრილის შეხვედრის დროს?
- ამერიკის სტრატეგია და საქართველო
- პუტინის წინასაარჩევნო ეკონომიკური დაპირებები: მითი და რეალობა
- ელექტროენერგიით ვაჭრობა: 2016 წლის წარმატებები, 2017 წლის რეალობა და შემდგომი პერსპეკქივები - Bitcoin-ის გავლენა (ნაწილი მეორე)
- დარჩეს ჟენევა ისე, როგორც არის
- ელექტროენერგიით ვაჭრობა: 2016 წლის წარმატებები, 2017 წლის რეალობა და შემდგომი პერსპექტივები - Bitcoin-ის გავლენა (ნაწილი პირველი)
- თურქეთის სამხედრო ოპერაცია აფრინში - ახალი ფაზა სირიის კონფლიქტში
- კრემლის საკადრო გადაწყვეტილებები და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- რუსული ოპოზიციის გეოპოლიტიკური ხედვა
- რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და საქართველოს უსაფრთხოების სისტემა
- ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და რუსეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრობლემები
- არის თუ არა საქართველოს ექსპორტის ზრდა მდგრადი?
- აღმოსავლეთ პარტნიორობის 2017 წლის სამიტი და მისი შედეგები
- ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების სფეროზე რუსეთის გავლენა იზრდება: მხარდაჭერა სრული ინტეგრაციის სანაცვლოდ
- რა ელით გალელებს?
- სამხედრო ხარჯების ზრდა და რუსეთთან ურთიერთობა: აზერბაიჯანი სომხეთზე უპირატესობის მოპოვებას ცდილობს
- ხელის შეშლა და ყურადღების გაფანტვა: დასავლეთთან ურთიერთობის რუსული მეთოდოლოგია
- ილ-76 ტიპის ტროას ცხენი, ანუ რატომ სურს რუსეთს ჩვენი ხანძრების ჩაქრობა?
- რუსი დიპლომატები საქართველოში - ვინ არიან ისინი, რამდენი არიან და რას საქმიანობენ?
- პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: იყო კი ჩვენი რეაქცია საკმარისი?
- პენსის ვიზიტი საქართველოში: რამდენიმე გაკვეთილი და რას უნდა ველოდოთ
- მისაღებია თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება
- საქართველოს ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის შემდგომი ევოლუციის კონტექსტში
- Brexit-ის მოლაპარაკება ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის განახლდა: რა გავლენას მოახდენს იგი საქართველოზე?
- როგორ შევაჩეროთ „მცოცავი ოკუპაცია“
- კრემლის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახალ ეტაპზე გადადის
- სირიის სამოქალაქო ომი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- რუსეთის იმპერიალიზმთან ბრძოლის მეორე რაუნდი, რომლის მოგება შესაძლებელია
- თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- პოსტსაბჭოთა ქვეყნები - ბრძოლა ძალაუფლების ლეგიტიმაციისთვის
- საპარლამენტო არჩევნები სომხეთში - მმართველი პარტიის ტრიუმფი
- საპარლამენტო არჩევნები სომხეთში: სარქისიანის პოსტსაარჩევნო გეგმები
- სამხედრო სიძლიერე - ის რაც სჭირდება ნატო-ს პარტნიორებისგან
- აშშ-ის საგარეო პოლიტიკა და „ქანქარას კანონი“
- რამდენიმე მოსაზრება „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების თაობაზე
- ახალი რუსული შეიარაღება კავკასიაში და მისი გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე