რონდელის ბლოგი
უკრაინა ევროკავშირში პრაქტიკული ინტეგრაციის გზას მალე დაადგება, საქართველო?
კახა გოგოლაშვილი, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი
1999 წელს სტრასბურგში „Architect Art Studio“ ჯგუფის მიერ შექმნილი ევროპარლამენტის ახალი შენობა გაიხსნა. მაშინ, შენობის გარე იერსახის გამო, ბევრი გამოთქვამდა კრიტიკულ შეფასებებს. საქმე ისაა, რომ შენობის არქიტექტურული იდეა შუა საუკუნეების ცნობილი ფლამანდიელი ფერმწერის პიტერ ბრეგელის (უფროსი) ასევე ცნობილ ტილოს - „ბაბილონის გოდოლის“ რეფლექსიას წარმოადგენს. ბაბილონის გოდოლი, ბიბლიური თქმულებით, ვერასდროს აშენდა იმის გამო, რომ მშენებლები სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობდნენ და ერთმანეთისა არ ესმოდათ. რაც უფრო მაღლა მიდიოდა ცაში გოდოლი, მით უფრო რთულდებოდა მისი შენება. ბრეგელისეულ ბაბილონის გოდოლთან ევროპარლამენტის შენობის მსგავსება ეჭვებს ბადებდა, რომ მისი სიმბოლიზმი არასასურველ გავლენას მოახდენდა ევროპარლამენტის წევრების განწყობებსა და შესაძლებლობებზე, რომ მრავალენოვანი და მრავალკულტურული წარმომადგენლობის პირობებში მიეღწიათ ისეთი ურთიერთგაგებისთვის, როგორიც ევროკავშირის წინსვლას წაადგებოდა. მას მერე ეს შენობა მართლაც მრავალი მწვავე დებატისა და კამათის მომსწრე გახდა, თუმცა 2022 წლის პირველ მარტს ევროპარლამენტში გამართულმა დებატებმა ეჭვები სამუდამოდ გაფანტა. დებატების შედეგად 600-ზე მეტმა დეპუტატმა მხარი დაუჭირა „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის თაობაზე“ რეზოლუციას. სხდომაზე მიწვეული იყვნენ ევროკავშირის უმთავრესი ინსტიტუტების ხელმძღვანელები - ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის დარგში უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზე ბორელი. სხდომას უძღვებოდა ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეტოლა.
ის, რომ სხდომის პათოსსა და შინაარსს, გამომსვლელი დეპუტატების მოწოდებებს, რომლებიც ევროპარლამენტის განსხვავებულ ევროპულ პოლიტიკურ ჯგუფებს ახმოვანებდნენ, პრაქტიკულად ყოველგვარი დიქოტომიის გარეშე, ევროპელი ხალხების ერთიან პოზიციასთან სრულ თანხვედრა ჰქონდა, სრულიად ბუნებრივი ჩანდა ამ ვითარებაში. ასევე ერთიანი იყო ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტის მეთაურების პოზიციები და შეფასებები. აღსანიშნავია, რომ არასდროს ევროპარლამენტი და ევროკავშირის ინსტიტუტები არ ყოფილან ასე ერთსულოვანი, ემოციურად შემართული და მტკიცე. დარბაზში, სადაც აფასებენ და იწყებენ ევროკავშირის ყველა მნიშვნელოვან ინიციატივას, სრული ურთიერთგაგება სუფევდა.
სხდომაზე ევროკომისიის, ევროპული საბჭოსა და ევროკავშირის საგარეო ქმედების სამსახურის პირველმა პირებმა წარმოადგინეს თავიანთი პოზიციები უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესიის შესახებ. მათ ასევე ისაუბრეს იმაზე, თუ რა ზომებისთვის უნდა მიემართა საერთაშორისო თანამეგობრობას და, კერძოდ, ევროკავშირს ამ აგრესიის აღსაკვეთად. შემდეგ ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებმა გამოთქვეს თავიანთი შეხედულებები უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე მომზადებული რეზოლუციის პროექტის თაობაზე, კენჭი უყარეს ზომების მიღებას, რომლებიც გაზრდიან უკრაინის მედეგობას და მის მიმართ წარმოებული აგრესიის შეკავების უნარს, დაეხმარება მას გაუძლოს ეკონომიკურ და სოციალურ სირთულეებს, ზიანს მიაყენებს რუსეთის სამხედრო, ფინანსურ და ეკონომიკურ შესაძლებლობებს, ხელს შეუწყობს საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციას და მათი ქმედების ეფექტურობასა და შედეგიანობას. რეზოლუცია ითვალისწინებს უკრაინისთვის მრავალმილიარდიანი ფინანსური დახმარების პირობას, თითქმის ნახევარი მილიარდი ევროს ღირებულების ლეტალური იარაღის მიწოდებას, კიბერუსაფრთხოების, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის საქმეში ქმედით დახმარებას, ომისგან დაზიანებული ქვეყნის ინფრასტრუქტურის აღდგენაში სრულ დახმარებას, ქვეყნიდან ლტოლვილი და დევნილი მოსახლეობის მიღებას ევროკავშირის ქვეყნებში და მათთვის ადგილზე სათანადო დახმარების გაწევას.
განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ის, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და მის ინსტიტუტებს, რომ უკრაინას მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ეს ჩანაწერი მყისიერი პასუხი იყო უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის მიერ ევროკავშირის წევრობის დაჩქარებული სახით მიღების მოთხოვნაზე. უკრაინის პრეზიდენტმა ეს განცხადება 27 თებერვალს გააკეთა, ხოლო უკვე 28 თებერვალს ევროკავშირის საბჭოში უკრაინამ წევრობაზე ოფიციალური განაცხადი შეიტანა. ამ ინიციატივას გამოეხმაურნენ ევროკავშირის ლიდერები, მათ შორის, რიგი ქვეყნების სახელმწიფო და მთავრობების მეთაურები - ურსულა ფონ დერ ლაიენი, ჟოზე ბორელი, შარლ მიშელი, პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა და სხვები.
ევროპარლამენტის რეზოლუციაში ასეთმა ჩანაწერმა, ევროკავშირის ლიდერების მხარდაჭერამ და განაცხადის შეტანის ფაქტმა საზოგადოებაში მრავალი კითხვა გააჩინა, რომელსაც შევეცდებით მოკლედ ვუპასუხოთ:
- რა შედეგის მომტანია ევროპარლამენტის რეზოლუციაში უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მიცემის მოწოდება? რეალურად, ევროპარლამენტის რეზოლუცია არ წარმოადგენს სავალდებულო დოკუმენტს, იგი სარეკომენდაციო ხასიათისაა. აღსანიშნავია, რომ ასე ერთხმად პარლამენტის წევრების 90 პროცენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აუცილებლად იქონიებს გავლენას და სათანადოდ აისახება ევროკავშირის საბჭოს (რადგან სწორედ მის კომპეტენციაშია) მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. მიზეზი ისაა, რომ როდესაც პოლიტიკურ პარტიებს საკითხთან მიმართებით სრული კონსენსუსი აქვთ, ქვეყნების მთავრობები, როგორც წესი, ასევე იზიარებენ ამას.
- როგორია შემდგომი ნაბიჯები და რამდენად სწრაფად მიანიჭებენ უკრაინას კანდიდატი ქვეყნის სტატუსს? ევროკავშირის საბჭო დაავალებს ევროკომისიას უკრაინის განაცხადზე მოამზადოს დასკვნა, რომლითაც განისაზღვრება განაცხადის დაკმაყოფილების მიზანშეწონილობა. როგორც წესი, ამისთვის ევროკომისია საფუძვლიანად სწავლობს აპლიკანტი ქვეყნის ინსტიტუციურ და საკანონმდებლო სისტემას, მათ ხარვეზებს, ეკონომიკურ და პოლიტიკურ გამოწვევებსა და მიღწევებს, ინფრასტრუქტურის გამართულობისა და სხვა მნიშვნელოვანი პარამეტრების მდგომარეობას. ამას, როგორც წესი, დაახლოებით 9-15 თვე ესაჭიროება, თუმცა შესაბამისი ნებისა და წევრი ქვეყნების მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში, შესაძლებელია პროცესის დაჩქარება და მისი რამდენიმე თვემდე შემცირება.
- რას იძლევა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი? ასეთი სტატუსის ქვეყანა ევროკავშირთან არა უბრალოდ თანამშრომლობის, არამედ ინტეგრაციის რეჟიმში გადადის. ის გაზრდილ დახმარებას იღებს ევროკავშირის მხარდაჭერის პროგრამებისა და პროექტების სახით, ფინანსურ ინსტრუმენტებზე მეტ წვდომას და ევროკავშირის მხრიდან სრულ პოლიტიკურ მხარდაჭერას. ამ ეტაპზე ევროკავშირი ინტენსიურად სწავლობს ქვეყნის საკანონმდებლო გარემოს, ადარებს მას ევროკავშირის კანონმდებლობას და ადგენს სფეროებს, რომლებშიც აუცილებელია შემდგომი დაახლოება. ანალიზის (რომელსაც „სკრინინგს“ უწოდებენ) შედეგად, ევროკავშირი ადგენს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დღის წესრიგსა და მისი დაწყების თარიღს. ეს ეტაპი, დროის ხანგრძლივობის თვალსაზრისით, ზუსტად განსაზღვრული არ არის, თუმცა შესაძლოა ერთი წლიდან ათ წლამდეც კი გაიწელოს.
- შემდგომ ეტაპზე? მიმდინარეობს უშუალოდ გაწევრიანების მოლაპარაკებები, რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობის კონკრეტულ თავებთან დაახლოებისა და მათი განხორციელების საკითხებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე ქვეყანას „გაწევრიანების პროცესში მყოფს“ (Accession Country) უწოდებენ. მოლაპარაკებების საგანია Acquis Communautaire-ის სრული, 35 თავის შესაბამისი, რეფორმების გზით დანერგვა ქვეყნის კანონმდებლობაში. ხშირად ქვეყნები ამას ბოლომდე ვერ ახერხებენ, ამიტომ გარკვეული საკანონმდებლო აქტების და ინსტიტუციური გადაწყვეტილებების განხორციელების ვადებთან დაკავშირებით თანხმდებიან დათქმებზე.
- რამდენად რთულია მოლაპარაკებები? მოლაპარაკებები ხშირ შემთხვევაში გრძელვადიანი და მძიმე პროცესია, რომელიც ასევე წლებს იკავებს. მისი ხანგრძლივობა იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ეფექტურად და სწრაფად ატარებს ქვეყანა აუცილებელ საკანონმდებლო ცვლილებებს. როცა მოლაპარაკებები დასრულებულია და მოლაპარაკების ყველა „თავი დახურულია“, ინიშნება გაწევრიანების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის თარიღი. შეთანხმებას ხელს აწერენ აპლიკანტი სახელმწიფოს მთავრობა, ევროკავშირის წვერი ქვეყნების მთავრობები, ევროკავშირის საბჭო, რასაც მოჰყვება წევრ ქვეყნებსა და ევროპარლამენტში დოკუმენტის რატიფიცირების პროცესი დაახლოებით 2 წელიწადს იკავებს.
როგორც ვხედავთ, ყველაზე ოპტიმისტური გათვლებითაც კი, ევროკავშირის სრული წევრობისთვის ქვეყანას განაცხადის შეტანიდან 5-6 წელი მაინც ესაჭიროება. ამიტომ გაუმართლებელია იმის მოლოდინი, რომ უკრაინას რაიმე დაჩქარებული წესით მიიღებენ ევროკავშირში. ევროკავშირის წევრობა მოითხოვს ქვეყნისგან ჰქონდეს და წარმოაჩინოს ევროკავშირის დამფუძნებელ შეთანხმებაში ჩაწერილი ვალდებულებების შესრულების უნარი, რასაც მოსამზადებელი დრო და „გამოცდების ჩაბარება“ ესაჭიროება.
რა გავლენას მოახდენს უკრაინის ევროინტეგრაციის პროცესში დაწინაურება საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივებზე?
დღემდე საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე დაახლოებით ერთი ტემპით მიდიოდნენ. მათ ერთად მოაწერეს ხელი ასოცირების შესახებ შეთანხმებებს და ასევე მიიღეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის უფლება. 2021 წელს სამმა ასოცირებულმა ქვეყანამ შექმნა თანამშრომლობის ფორმატი - „ასოცირებული ტრიო“ და გეგმავდა შემდგომი ინტეგრაციისთვის ევროკავშირის ინსტიტუტებში საკითხის კოორდინირებულად ადვოკატირებას. თუმცა უკრაინის დაწინაურებამ, შესაძლოა, ამ ფორმატში მონაწილეობის მისი ინტერესი შეამციროს. არ არის გამორიცხული, რომ ასეთ შემთხვევაში, საქართველოს მიმართ ევროკავშირის ინტერესიც შემცირდეს, რადგან ევროკავშირში მწიფდებოდა ჩვენ სამის მიმართ სუბრეგიონული პოლიტიკის მიდგომების განვითარება. ცალკე მდგარი საქართველო კი, თავისი გეოგრაფიული სიშორიდან გამომდინარე, შესაძლოა ნაკლებმიმზიდველი გახდეს ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობისთვის და ამან ჩვენი გაწევრიანების პერსპექტივა შეამციროს.
ამ რისკების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, რომ მოლდოვის მთავრობასთან ერთად მოხდეს ინტენსიური ადვოკატირება, რათა ჩვენც მოგვანიჭონ, თუ კანდიდატი ქვეყნის არა, პოტენციური კანდიდატის სტატუსი მაინც (ჰქონდათ და ახლაც აქვთ დასავლეთ ბალკანეთის რიგ ქვეყნებს). ასევე აუცილებელია უკრაინასთან მჭიდრო ურთიერთობების გაგრძელება და მისგან სრული დიპლომატიური მხარდაჭერა ევროკავშირის ინსტიტუტებთან საუბრისას. აუცილებელია, რომ ევროკავშირში დარწმუნდნენ ამ სამი ქვეყნის ერთმანეთთან კავშირის არსებობის აუცილებლობაში, მათი სუბრეგიონად აღქმითა და, შესაბამისად, ინტეგრაციის ერთიანი ინსტრუმენტების გამოყენებით. ამის მისაღწევად კი საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა დაუყოვნებლივ უნდა შეიმუშაოს ქმედითი ნაბიჯების სტრატეგია და ტაქტიკა.
1 მარტს საქართველოს მთავრობამ დაჩქარებული წესით შეიტანა ევროკავშირის საბჭოში ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი და უკრაინასთან ერთად ითხოვს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობა ამას 2024 წლისთვის გეგმავდა. თავად განაცხადის შეტანა არ გვაძლევს იმის გარანტიას, რომ ევროკავშირი ასევე დააჩქარებს ჩვენი ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭების საკითხს, ამიტომ ახლა მთავარი ამოცანაა, რომ საქართველოს მთავრობამ დაჩქარებულად შეასრულოს ის მოთხოვნები, რომელსაც ევროკავშირი მას უყენებდა ბოლო ხანებში (განსაკუთრებით, სასამართლო რეფორმა და, ზოგადად, ინსტიტუტების დეპოლიტიზაცია) და რომელზეც ახლაც ელოდება სათანადო რეაგირებას. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება გვქონდეს ჩვენს განაცხადზე დადებითი პასუხის იმედი და ახლო მომავალში ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მიღების შანსი.
თემატური პოსტები
- ქართველმა ხალხმა აჩვენა ძალა, თუმცა ევროკავშირს მართებს სიფხიზლე!
- რუსეთ-უკრაინის ომი და რუსეთის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესები
- ჰიბრიდული ომი რუსული წესებით და უკრაინის რეზისტენტობა
- მოლდოვის გამოწვევები უკრაინაში ომის ფონზე
- როგორ გამოიყურება ამერიკა-ჩინეთის პაექრობა თბილისიდან
- ცვლის თუ არა ისრაელის ახალი მთავრობა ამ ქვეყნის პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ?
- რა სურს რუსეთს საქართველოსგან?
- გეოპოლიტიკა თურქულად და როგორია მასზე სწორი რეაქცია
- საფრთხე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შეიძლება დაემუქროს რუსეთის მეზობლებს
- ბაიდენის დოქტრინა და მისი შესაძლო შედეგები საქართველოსთვის
- მოახლოებული ზამთრის ენერგოკრიზისი ევროპაში: შეუძლია თუ არა აზერბაიჯანს კონტინენტის მძლავრი ენერგომომმარაგებელი გახდეს?
- რა ელის იტალიის საგარეო პოლიტიკას ჯორჯია მელონის გამარჯვების შემდეგ?
- კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველო ევროპულ პერსპექტივას მიიღებს, რაზე გვაქვს სანერვიულო?
- ცხინვალის არშემდგარი რეფერენდუმი
- ომი და საქართველო
- „ავტოკრატიული მშვიდობა“
- „რურალური ორბანიზმი“ - პოლარიზაცია, როგორც უნგრეთის პოლიტიკური მომავლის განმსაზღვრელი ფაქტორი
- არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ცხინვალის რეგიონში: რატომ წააგო ბიბილოვმა და რა იქნება ბიბილოვის შემდეგ?
- ომი უკრაინაში და გაერთიანებული სამეფოს ახალი როლი აღმოსავლეთ ევროპაში
- რას მოუტანს სამხრეთ კავკასიას ეუთოს მინსკის ჯგუფის გაუქმება?
- საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები და ევროპის პოლიტიკური მომავალი
- შეძლებს თუ ვერა ფაშინიანი გარდატეხის შეტანას სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში?
- რატომ გააქტიურდა აფხაზური მხარე სოციალურ ქსელებში?
- რატომ არ მოსწონს პუტინს ნეიტრალური უკრაინა? (უკრაინის ნეიტრალური სტატუსი აქტუალური ხდება - რას ნიშნავს ეს პუტინისთვის?)
- ევროპის ენერგომომავალი - გამოწვევები და შესაძლებლობები
- მასობრივი უკონტროლო მიგრაცია და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია
- რა ცვლილებები მოხდა პუტინის რეჟიმის პროპაგანდის ნარატივებში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე
- როგორია თურქეთის პოზიციები და ქმედებები რუსეთ-უკრაინის ომში
- ნატოს შესაძლო გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში და მისი მნიშვნელობა საქართველოსა და უკრაინისთვის
- პეკინის ზამთრის პოლიტიკური ოლიმპიადა
- რა დგას პუტინის უკრაინაში გამბიტის უკან?
- 2021 აფხაზეთში: ენერგოკრიზისი, ახალი „მინისტრი“ და პოლიტიკური დაპირისპირება
- L'Europe pourra-t-elle éviter le “déjà vu” ? (საფრანგეთი, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე და დაძაბულობა აღმოსავლეთ ევროპაში)
- აშშ-რუსეთის ურთიერთობები და უკრაინის საკითხი
- რამზან კადიროვის რეჟიმის ახალი სამიზნეები
- რა პერსპექტივები დასახა 15 დეკემბერს გამართულმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა?
- აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი - რატომ უნდა აღიარონ „ასოცირებული ტრიო“?
- რა გავლენას მოახდენს მერკელის პოლიტიკიდან წასვლა ევროკავშირის პოლიტიკაზე რუსეთისა და აღმოსავლეთის სამეზობლოს მიმართ?
- რა დგას საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების მზარდი თანამშრომლობის უკან
- „დობერმანი“ მინისტრად: ინალ არძინბას პერსპექტივები და გამოწვევები
- კრიზისი ბელარუსში: როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა რუსეთის სტრატეგიის წინააღმდეგ მის ახლო სამეზობლოში
- მოლდოვას გაზის კრიზისი-რუსეთის კიდევ ერთი პოლიტიკური შანტაჟი
- ევროკავშირი-პოლონეთის გაუარესებული ურთიერთობები და მისი მნიშვნელობა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისთვის
- ბელარუსი ერთი წლის შემდეგ: დასუსტებული რეჟიმი რუსული „დაცვის“ ქვეშ
- რატომ დაიძაბა ირან-აზერბაიჯანის ურთიერთობები?
- რუსეთის საპარლამენტო არჩევნები - რა შეიძლება ითქვას რეჟიმის სტაბილურობაზე
- 6 მთავარი გზავნილი ევროკავშირის 2021 მიმართვიდან - (უმნიშვნელო აქცენტი გაფართოებაზე?)
- გეზი ჩინეთიდან ტაივანისკენ - ახალი საგარეო პოლიტიკური ტრენდი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
- ვაქცინაცია: „ყოფნა?... არ ყოფნა?...“
- შეუძლია თუ არა საქართველოს ჩინეთი რუსეთის დასაბალანსებლად გამოიყენოს?
- შარიათის პატრული ყაბარდო-ბალყარეთში: მზარდი ტენდენცია თუ ადგილობრივი კონფლიქტი?
- ბელარუსის გასვლა აღმოსავლეთ პარტნიორობიდან - რა იქნება შემდგომ?
- Pacta Sunt Servanda: ხელშეკრულებები უნდა შესრულდეს
- ასოცირებული ტრიო და მისი მომავალი
- აფხაზეთში ახალი „პოლიტიკური ელიტის“ ჩამოყალიბება - ვინ ჩაანაცვლებს ძველ „ელიტას“?
- რა სიმბოლოა ევროკავშირის დროშაზე და რატომ არ უნდა ჩამოხიოს და დაწვას ის ჭეშმარიტმა ქრისტიანმა
- არქტიკის გამდნარი ყინული და მზარდი საფრთხეები
- რას უნდა ველოდოთ ნატოს სამიტისგან
- აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში
- რუსეთის მიმართ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაფასება
- პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში - ჩიხი გამოსავლის გარეშე
- რუსეთის ტესტი თუ ბულინგი?
- საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები, სიახლეები და გამოწვევები პანდემიის ფონზე
- შეთანხმება „დრაკონთან“ – ჩინეთ-ევროკავშირის საინვესტიციო ხელშეკრულების რისკები
- ევროკავშირის წევრობის შესახებ საქართველოს განაცხადი
- ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გამოღვიძება ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში და ახალი პერსპექტივები საქართველოსთვის
- ვის გამოუტანა განაჩენი მოსამართლემ: ნავალნის, პუტინს თუ რუსეთს?!
- ბაიდენის თავსატეხი
- 2020 აფხაზეთში: „არჩევნები“, პანდემია და მეტი ინტეგრაცია რუსეთთან
- უნგრეთის კრიზისი: ევროკავშირის წარუმატებლობა ავტორიტარიზმის წინააღმდეგ?
- COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი და საქართველოს ეროვნული ვალუტის არასტაბილურობის შემცირება
- ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაცია: საფრთხეები და გამოწვევები საქართველოსთვის
- რამდენიმე მოსაზრება ტერმინის „პოსტსაბჭოთა სივრცე“ გამოყენების თაობაზე
- საქართველოს ევროპული გზა პანდემიური დეგლობალიზაციის პირობებში
- თურქეთის კავკასიური პოლიტიკა სომხეთ-აზერბაიჯანის ბოლო დაძაბულობის ფონზე
- ხაბაროვსკის საპროტესტო გამოსვლები, როგორც რუსეთის ფედერაციის სტაბილურობის ერთგვარი ინდიკატორი
- ქართულ-ამერიკული პარტნიორობის პრაგმატიზმი და იდეალიზმი
- საქართველოს დამოუკიდებლობა და ჩვენი თაობის ისტორიული პასუხისმგებლობა
- კორონავირუსით გამოწვეული სირთულეები თურქეთში და მისი ასახვა საქართველოზე
- „არჩევნები“ აფხაზეთში: ახალი „პრეზიდენტის“ რევანში და გამოწვევები
- სამომხმარებლო კრიზისი ცხინვალის რეგიონში: ახალი საფიქრალი
- ჩვენი და 1921 წლის ქართველების საერთო ბრძოლის შესახებ
- ქართული თავდაცვა - პოლიტიკური პარადოქსი და უსისტემობის მოჯადოებული წრე
- რატომ უნდა გვაღელვებდეს ქართული „ტროლ-სკანდალი“? ვრცელი განმარტება
- პოლიტიკური კრიზისის ანატომია ოკუპირებულ აფხაზეთში
- რას ნიშნავს გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია?
- რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი?
- „რუსული კულტურის ცენტრის“ შესახებ
- საით მიდის ეკონომიკური პოლიტიკა?
- რუსული პროპაგანდის მთავარი გზავნილები
- რა ვიცით რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ?
- რა კავშირია ნატოსა და აფხაზეთის დაბრუნებას შორის?
- ანტისაოკუპაციო პოლიტიკის ახალი აქცენტები
- საქართველოს საკითხი არ განიხილება დიდი შვიდეულის სამიტზე - ვისი ბრალია?
- ვლადიმერ პუტინის ძირითადი გზავნილები Financial Times-თვის მიცემული ინტერვიუდან
- დუგინი მოგვევლინა საქართველოს გულშემატკივრად - რას უნდა ვუმადლოდეთ ამ ფაქტს?
- ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები - რას ნიშნავს საქართველოსთვის?
- 10 წელი აღმოსავლეთ პარტნიორობის დაარსებიდან
- როგორ შევაჩეროთ რუსეთი
- რატომაა მნიშვნელოვანი 2019 წლის 31 მარტს თურქეთში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები
- მუშაობს თუ არა სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპი უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებში?
- ცირკულარული შრომითი მიგრაციის ახალი შესაძლებლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის
- აშშ-ის შუალედური არჩევნები: შედეგები და მნიშვნელობა
- საქართველოს ვაჭრობა ელექტროენერგიით: ბიტკოინის გავლენა
- საქართველოს საგარეო ვაჭრობა: როგორ გავამყაროთ დადებითი ტენდენციები
- ყარაბაღის კონფლიქტის განახლების რისკი სომხეთში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ
- რატომ არის აუცილებელი ვიცოდეთ რომელ რიცხვში დაიწყო 2008 წლის ომი
- გადამწყვეტი ბრძოლა უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობისთვის
- საქართველოს ადგილი „დასავლეთთან დაახლოების ინდექსი 2018-ში“
- რატომ არ გაამართლა ჩვენი მოლოდინი შარლევუაში (კანადა) დიდი შვიდეულის სამიტის შედეგებმა?
- ბენ ჰოჯესის მოდელი - საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების რეალური გზა
- ევროკავშირის რბილი ძალა და სომხეთის (რ)ევოლუცია
- რატომ არ გაახსენდათ დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველო ტორონტოში 2018 წლის 23 აპრილის შეხვედრის დროს?
- ამერიკის სტრატეგია და საქართველო
- რა გავლენას იქონიებს სოლსბერი ბრექსიტის მოლაპარაკებებზე
- პუტინის წინასაარჩევნო ეკონომიკური დაპირებები: მითი და რეალობა
- ელექტროენერგიით ვაჭრობა: 2016 წლის წარმატებები, 2017 წლის რეალობა და შემდგომი პერსპეკქივები - Bitcoin-ის გავლენა (ნაწილი მეორე)
- დარჩეს ჟენევა ისე, როგორც არის
- ელექტროენერგიით ვაჭრობა: 2016 წლის წარმატებები, 2017 წლის რეალობა და შემდგომი პერსპექტივები - Bitcoin-ის გავლენა (ნაწილი პირველი)
- რუსული ოპოზიციის გეოპოლიტიკური ხედვა
- ვის ეხმარება რუსეთი?
- რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და საქართველოს უსაფრთხოების სისტემა
- ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და რუსეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრობლემები
- არის თუ არა საქართველოს ექსპორტის ზრდა მდგრადი?
- რა ელით გალელებს?
- ხელის შეშლა და ყურადღების გაფანტვა: დასავლეთთან ურთიერთობის რუსული მეთოდოლოგია
- ილ-76 ტიპის ტროას ცხენი, ანუ რატომ სურს რუსეთს ჩვენი ხანძრების ჩაქრობა?
- რუსი დიპლომატები საქართველოში - ვინ არიან ისინი, რამდენი არიან და რას საქმიანობენ?
- პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: იყო კი ჩვენი რეაქცია საკმარისი?
- პენსის ვიზიტი საქართველოში: რამდენიმე გაკვეთილი და რას უნდა ველოდოთ
- მისაღებია თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება
- საქართველოს ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის შემდგომი ევოლუციის კონტექსტში
- Brexit-ის მოლაპარაკება ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის განახლდა: რა გავლენას მოახდენს იგი საქართველოზე?
- როგორ შევაჩეროთ „მცოცავი ოკუპაცია“
- კრემლის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახალ ეტაპზე გადადის
- სირიის სამოქალაქო ომი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- რუსეთის იმპერიალიზმთან ბრძოლის მეორე რაუნდი, რომლის მოგება შესაძლებელია
- თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- პოსტსაბჭოთა ქვეყნები - ბრძოლა ძალაუფლების ლეგიტიმაციისთვის
- საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა - რამდენად ეფექტურად უმკლავდება იგი არსებულ გამოწვევებს?
- სამხედრო სიძლიერე - ის რაც სჭირდება ნატო-ს პარტნიორებისგან
- რამდენიმე მოსაზრება „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების თაობაზე
- ახალი რუსული შეიარაღება კავკასიაში და მისი გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე